Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, მსოფლიო მასშტაბით სასუქი პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს

by გიორგი თოლორდავა
აპრილი 5, 2022
in ბიზნესი, ბიზნესი, ეკონომიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა, ინდუსტრია, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, მსოფლიო მასშტაბით სასუქი პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს
0
SHARES
0
VIEWS

რუსეთ-უკრაინის ომს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის სფეროზე, რადგან უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო მასშტაბით სასუქი პროდუქტების ფასები იზრდება, რუსეთი კი სასუქის უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტომ ვილსაკის თქმით, ფერმერების წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა სასუქი პროდუქტების ფასების ზრდაა, რაც, თავის მხრივ, მცენარეული პროდუქტების გაძვირებას იწვევს.

ერთ წელიწადში სასუქი პროდუქტების ფასები აშშ-ში თითქმის გაოთხმაგდა და, სავარაუდოა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებამ კიდევ უფრო მეტად გაამწვავოს სასუქი პროდუქტების გლობალური დეფიციტი. ასევე გასათვალისწინებელია სასუქის წარმოების პროცესში გამოყენებული ენერგოპროდუქტების –  კერძოდ, გაზის – გაძვირება და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა.

2007-2008 წლებში, საკვები პროდუქტების კრიზისის დროს, რუსეთმა სასუქის წარმოებაზე გავლენის დემონსტრაცია მოახდინა, კერძოდ, რუსეთმა და ბელარუსმა მნიშვნელოვნად შეამცირეს კალიუმის წარმოება, რამაც რამდენიმე თვეში სასუქი პროდუქტების ნაწილის თითქმის 400%-ით გაძვირება გამოიწვია.

რუსეთი, ასევე, მნიშვნელოვანი მოთამაშეა აზოტოვანი სასუქის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ექსპორტში მისი წილი 17%-ზე ნაკლებს შეადგენს, რუსეთი აწარმოებს სასუქის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტის, ამონიუმის ნიტრატის თითქმის 66 პროცენტს. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 8.7 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქი შემოვიდა და აღნიშნული პროდუქტი იმპორტირებული საქონლის ტოპ-ოცეულშია.

სასუქის ღირებულება ამერიკელ ფერმერთა დიდი ნაწილის საოპერაციო ხარჯების 30-40%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ბაზარი პირდაპირ არ არის დამოკიდებული რუსულ იმპორტზე, მოსალოდნელია, რომ გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვამ და ფასების ზრდამ გავლენა მოახდინოს ამერიკის სოფლის მეურნეობის სექტორზე.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ექსპერტები მსოფლიო მასშტაბით სასუქის ფასების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ხარჯების ზრდას ვარაუდობენ, რაც, გარკვეულწილად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით იქნება განპირობებული.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია ბაზრების დივერსიფიცირება და ქვეყნების მიერ რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. საგულისხმოა, რომ სასუქი პროდუქტების ბაზარზე რუსეთი ერთადერთი მოთამაშე არ არის და მას კონკურენციას სხვა ქვეყნებიც უწევენ, მაგალითად: ჩინეთი, კანადა, აშშ და მაროკო.

სასუქის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი 2020 წელს გაყიდული საქონლის ღირებულებით:

  • რუსეთი – $7 მილიარდი (გლობალური ექსპორტის 12.7%)
  • ჩინეთი – $6.6 მილიარდი (12%)
  • კანადა – $5.2 მილიარდი (9.4%)
  • აშშ – $3.7 მილიარდი (6.7%)
  • მაროკო – $3.4 მილიარდი (6.2%)
  • ბელარუსი – $2.6 მილიარდი (4.7%)
  • ნიდერლანდები – $2 მილიარდი (3.7%)
  • ბელგია – $1.6 მილიარდი (2.9%)
  • კატარი – $1.3 მილიარდი (2.4%)
  • საუდის არაბეთი: $1.2 მილიარდი (2.3%)
Previous Post

სპორტული ასოციაციების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს

Next Post

სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხსა და უკრაინის სუვერენიტეტს | Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულები

გიორგი თოლორდავა

Next Post
სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხსა და უკრაინის სუვერენიტეტს | Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულები

სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხსა და უკრაინის სუვერენიტეტს | Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result