Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საბანკო სექტორი პანდემიის შემდეგ

by Davit Tsiramua
October 25, 2021
in Forbes Banker, ეკონომიკა, ინდუსტრია, მოსაზრება, საქართველო, ფინანსები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
საბანკო სექტორი პანდემიის შემდეგ
0
SHARES
0
VIEWS

პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრიზისის მიუხედავად, საქართველოს საბანკო სექტორ­­მა მაღალი მდგრადობა გამოავლინა და ყოველ ეტაპზე ადეკვატურად უპასუხა ყველა გამოწვევას, რომლებიც 2020 წელს დღის წესრიგში დადგა. განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი პარამეტრი, რათა საბანკო სექტორის როლი ეკონომიკის აღ­­დგენის პროცესში უფრო ცხადი გახდეს.

სამომხმარებლო სესხების მიმართულებით საკვანძო პროდუქტად კვლავ იპოთეკური სეს­­ხები რჩება.

2019 წლის ბოლოს იპოთეკურმა სესხებმა სამომხმარებლო საკრედიტო პორტფელის ნახე­ვარს გადააბიჯა (53.99%). ტენდენცია, რომელიც 2020 წელსაც გაგრძელდა (55.74%), დომინანტური იქნება 2021-22 წლების განმავლობაშიც (54.52% ივნ., 21). 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წლიურმა ზრდამ 18.9% შეადგინა. ამასთან იპო­თეკური სესხები, რომლებიც ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, 40.5%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული იპოთეკური სესხები – 9%-ით.

ბოლო პერიოდში იპოთეკურ პორტფელთან მიმართებით მონეტარული პოლიტიკის გამკაც­­რება ნეგატიურად აისახება ზრდის ტენდენციაზე. მიუხედავად ამისა, თუ საპროცენტო განაკვეთები (გარკვეულწილად სუბსიდირების ხარჯზე) სტაბი­ლურობას შეინარჩუნებს, იპოთეკით დაფინანსე­ბული გარიგებები კვლავ ყველაზე პოპულარული პროდუქტი იქნება ფიზიკური პირების დაკრე­დიტების ნაწილში. პირველადი ბაზრის უძრავი ქონების ფასების მაღალ დონეზე შენარჩუნებამ შემოსავლების სტაგნაციის ფონზე შეიძლება დადებითად შეცვალოს ბინის მყიდველების მოთხოვნა მეორეულ ბაზარზე.

2021 წელს საბანკო სექტორის დაკრედიტე­ბის აქტივობა 70%-მდე გაიზარდა.

2019-20 წლების ფართომასშტაბიანი შეღავა­თიანი კრედიტების პროგრამების გათვალისწი­ნებით, სექტორის დაკრედიტების აქტივობის მაჩვენე­ბელი, ანუ ფიზიკური და იურიდიული პირების სესხების პორტფელის ჯამის თანაფარდობა მთლიან საბანკო აქტივებთან 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 70.1%-ს მიაღწია.

2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი სესხები 13.8%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით). იურიდიული პირების სესხების წლიური ზრდა 12.6%-ს შეადგენს, ხოლო ფიზიკური პირების სესხების წლიური ზრდა – 14.9%-ს. 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეო­ბით, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სესხების ზრდის მნიშვნელობა 27.6%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტა­ში დენომინირებული სესხების წლიური ზრდა 3.8%-ს გაუტოლდა.

2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ჯამურმა საბანკო საკრედიტო პორტფელმა ქვეყნის მშპ-ის 86.78% შეადგინა. ჯამური საბანკო აქტივები მშპ-ის 123%-ს უტოლდება და მთლიანი საფინანსო ბაზრის 93.1%-ს ფარავს. საბანკო კრედიტები კვლავ ეკონომიკის აღდგენისა და დაფინანსების ძირითად წყაროდ რჩება. ფასიანი ქაღალდების ბაზრის გან­­ვითარების არასაკმარისი ტემპიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტებთან მიმართებით ბაზრის ძირითად მარეგულირებელს მაქსიმალური მოქნილობის გამო­ჩენა მოუწევს. სასურველია, რომ საბანკო სისტემამ, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ზრდის 10%-იან ნიშნულს გადააჭარბოს 2020 წელთან შედარებით, რაც, უპირველეს ყოვლისა, წლის ბოლომდე ეკონომიკის აღდგენის ტემპზე იქნება დამოკიდებული.

2021 წელს მოსალოდნელია წმინდა საპროცენტო შემოსავლების სტაგნაცია და მოსაკრებლებისა და საკომისიო შემოსავლების ზრდა.

წლებია, ბაზარზე კონკურენცია საპროცენტო გა­ნაკვეთების მიმართულებით გამძაფრებულია, რამაც ბანკების საპროცენტო განაკვეთების დაახლოება გამოიწვია. საპროცენტო შემოსავლების ზრდის მიმარ­­თულებით შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში ბანკები აქცენტს გადაიტანენ არასაპროცენტო შემო­სავლების ზრდაზე (მაგ. სავალუტო ანგარიშების მომსა­ხურების საკომისიოს დაწესება და სხვა). მოსალოდნელია საკომისიო მოსაკრებლე­ბის მიმართულების გაძლიერება. წმინდა საკომისიო შემოსავალი შესაძლოა 2021 წელს 50% -ით გაიზარდოს 2020 წლის 36.86%-იანი ზრდის გათვალისწინებით.

საბროკერო მომსახურებიდან საკო­მისიო შემოსავლების ზრდაში ყველაზე შესამჩნევი დადებითი დინამიკა 2020 წლის ბოლოს გამოჩნდა. საბანკო სექტორ­­მა კორპორაციული კლიენტების მიმარ­­თულებით აქცენტი საკუთარ საბროკერო კომპანიებზე გადაიტანა, რის გამოც 2021 წლის განმავლობაში მოსალოდნელია საბროკერო კომპანიების ზრდა და ფასი­ანი ქაღალდებით ოპერაციებზე აქცენტის გადატანა. ბანკების საბროკერო კომპანი­ების ანგარიშებზე სახსრების მოცულობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა.

საბანკო სექტორის როლი ქვეყნის რეალურ ეკონომიკაში სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

ტრადიციული საბანკო ბიზნესის მარჟე­ბის შემცირება და ფინტექებთან მიმარ­­თებით კონკურენციის ზრდის პირველი ნიშნები შესაძლოა უკვე ამ წლის ბოლოს დავინახოთ. ამის ფონზე ბანკები იძუ­ლებულნი იქნებიან, შემოსავლის ახალი წყაროები ეძებონ. ბევრი მსხვილი ბანკი სავარაუდოდ იზრუნებს ინვესტიციების ზრდაზე ფინანსური ბაზრის შესაბამის სექტორებში.

კორპორაციული დაკრედიტების ზრდის ტემპი 2021 წელს მინიმალურია (0.42%) 2020 წლის 21.04%-ის საპირწონედ. საპ­როცენტო განაკვეთის შემცირების ეფექტი უკვე ამოწურულია და მსესხებელთა უმრავ­­ლესობის მოთხოვნა რესტრუქტურიზაცია­სა და დაბალ განაკვეთებზე რეფინანსირე­ბაზე გასულ წელს დაკმაყოფილდა.

წელს ბანკების მიერ რეზერვების ფორ­­მირებაზე დანახარჯების დონე, სავარაუ­დოდ, დაბალი დარჩება 2020 წელს შექმნი­ლი დამატებითი რეზერვების ეტაპობრივი დაბრუნების ფონზე. ივნისის მონაცემე­ბით, რეზერვების პროცენტული მოცულო­ბა საკრედიტო პორტფელის 5.46%-მდეა შემცირებული 2020 წლის ბოლოს დაფიქსი­რებული 6.37%-ის გათვალისწინებით. მო­გების მაჩვენებლები სტაბილური დარჩება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ბანკი იქნება დომინანტი მათ ფორმირებაში.

მომხმარებლების ფინანსური ცნობიე­რების ამაღლების ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება ინტერესი ინოვაციური კონკუ­რენტუნარიანი პროდუქტების მიმართ. მაგალითად, მსესხებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სესხის ეფექ­­ტურ საპროცენტო განაკვეთს და რეალურ გადახდებს. დეპოზიტების განაკვეთე­ბის შემცირების ფონზე მოსალოდნელია მოქალაქეების ინტერესის გაძლიერება საინვესტიციო და ფინანსური პროდუქტე­ბის მიმართ. მის კვალდაკვალ გაიზრდება მოთხოვნა ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო და გასაგებ ინფორმაციაზე.

დღითიდღე მომხმარებლისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ხოლო შეგრძნება, რომ საფონდო ბირჟა არის რაღაც რთული და მიუწვდომელი, დავიწყებას მიეცემა. მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვე­ვად რჩება და ამ მიმართულებით ყველა მხარის მაქსიმალური ჩართულობაა მნიშ­­ვნელოვანი.

ეპიდემიის დაწყებისთანავე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დისტანციური მომსახურების მუდმივი განვითარების აუცილებლობას. საქართველო მოწინავეა ფინანსური სერვისების გაციფრულებისა და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზე­ბის კუთხით. დისტანციური სერვისების განვითარების მიმართულებით ახალი გამოწვევა წლის დასაწყისში დანერგილი ღია ბანკინგის განვითარება და 2022 წელს მისი აქტიურ ფაზაში გადასვლა იქნება.

მობილური ბანკინგის რანგის 2020 წლის კვლევაში, Markswebb–ის ექსპერტებ­­მა დაადგინეს, რომ ფიზიკური პირების­­თვის მობილური ბანკების განვითარების შემდეგი რაუნდი იქნება ახალი შესაძლებ­­ლობების დანერგვა, ყოველდღიური გა­მოყენების მოხერხებულობის გაზრდა და მობილური ბანკის, როგორც ეკოსისტემის ბირთვის, განვითარება ფართო პარტნიო­რული ქსელით, შეუფერხებელი ავტორიზა­ციით და სხვადასხვა სერვისის გაერთი­ანებით, რაც შესაძლებელია ფინანსურ სერვისებთან არც კი ასოცირდებოდეს. ამ ეტაპზე მსოფლიო უკვე „ღია ფინანსების“ (Open Finance) სტანდარტის შემუშავების პროცესშია, რაც თავისთავად კიდევ უფრო გააღრმავებს კონკურენციას და მეტ შესაძ­­ლებლობას შექმნის მომხმარებლისთვის, მიიღოს უკეთესი შეთავაზებები.

Previous Post

ნონა გაფრინდაშვილის გზა პირველობამდე და „თბილღვინოს“ საფერავის ჩემპიონი ღვინის ტიტული

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result