Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რომელი დარგები იგებს?

by Forbes.ge
February 28, 2021
in ეკონომიკა
0
რომელი დარგები იგებს?
0
SHARES
0
VIEWS

როდესაც ადამიანს ბიზნესის დაწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება უნდა, პირველ რიგში ფიქრობს, რისი კეთება ჯობია, სად იშოვის ყველაზე მეტ ფულს, ანუ სად იქ ნება მოგება ყველაზე მაღალი. შესაბამისად, იმის ცოდნა, თუ ეკონომიკის რომელი სექტორია ყველაზე მოგებიანი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციაა. ამის გასაგებად უნდა იცოდე, კონკრეტულ სექტორში კაპიტალის რა მოცულობაა ინვესტირებული და რამდენია სექტორის ჯამური მოგება.

საქართველოში ყველა სექტორის კაპიტალი აღრიცხული არ არის, შესაბამისად, რთულია განსაზღვრა, რომელი დარგია უფრო მოგებიანი. თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც, რომლებიც, მართალია, ბოლომდე ზუსტ სურათს არ გვაძლევს, მაგრამ შეგვიძლია, დავეყრდნოთ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურისა და სექტორული ეკონომიკური ზრდის შესწავლა. თეორიულად მიჩნეულია, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი ამ ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირების მოგებიანობაზე მიანიშნებს, ხოლო ეკონომიკის ცალკეული სექტორების ზრდის ტემპი სექტორების მოგებიანობის ირიბი მაჩვენებელია.

ეს დაშვება მით უფრო მართლდება, რაც უფრო თავისუფალია ქვეყნის ეკონომიკა სახელმწიფოს ჩარევისგან. სახელმწიფოს ჩარევის შემთხვევაში წაგებიანი დარგიც კი შეიძლება იზრდებოდეს (უფრო მეტ და მეტ პრო დუქციას უშვებდეს), რადგან მთავრობა აღნიშნული დარგის ხელშეწყობას პრიორიტეტულად მიიჩნევდეს და ასუბსიდირებდეს.

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემოსავლების მიხედვით დათვლის მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რა წილი უჭირავს მოგებას ქვეყნის ეკონომიკაში. 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა (მშპ მიმდინარე ფასებში) 33.9 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც მთლიანმა საოპერაციო მოგებამ 12.7 მილიარდი ლარი, მშპ-ის 37% შეადგინა. წმინდა საოპერაციო მოგებამ (მთლიან საოპერაციო მოგებას გამოკლებული კაპიტალის მოხმარება) კი 9.5 მილიარდი ლარი შეადგინა – მშპ- ის 28%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია, მით უმეტეს, თუ განვითარებულ ქვეყნებს შევადარებთ. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში გაცილებით მაღალი შიდა კონკურენციაა და კომპანიები დაბალი მოგებისთვის მუშაობენ.

მოგების მაღალი ნორმა საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმზიდველი ფაქტორია. შედარებით დაბალ კონკურენციასთან ერთად, ამას განაპირობებს დაბალი გადასახადები და ბიზნესის კეთების სიმარტივე. რომ არა მოგების შედარებით მაღალი ნორმა, საქართველოში გაცილებით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდებოდა, რადგან არსებობს მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები, მაგალითად: ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული აგრესიის გააქტიურების მუდმივი საფრთხე, პრობლემები კანონის უზენაესობაში, საკუთრების დაცვასა და სასამართლოში, განათლების დაბალი დონე, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მწირი ბუნებრივი რესურსები და სხვა.

საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ეკონომიკაში მოგების წილი მცირდება. ამას კონკურენციის თანდათანობით ზრდა იწვევს. მოგების წილის შემცირების ტენდენცია კარგად ჩანს ბოლო ათი წლის მაგალითზე. 2007 წელს მთლიანი საოპერაციო მოგება მშპ-ის 48.6% იყო. 2009 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. 2010 წელს ლოგიკურ ტრენდს დაუბრუნდა და შემდეგ ისევ შემცირება განაგრძო. ნომინალურ გამოსახულებაში კი მთლიანი მოგება საგრძნობლად იზრდება. 2007 წელს 8.3 მილიარდი ლარი იყო, 2016 წელს კი – 12.7 მილიარდი ლარი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკონომიკის დარგების (სექტორების) ზრდის ტემპი აღნიშნული დარგების მოგებიანობის ირიბი მაჩვენებელია. დარგის ზრდაში გამოშვებული პროდუქციის რეალური ზრდა (ანუ დამატებით შექმნილი ღირებულება ფასების ზრდის გარეშე) იგულისხმება. თუ კონკრეტული დარგი სულ უფრო მეტ პროდუქციას ქმნის, ლოგიკურია იმის დაშვება, რომ ეს დარგი მიმზიდველია ინვესტირებისთვის.

2016 წელს ყველაზე მაღალი ზრდა (9.9%) სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში დაფიქსირდა. შემდეგ მოდის საფინანსო საქმიანობა 9.3%- იანი ზრდით. მესამე ადგილზე მშენებლობაა 8.1%-ით ზრდით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობის სექტორში ორჯერ მეტი ღირებულების პროდუქცია შეიქმნა, ვიდრე საფინანსო საქმიანობაში. 7.6%-ით და 6.7%-ით გაიზარდა სამთომომპოვებელი მრეწველობისა და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორები. თუ 2015-2016 წლების საშუალო ზრდის ტემპს ვნახავთ, პირველ ადგილზე სამთომომპოვებელი მრეწველობაა 15%-ით, შემდეგ მოდის მშენებლობა 10.8%-ით და საფინანსო საქმიანობა 9.8%-ით.

2016 წელს სოფლის მეურნეობის სექტორი არ გაზრდილა და 2015 წლის დონეზე შენარჩუნდა. 0.2%-ით შემცირდა კავშირგაბმულობა, ხოლო 0.9%-ით – ტრანსპორტი.

მაქსიმალური სიზუსტით შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორია მოგების სიდიდე საბანკო საქმიანობაში, რადგან ეროვნული ბანკი საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კრებსით ფინანსურ მონაცემებს აქვეყნებს. 2016 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 679 მლნ ლარი შეადგინა, რაც 290 მლნ ლარით (75%-ით) მეტია 2013 წლის წმინდა მოგებაზე. საბანკო სექტორის მოგება მხოლოდ ნომინალურ (თანხობრივ) გამოსახულებაში არ იზრდება, ზრდის ტენდენცია აქვს საბანკო სექტორში ჩადებულ კაპიტალზე მოგების ნორმასაც. 2013 წელს წმინდა მოგებამ ბანკების სააქციო კაპიტალის მიმართ 13.4% შეადგინა, 2016 წელს კი – 17.1%.

ეკონომიკური ზრდის ტემპებმა და საბანკო სექტორის მონაცემებმა აჩვენა, რომ სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო საქმიანობა და მშენებლობა ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორებია. ზრდას ამ სექტორების საქმიანობაზე/ პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს, რაც ამ სექტორებში განხორციელებული ინვესტიციების მოგებიანობას უწყობს ხელს. ამასთან, ეს სამი სექტორი ერთმანეთთან გარკვეულ კავშირშია, მშენებლობის ზრდა ძირითადად საბანკო სესხებზე დაყრდნობით ხდება. სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების ზრდისთვის კი გადამწყვეტი ფაქტორია ტურიზმის ზრდა – ამ მხრივ ბო ლო პერიოდში კარგი ტენდენცია იკვეთება, განსაკუთრებით ბოლო წელიწადში. იანვარ-მარტში ტურიზმი საქართველოში 26%-ით გაიზარდა. ასეთი ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში სასტუმროებსა და რესტორნებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დარგში მოგებიანობის ზრდის წინაპირობა იქნება.

ზოგადად, დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალმოგებიან დარგებად მაღალი ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მომსახურება ითვლება, რაც საქართველოში თითქმის არ გვხვდება. შემდეგ მოდის საფინანსო საქმიანობა, განსაკუთრებით – ინვესტიციების მართვა. 

Previous Post

U.S. Department of State releases statement over Afgan Mukhtarli’s case

Next Post

IFC საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების 30%-ს იყიდის

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
IFC საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების 30%-ს იყიდის

IFC საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების 30%-ს იყიდის

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Любимый многими: кракен сайт наркотиков

June 14, 2026

Recent News

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Любимый многими: кракен сайт наркотиков

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result