Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რუსეთიდან გაზის იმპორტირების აზერბაიჯანული გეგმა: არის თუ არა საფრთხეში ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციის გეგმა?

by იზა გვარამაძე
ნოემბერი 25, 2022
in ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
0
SHARES
0
VIEWS

18 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებას აპირებს.  რუსეთიდან ენერგორესურსის მიღებით ბაქო ცდილობს როგორც შიდა სამომხმარებლო, ასევე აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმპორტიორი საქართველო, თურქეთი და ევროკავშირი შეუფერხებლად დააკმაყოფილოს. 18 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროკავშირში 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება 2022 წლის დასასრულისთვის, ხოლო 2027 წლისთვის მისი მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც მაქსიმალური რაოდენობის ენერგორესურსია, რომლის გატარებაც სამხრეთ გაზსადენის კორიდორს შეუძლია.  ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდა ევროკავშირს ენერგოიმპორტის დივერსიფიკაციასა და რუსული ბუნებრივი აირის უკვე შეწყვეტილ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა აზერბაიჯანს ზამთარში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დაეხმარება, მან შესაძლოა ხელი შეუშალოს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დადებული ენერგიის ექსპორტის გაზრდაზე ხელშეკრულების განხორციელებას.

მოახლოებულ ზამთარში რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ბრიუსელისთვის დაპირებული რაოდენობის ენერგორესურსის გამოყოფაში დაეხმარება. მართალია, ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები აზერბაიჯანს არ ეხება და ბაქოს შეუძლია, იმდენი ბუნებრივი აირი მიიღოს რუსეთისგან, რამდენიც სურს, მოსკოვთან დადებული შეთანხმება ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ხელშეკრულების პოლიტიკურ განზრახვას ეწინააღმდეგება, რაც სწორედ ევროკავშირის მიერ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა. რუსული „დახმარების“ შედეგად აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ევროკავშირში იმპორტის გაზრდა ბრიუსელის ევროკავშირის ენერგობაზრის დივერსიფიკაციის მცდელობას ძირს უთხრის როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერიოდში, რადგან რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია, აზერბაიჯანს ენერგომიწოდება შეუწყვიტოს და ევროკავშირის ენერგოიმპორტის მოცულობა შეამციროს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს თავად არ შეუძლია ევროკავშირში იმპორტირებისთვის საჭირო 12 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის წარმოება და ტრანსპორტირება. ქვეყნის შეზღუდული პროდუქციის ფონზე კი ბრიუსელისთვის გაზრდილი ენერგოიმპორტი მთლიანად რუსულ „დახმარებაზე“ იქნება დამოკიდებული. ამასთანავე, ახალი ველების ათვისებისთვის ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი ინვესტიცია, რის გამოც მოკლევადიან პერიოდში გამოსავალი შეიძლება,  თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი იყოს. ამ გეგმის განხორციელება შესაძლოა, ბაქოსა და თეირანს შორის 2021 წლის დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდეს. მოცემული შეთანხმების მიხედვით, თურქმენეთი 1,5-დან 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანს, ხოლო ირანი კი – აზერბაიჯანს. თუმცა შეთანხმების ამჟამინდელი მდგომარეობა გაურკვეველია. აზერბაიჯანის მიერ რუსეთთან ხელშეკრულების მოულოდნელად დადება ეჭვს ბადებს, რომ ბაქოსა და თეირანს შორის დადებული ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე შესაძლოა, წელს არ განხორციელდეს. ამ საკითხების გათვალისწინებით კი რთულია აზერბაიჯანისთვის ბრალის დადება საკუთარი ეკონომიკური ინტერესების წინა პლანზე დაყენებისთვის. ამავდროულად, ევროკავშირსაც ჯერჯერობით არ მოუზიდავს აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მომპოვებელი ველების განვითარებისთვის საჭირო მძლავრი ინვესტიციები.

აზერბაიჯანს ენერგოდეფიციტის დროს ევროპისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევის შესაძლებლობა არა აქვს, რაც, ძირითადად,  ბუნებრივი აირის მომპოვებელი ველების განუვითარებლობითა და გაზსადენის მცირე მოცულობით არის გამოწვეული. აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის მომპოვებელ რამდენიმე ველს ფლობს კასპიის ზღვაში, რომელთა უმრავლესობაც ამჟამად ან ათვისების პროცესშია, ან საჭირო ინვესტიციების მოლოდინში. მიუხედავად ამისა, მეტი ინვესტიცია კვლავ საჭიროა ორივე ქვეყნის ენერგოექსპორტის გასაზრდელად. ბუნებრივი აირის გაზრდილი პროდუქცია და ევროპაში მზარდი მოთხოვნა არსებული ტრანსადრიატიკის სადენის გაფართოების აუცილებლობას დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვნად აყენებს. სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვაც ხელსაყრელი იქნებოდა და ამავდროულად ხელს შეუწყობდა არსებული ვითარების უკეთ მოგვარებას.

აზერბაიჯანის მიერ ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტირება ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციის მცდელობას გარკვეულწილად საფრთხეში აყენებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია ახლო მომავალში საკუთარი ენერგოექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდა, მოსკოვი ვერ შეძლებს ბრიუსელის წინააღმდეგ ახალი ბერკეტის მოპოვებას. მომავალ ზამთარში აზერბაიჯანს ჯამში რუსული ექსპორტის მხოლოდ დაახლოებით 8%-ის დაკმაყოფილება შეეძლება და მხოლოდ 14%-ისა – 2027 წლისთვის (როგორც ივლისის მემორანდუმშია გათვალისწინებული). აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანიდან ევროპულ ბაზარზე დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის ექსპორტირების დაწყებას შესაძლოა, ათ წელზე მეტიც კი დასჭირდეს. ამ პრობლემის დასაძლევად ევროკავშირმა არსებული სადენების განსავითარებლად, პოტენციური ველების გამოსაკვლევად და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივი აირის მეტი რაოდენობით ასათვისებლად მეტი ინვესტიცია უნდა მოიზიდოს.

Previous Post

ევროპაში, რეკორდულად ცხელი ზაფხულის შედეგად, სიკვდილიანობის 20,000 შემთხვევა დაფიქსირდა

Next Post

Azerbaijan’s Plan to Import Russian Gas: Are the EU’s Energy Diversification Efforts in Vain?

იზა გვარამაძე

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Recent News

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result