Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რუსეთი სომხეთს არ ეხმარება – შესაძლებლობა ვაშინგტონისთვის

by იზა გვარამაძე
September 28, 2022
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
რუსეთი სომხეთს არ ეხმარება – შესაძლებლობა ვაშინგტონისთვის
0
SHARES
0
VIEWS

13 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო შეტევის დროს ერევანმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. თუმცა ორგანიზაციამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სომხეთს მხოლოდ ორგანიზაციის გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის სომხეთში ადგილზე სიტუაციის შეფასების მიზნით გაგზავნას დათანხმდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც ერევანსა და ბაქოს შორის დაპირისპირებაზე მხოლოდ აღშფოთება გამოხატა და ორივე მხარეს თავშეკავებისა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ კრემლის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდა.

მოსკოვის მიერ საკუთარი მოკავშირისთვის დახმარების არგაწევამ სომხეთში აღშფოთება გამოიწვია და ქვეყნის დედაქალაქში მყისვე გაიმართა დემონსტრაციები იმ მოთხოვნით, რომ სომხეთს დაეტოვებინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა და კონფლიქტის მყისიერი შეწყვეტისკენ მოუწოდა. 17 სექტემბერს კი ერევანს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და აშშ-ის რანგით მესამე პირი ნენსი პელოსი ეწვია და ვაშინგტონის სახელით სომხეთს მხარდაჭერა აღუთქვა. ერევანში სომხეთის ტრადიციული მოკავშირის, რუსეთის მხარდაჭერის სიმცირით გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე, აშშ-ს ექმნება  შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენა გაზარდოს და რუსეთს, როგორც რეგიონში მთავარ მოთამაშეს, კონკურენცია გაუწიოს.

 

ალიანსი შესუსტებული საფუძვლით

სომხეთსა და რუსეთს 1995 წლიდან დღემდე საერთო თავდაცვის ხელშეკრულება აქვთ დადებული. ორმა ქვეყანამ ეს ხელშეკრულება 2010 წელს განაახლა, რითაც რუსეთს სომხეთის დასავლეთში არსებულ სამხედრო ბაზაზე სახმელეთო და საჰაერო დანაყოფების განლაგების საშუალება მიეცა. ამჟამინდელი შეთანხმება რუსეთს რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვის უფლებას აძლევს და ამავდროულად მას სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ავალდებულებს. მეტიც, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, რომელიც, რუსეთის ჩათვლით, აერთიანებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვს ქვეყანას. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, რომელიმე ქვეყანაზე განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში (შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც იწვევს წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას), მას ორგანიზაციის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო დახმარება, მათ შორის – სამხედრო დახმარებაც. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლი ნატოს ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის, ე.წ. „კოლექტიური თავდაცვის პრინციპის“, იდენტურია.

აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე მიტანილი იერიშით გამოწვეული პირობების ფონზე, ერევანში იმედოვნებდნენ, რომ ქვეყანა დახმარებას თუ რუსეთისგან არა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან მაინც მიიღებდა. აზერბაიჯანმა ამ ჯერზე პირველად შეუტია სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიას, კერძოდ, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებს: ვარდენისს, სოთქს, არტანიშს, იშხანასარს, გორისსა და კაპანს, რასაც 207 სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად ამისა, მოსკოვმა ერევანს მხოლოდ სერიოზული შეშფოთება, სიტუაციის ნორმალიზებისთვის საჭირო რეკომენდაციები და კრიზისული სიტუაციის შეფასების მისია „შესთავაზა“.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ბოლო სამხედრო ჩარევა იანვარში განხორციელდა, როდესაც ორგანიზაციამ რუსი, ბელარუსი და სომეხი სამხედრო ძალები ყაზახეთში გაგზავნა. მაშინ, როდესაც ალიანსმა ისტორიაში პირველად გაგზავნა სამხედრო დახმარება, მისი მიზანი სულაც არ ყოფილა ყაზახეთისთვის სხვა ქვეყნის თავდასხმის მოგერიებაში დახმარება, არამედ ყაზახეთის მთავრობისთვის პროტესტის ჩახშობაში დახმარების გაწევა. სომხეთის შემთხვევაში კი მას აზერბაიჯანი დაესხა თავს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი არაა. ორგანიზაციას ამ შემთხვევაში სამხედრო დახმარების გაგზავნისთვის უფრო დიდი „საბაბი“ ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, ერევნის რუსეთთან დიდხნიან ალიანსს თანდათანობით საფუძველი ეცლება.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა სომხეთისთვის დახმარების ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მოსკოვმა ერევანს მანამდეც რამდენჯერმე განუცხადა უარი აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ დავებში ჩარევაზე. ამას ის მთიანი ყარაბაღის, როგორც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის, სტატუსით ამართლებდა. როგორც ჩანს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარი ახლანდელი დაპირისპირების დროსაც მსგავსი ლოგიკა გამოიყენა.

 

შესაძლებლობა ვაშინგტონისთვის

რუსეთის უმოქმედობასთან ერთად, აშშ უპრეცედენტოდ და საკმაოდ მოულოდნელად ჩაერთო ერევანსა და ბაქოს შორის დაპირისპირების მოგვარებაში. აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრით პირადად უშუამდგომლა ცეცხლის შეწყვეტას. ბლინკენმა ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრებს შორის პირველი შეხვედრაც კი მოაწყო. ამასთანავე, კონფლიქტის შემდეგ რამდენიმე დღეში ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ერევანში ვიზიტიც საკმაოდ მოულოდნელი იყო. სომხეთის მიერ 1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პელოსი პირველი უმაღლესი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყანას ეწვია.

დიპლომატიური ვიზიტის დროს პელოსიმ აზერბაიჯანის „უკანონო“ სასაზღვრო თავდასხმა დაგმო, რითაც აშშ-ის გავლენის ზრდის საჭიროება დააყენა წინა პლანზე. მან განაცხადა, რომ აშშ ითვალისწინებს სომხეთის თავდაცვის საჭიროებებს და სურს, მხარი დაუჭიროს სომხეთის მთავრობას ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გამართულ გლობალურ ბრძოლაში.

მაშინ როდესაც სომხეთს არანაირი დახმარება არ მიუღია არც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან და არც რუსეთისგან, ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრეგორიანმა განაცხადა, რომ მთავრობას  ორგანიზაციის მხრიდან სამხედრო დახმარების „იმედიც კი არ ჰქონდა“. პარლამენტის წევრებმაც გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება რუსეთის უმოქმედობასთან დაკავშირებით. 18 სექტემბერს სომხებმა ერევნის ქუჩებში დემონსტრაციები გამართეს იმ მოთხოვნით, რომ სომხეთი გამოსულიყო კოლექტიური თანამშრომლობის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. რუსეთის მიმართ საზოგადოებრივი გულისწყრომისა და აშშ-ის აქტიური ჩართულობის ფონზე, სომხეთის მთავრობის მიერ ორგანიზაციის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება დღეს უფრო რეალისტურია, ვიდრე ოდესმე. აქვე აღსანიშნავია, რომ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე არაერთხელ განუცხადებია საკუთარი სურვილი სომხეთის ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე.

რუსეთი საკმაოდ დიდ სამხედრო დანაკარგს განიცდის უკრაინაში და მისი პრიორიტეტები დროებით სამხრეთ კავკასიისკენ არაა მიმართული. არსებული ვითარება აშშ-ისთვის ქმნის ხელსაყრელ დროს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ალტერნატიულ მოთამაშედ იქცეს. ვაშინგტონის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლანდელ დაპირისპირებაში ჩართულობამ შესაძლოა, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილებასაც მისცეს ბიძგი.

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ზე Phubber App-ის დამფუძნებლები წარდგებიან

Next Post

Armenia’s allies turn their back: An oportunity for Washington to enter the game?

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result