Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორია სტარტაპ-ეკოსისტემა ევროპაში? – საუკეთესო ქალაქები სტარტაპებისთვის

by თინათინ ინაური
აპრილი 5, 2021
in ბიზნესი, მსოფლიო, ქართულად, ყველა სიახლე
0
როგორია სტარტაპ-ეკოსისტემა ევროპაში? – საუკეთესო ქალაქები სტარტაპებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

ევროპაში სტარტაპ-მიმართულება ყვავის. კორონავირუსის პანდემიის გამო, სოციალური და სხვა პრობლემების კრეატიული და ინოვაციური გზებით გადაჭრა განსაკუთრებით აქტუალური და საჭირო გახდა. შესაბამისად, ანტრეპრენიორებმა ახალ იდეებზე დაიწყეს ფიქრი და სტარტაპ-ბაზარიც სწრაფად განვითარდა.

საინტერესოა, რომელია ის ევროპული ქალაქები, სადაც სტარტაპებს განსაკუთრებით ნათელი მომავალი აქვთ. გამოცემა The Local-ი, ESCP ბიზნესსკოლასთან ერთად, რომელიც ევროპის ექვს ქალაქში (ლონდონი, პარიზი, ბერლინი, მადრიდი, ტურინი და ვარშავა) ფლობს კამპუსებს, შეეცადა გამოეკვლია, რომელი ადგილია საუკეთესო და პერსპექტიული სტარტაპებისთვის. ამ მხრივ რამდენიმე ქალაქი გამოიკვეთა:

ლონდონი: კვლავ წამყვანი

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ევროპაში სტარტაპ-ეკოსისტემის სიჯანსაღით და განვითარებით პირველ ადგილს ინარჩუნებს, რასაცამ ქალაქში მომუშავე სტარტაპების რაოდენობა და მათი დაფინანსების მოცულობა განაპირობებს.

ლონდონი რამდენიმე ფინტექ-გიგანტის სამშობლოა. მათ შორისაა Revolut-ი და Wise-ი, რომელთაც ფინანსური სერვისების კუთხით „გადატრიალებაში“ დიდი წვლილი მიუძღვით. თუმცა ეს ქალაქი ბევრ წარმატებულ ისტორიას აგროვებს სხვა სფეროებში შექმნილი სტარტაპების კუთხითაც.

პარიზი: ფინტექი… აქ ფანტასტიკურია

ბევრისთვის პარიზი სტარტაპ-კულტურასთან ვერ ასოცირდება. თუმცა ამ ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში სტარტაპების ბუმია. ამას ხელს მთავრობის მხარდაჭერა და  გარკვეული შეღავათების დაწესებაც უწყობს, მაგალითად, ვიზების გაცემა ახლა უფრო სწრაფად ხდება უცხოელი ტალანტების მისაზიდად. გარდა ამისა, პარიზში ყოველწლიურად ტარდება ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ლიდერებს, მათ შორის მარკ ცუკერბერგსაც კი იზიდავს.

ქალაქი კარგად არის წარმოდგენილი ფინტექ-მიმართულებითაც. ბრექსითის შემდეგ პარიზი უფრო კონკურენტული გახდა და უფრო მეტად არის შანსი, რომ მან ევროპის ფინტექ-დედაქალაქის სტატუსიც მოიპოვოს.

პარიზშია ასევე დაფუძნებული გაერთიანება Femmes Business Angels-ი. ორგანიზაცია 100-ზე მეტ ქალს აერთიანებს, რომლებიც სტარტაპების მხარდასაჭერად ინვესტიციებს ახორციელებენ.

გარდა ამისა, ამ ქალაქში მოქმედებს სტარტაპ-ინკუბატორი The Blue Factory, რომელიც 200-იან წლებში ESCP-ის კურსდამთავრებულებმა შექმნეს. ის სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების, დასაქმების, კვებისა და მოდის ინდუსტრიაში იდეების დახვეწასა და პროექტების განვითარებაში ეხმარება.

ბერლინი: მსოფლიო ტალანტების სამიზნე

ბერლინი ევროპაში სტარტაპ-ეკოსისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით უდავოდ ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. ამ ქალაქის კულტურა, ისტორია და ენერგია მსოფლიო ტალანტებს იზიდავს, რომელთაც სურთ, დედამიწა თავიანთი იდეებით უკეთესობისკენ შეცვალონ.

არსებობს ასეთი სტატისტიკაც, რომ ყოველ 20 წუთში ბერლინში ერთი სტარტაპი მაინც იქმნება. ქალაქში მრავლადაა წარმოდგენილი ე.წ. ქოვორქინგ-სივრცეები, ჰაბები, რაც კრეატიულ ატმოსფეროს ქმნის, ეხმარება ინოვატორებს იდეების განხორციელებასა და ახალი კავშირების დამყარებაში.

სხვა ევროპული ქალაქები:

ესპანეთში სტარტაპ-შესაძლებლობები ნელა ვითარდებოდა, თუმცა  მადრიდს ბევრი წინსვლა აქვს. შვიდიდან ერთ-ერთი Google-ის სტარტაპ-კამპუსი სწორედ ესპანეთის დედაქალაქში მდებარეობს. ეს ქალაქი ასევე არაერთი „უნიქორნის“ სამშობლოა, რომელთა საბაზრო ღირებულება $1 მილიარდს აჭარბებს. მათ შორის არის აპლიკაცია Cabify და სახლების გაქირავების სტარტაპ-კომპანია Spotahome-იც.

როდესაც ევროპულ სტარტაპ-ცენტრებზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს იტალიის ტექნოლოგიური ეკოსისტემაც, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, რაც განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიაზე ითქმის. თანდათან უფრო მეტ საერთაშორისო ინვესტორს უჩნდება ინტერესი ამ რეგიონისადმი, უფრო მეტიც, ჩრდილოეთი იტალია მეწარმეებისთვის უფრო და უფრო ხელსაყრელ რეგიონად ყალიბდება.

თუ ჩრდილოეთ ევროპაში გადავინაცვლებთ, სტოკჰოლმი უდავო ლიდერია. ეს ქალაქი არაერთ ტექნოლოგიურ კომპანიას მასპინძლობს, რის შედეგადაც შვედეთი ერთ სულ მოსახლეზე სტარტაპებში ინვესტირებული კაპიტალის მიხედვით გლობალურად პირველ ადგილზეა. სწორედ ამ ქალაქში გაჩნდა ინიციატივა „იმოქმედე კორონას წინააღმდეგ“. ეს გაერთიანება მხარს უჭერს სტარტაპებს, რომლებიც კორონავირუსისა და პანდემიის შედეგად გამოწვეული სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.

აღმოსავლეთ ევროპაშიც არაერთი სტარტაპ-ტალანტია თავმოყრილი. მაგალითად, ვარშავაში მდებარეობს ევროპის პირველი ვენჩურული კაპიტალის ფონდი Experior Venture Fund-ი, რომელიც ქალებმა შექმნეს და მას თავადვე მართავენ.

Previous Post

კრიზისი Credit Suisse-ში

Next Post

5 საუკეთესო პოდკასტი სტარტაპებსა და განვითარებაზე

თინათინ ინაური

Next Post
5 საუკეთესო პოდკასტი სტარტაპებსა და განვითარებაზე

5 საუკეთესო პოდკასტი სტარტაპებსა და განვითარებაზე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result