Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რომელი კომპანიები დაზარალდებიან ნახევარგამტარებზე ტრამპის ტარიფებით?

by Salo Papalashvili
April 16, 2025
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
რომელი კომპანიები დაზარალდებიან ნახევარგამტარებზე ტრამპის ტარიფებით?
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მომდევნო კვირიდან, ქვეყანაში ნახევარგამტარების იმპორტზე ტარიფების დაწესება დააანონსა. გადაწყვეტილების მიუხედავად, ტრამპის განცხადებითვე, მისი ადმინისტრაცია მზადაა, გარკვეული კომპანიებისთვის „მოქნილობის“ უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები გამართოს.

ტრამპის განცხადებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული საპასუხო 125%-იანი ტარიფები არ გავრცელდებოდა ისეთი ტიპის პროდუქციაზე, როგორიცაა კომპიუტერები, სმარტფონები, ჩიპები და ა.შ. თუმცა ეს ინფორმაცია, მალევე, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის საშუალებით უარყო და პირიქით, დაადასტურა, რომ სავაჭრო ბარიერებისგან გამონაკლისი არ იქნება. თუმცა ელექტრონულ პროდუქციაზე სხვა ტიპის ტარიფების დაწესება განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებით, ნახევარგამტარებისა და ელექტრონიკის მიწოდების ჯაჭვის შესწავლით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ქვეყანას შიდა წარმოება სჭირდება და ის ვერ იქნება „მძევალი“ სხვა ქვეყნების. განსაკუთრებით კი, „მტრულად განწყობილი სავაჭრო ქვეყნების, როგორიცაა ჩინეთი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფისთვის“. 1962 წლის ვაჭრობის აქტის 232-ე ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას უტოვებს, დააწესოს ტარიფები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

Euronews-ის შეფასებით, ნახევარგამტარების იმპორტზე დაწესებული ტარიფებით რამდენიმე მსხვილი კომპანია განსაკუთრებით დაზარალდება, მათ შორისაა: Nvidia, Intel-ი, TSMC, Samsung Electronics-ი და Apple-ი.

წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia შესაძლოა, ტრამპის ტარიფების შედეგად ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული აღმოჩნდეს. ეს უმეტესწილად კომპანიის გარე მიმწოდებლებზე დამოკიდებულებას უკავშირდება. მაგალითისთვის, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოთვლითი პროდუქტებისთვის Nvidia ჩიპებს სამხრეთ კორეის SK Hynix-ისგან იღებს, რომელიც მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელია. ხოლო მეორე მხრივ, Nvidia-ს მთავარ პარტნიორებს შორისაა TSMC-იც, რომლის ქარხანაშიც ფირმა გრაფიკული დამუშავების ერთეულებს (GPU) აწარმოებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პარტნიორია Nvidia-სთვის ნიდერლანდური კომპანია ASML-ი, რომლის EUVL-ტექნოლოგიას ამერიკული ფირმა GPU-ების და მოწინავე AI-ჩიპების წარმოებისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, ტრამპის ტარიფებმა Nvidia შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველი გახადოს და გაზრდილი ხარჯებისა და ახალი მიმწოდებლების საჭიროების წინაშე დააყენოს.

მეორე მხრივ, Nvidia ცდილობს, თავისი გეგმები ტრამპის ახალ პოლიტიკასაც მოარგოს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერების სრულად აშშ-ში წარმოება დააანონსა. Nvidia-ს განაცხადი უფრო ფართო მიზნის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ-ში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში $500 მილიარდის ღირებულების AI-ინფრასტრუქტურა შეიქმნება. თეთრმა სახლმა Nvidia-ს გადაწყვეტილება „ტრამპის ეფექტად“ შეაფასა.

Intel-ის საწარმოო ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მიმდინარეობს, თუმცა ამის მიუხედავადაც, კომპანია საწარმოო ბაზებს ფლობს ჩინეთში, ვიეტნამში, კოსტა-რიკაში, ისრაელში, ირლანდიასა და მალაიზიაში. ამან, ტარიფების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა კომპანიისთვის ხარჯები შესამჩნევად გაზარდოს. ამასთან ერთად, Intel-ი მეხსიერებისა და დინამიკური შემთხვევითი წვდომის მეხსიერების (DRAM) ჩიპებს – SK Hynix-დან, ხოლო EUVL-ის ტექნოლოგიას ASML-დან იღებს.

შეერთებული შტატების საერთაშორისო სავაჭრო კომისიის 2023 წლის შეფასებით, ტაივანში წარმოებული ჩიპები, სეგმენტების მიხედვით, აშშ-ის „ლოგიკური ჩიპების“ დაახლოებით 44%-ს შეადგენდა. ტაივანური TSMC-ის ამერიკულ მომხმარებლებს შორის ამ დრომდე რჩებიან ისეთი მსხვილი გიგანტები, როგორებიცაა: Nvidia, Apple-ი, Intel-ი, Qualcomm-ი და Microsoft-ი. აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესების შემთხვევაში, ეს კომპანიები ან შიდა მიმწოდებლების ძებნას დაიწყებენ, ან ნაცნობი კომპანიიდან გააგრძელებენ საჭირო ნაწილების მაღალ ფასად შეძენას – რაც ხარჯებსაც გაზრდის.

TSMC-ისთვის კონკურენციის გასაწევად, Intel-ი თავისი საწარმოო ბიზნესის გაფართოებას უკვე ცდილობს. Intel-ის მიზანი ადგილობრივი მომხმარებლისთვის ტაივანური პროდუქციის ეფექტიანი ალტერნატივის შეთავაზებაა.

ნახევარგამტარებზე დაწესებული ტარიფებით დაზარალებულთა შორის შესაძლოა მოხვდეს Samsung Electronics-იც. ეს უკანასკნელი ჩიპებით Intel-ს, Apple-ს, Nvidia-სა და Qualcomm-ს ამარაგებს. გარდა ამისა, სამხრეთკორეული კომპანიის მომხმარებლებს შორისაა Tesla-ც, რამდენიმე სხვა მცირე მწარმოებელთან ერთად. გადასახადების დაწესების შემთხვევაში, Samsung Electronics-მა შესაძლოა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაკარგოს, რადგან მისი ამჟამინდელი მომხმარებლები კომპანიის შიდამწარმოებლებით ჩანაცვლებას დაიწყებენ.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს ჩიპების შიდაწარმოება აქვს, დიდი შანსია, რომ პოტენციურმა ტარიფებმა გავლენა მასზეც იქონიოს. Apple-ის მიმწოდებლებს შორის უცხოური კომპანიებიდან ვხვდებით SK Hynix-სა და Samsung Electronics-ს. თუმცა სმარტფონების ამერიკულ გიგანტს შიდამიმწოდებლებთანაც აქვს ახლო კავშირები, რომელთა შორისაა Micron-ი, Broadcom-ი, Qualcomm-ი, Texas Instruments-ი და STMicroelectronics-ი.

გარდა ამისა, აშშ-ში Apple-ის სმარტფონებს მნიშვნელოვანი რაოდენობის იმპორტი ხორციელდება ინდოეთსა და ჩინეთში არსებული ქარხნებიდან. ამ გარემოებამ კი, შესაძლოა, ტარიფების ამოქმედების შემდეგ კომპანიის ხარჯები შესამჩნევად გაზარდოს. ამ ეტაპზე, Apple-ი ტარიფებზე გამოცხადებული 90-დღიანი შეღავათის პერიოდით სარგებლობს, რათა ინდოეთში წარმოებული 600 ტონა სმარტფონის აშშ-ში იმპორტი განახორციელოს.

Previous Post

საუკეთესო დრო PLUS ბარათის ასაღებად – გაიგე მეტი შეთავაზებების, ფასდაკლებებისა და გათამაშებების შესახებ

Next Post

STEM სკოლაში 200 მოსწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიატია

Salo Papalashvili

Next Post
STEM სკოლაში 200 მოსწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიატია

STEM სკოლაში 200 მოსწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიატია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Recent News

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result