Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

როგორია რუსეთის ბირთვული იარაღის არსენალი და ვინ გასცემს მისი გამოყენების ბრძანებას?

by დავით ბერაძე
March 15, 2024
in თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
როგორია რუსეთის ბირთვული იარაღის არსენალი და ვინ გასცემს მისი გამოყენების ბრძანებას?
0
SHARES
0
VIEWS

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის კონფლიქტში გამოყენების მუქარა კიდევ ერთხელ გააჟღერა. პუტინის განცხადებით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის შემთხვევაში რუსეთისთვის ეს ქმედება ომის ესკალაციის ნიშანი იქნება და ქვეყანა ტექნიკურად ბირთვული ომისთვის მზადაა. წარმოგიდგენთ მთავარ ცნობებს რუსეთის ბირთვული არსენალის შესახებ:

რა რაოდენობის ბირთვულ იარაღს ფლობს რუსეთი?

რუსეთს ბირთვული იარაღის მსოფლიოში უმსხვილესი არსენალი აქვს. ბირთვული იარაღის უმეტესობა მან საბჭოთა კავშირისაგან მემკვიდრეობით მიიღო. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის (FAS) მონაცემებით, რუსეთი ამჟამად 5,580 ერთეულ ბირთვულ ქობინს აკონტროლებს.

არსებული მონაცემებით, მათგან 1,200 კონსერვირებულია, 4,380 ერთეული კი შორ მანძილზე მოქმედ სტრატეგიულ შეიარაღებისა და ახლო მანძილზე მოქმედი ტაქტიკური ბირთვული რაკეტებისთვისაა განკუთვნილი. ფუნქციური 4,380 ქობინიდან შესაბამის შეიარაღებაზე 1,710 ერთეულია განლაგებული. მათგან 870 – ხმელეთზე ბაზირებულ ბალისტიკურ რაკეტებზე, 640 წყალქვეშა ნავებზე ბაზირებულ ბალისტიკურ რაკეტებზე, 200 კი მძიმე ბომბდამშენებზეა განლაგებული.

აღნიშნული რიცხვების გათვალისწინებით, ბირთვული ომის შემთხვევაში რუსეთს სამყაროს განადგურება ზედიზედ რამდენჯერმე შეეძლება. საინტერესოა, რომ ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირს 40,000 ფუნქციური ბირთვული ქობინი, აშშ-ს კი 30,000 ქობინი ჰქონდა.

ადგილობრივი კანონმდებლობით რა შემთხვევაში ეძლევა რუსეთს მისი გამოყენების უფლება?

2020 წელს რუსეთმა ბირთვული სამხედრო დოქტრინა გამოაქვეყნა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებსაც აზუსტებს. დოქტრინის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, თუ: რუსეთზე განხორციელდა თავდასხმა ბირთვული იარაღით ან ნებისმიერი სახის მასობრივი განადგურების იარაღით; რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ კონვენციურ შეიარაღებას, თუმცა „სახელმწიფოს არსებობა საფრთხის წინაშე დგება“.

ეს უკანასკნელი ბევრ კითხვას ბადებს, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა პოტენციურად ქვეყნის წინაღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება შესაძლოა არსებობის საფრთხედ აღიქვას. წარსული გამოცდილება და პრაქტიკაც გვაჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინს კონვენციებითა და დოკუმენტებით განსაზღვრული ძალაუფლება არ აბრკოლებს.

გაზრდის თუ არა რუსეთი ბირთვულ არსენალს?

2022 წლის ბირთვული მდგომარეობის მიმოხილვაში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი საკუთარ ბირთვულ ძალებს ზრდიან და მათ მოდერნიზაციას ახდენენ. საპასუხოდ, აშშ-მა განმარტა, რომ თავად შეიარაღების კონტროლის დაფუძნებულ პრაქტიკას მიმართავს, რათა ცივი ომის დროინდელი რბოლა შეიარაღებისათვის თავიდან აიცილოს.

ამერიკელ მეცნიერთა ფედერაცია (FAS) პროგნოზირებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ფუნქციური ბირთვული ქობინების რაოდენობა გაზარდოს, ვინაიდან ერთქობინიანი რაკეტების რამდენიმე ქობინით აღჭურვილი რაკეტებით ჩანაცვლება მიმდინარეობს.

ჩაატარებს თუ არა რუსეთი კიდევ ერთ ბირთვულ გამოცდას?

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოცდას იმ შემთხვევაში ჩაატარებს, თუ ამას ამერიკაც განახორციელებს. გასულ წელს პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელმაც „ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ შეთანხმების“ (CTBT) რატიფიკაცია გააუქმა.

ცნობისათვის, „ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ შეთანხმებას“ რუსეთმა ხელი 1996 წელს მოაწერა, რატიფიკაცია კი 2000 წელს მოხდა. შედარებისათვის, შეთანხმებას ხელი 1996 წელს აშშ-მაც მოაწერა, თუმცა მისი რატიფიკაცია დღემდე არ მომხდარა.

საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ რუსეთს ბირთვული იარაღი არ გამოუცდია. ბოლო ბირთვული იარაღის გამოცდა საბჭოთა კავშირმა 1990 წელს ჩაატარა. „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ მონაცემებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბირთვული გამოცდები შემდეგმა ქვეყნებმა ჩაატარა: აშშ – 1992, ჩინეთი და საფრანგეთი – 1996, ინდოეთი და პაკისტანი – 1998, ჩრდილოეთი კორეა – 2017.

რუსეთის მიერ CTBT-ის შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმება შესაძლოა სწორედ იმაზე მიუთითებდეს, რომ ვლადიმირ პუტინს ბირთვული იარაღის გამოცდის ჩატარება სურს, რაც დასავლეთის მისამართით გაჟღერებული კიდევ ერთი მუქარა იქნება. შესაძლებელია ისიც, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდას არ გეგმავს და რატიფიკაცია აშშ-ის საპასუხოდ გააუქმა.

ვინ გასცემს რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას?

ადგილობრივი კანონმდებლობით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი იღებს. სწორედ ამიტომ, ბირთვული იარაღის ცნობილი „ქეისი“ ყოველთვის პრეზიდენტის სიახლოვესაა. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ მსგავსი პორტფელი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვსაც აქვთ.

შინაარსობრივად, აღნიშნული „ქეისი“ გადაწყვეტილების მიმღებ პირსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის საკომუნიკაციო ინსტრუმენტია, რომელიც „Kazbek“-ის სახელით ცნობილ მართვისა და კონტროლის ქსელის მეშვეობით სარაკეტო ძალებს უკავშირდება. თავის მხრივ „Kazbek” კი სხვა მართვისა და კონტროლის ქსელს, “Kavkaz“-ს უკავშირდება.

რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაციითა და ვიდეოკადრებით ირკვევა, რომ რუსეთის ბირთვული თავდასხმის წინაშე აღმოჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტი ზემოაღნიშნული პორტფელის დახმარებით ბრძანებას უგზავნის გენშტაბის უფროსსა და სარეზერვო-სამეთაურო ქვედანაყოფებს, რომლებიც ბირთვულ კოდებს ფლობენ. პარალელურად კი სხვა საკომუნიკაციო სისტემის გამოყენებით, ბრძანება ეგზავნებათ სტრატეგიული სარაკეტო ძალების შენაერთებსაც, რომლებსაც ბირთვული შეიარაღება მოქმედებაში მოჰყავთ. ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების შემთხვევაში კი საბოლოო გადაწყვეტილებას „ღილაკზე თითის დაჭერის“ შესახებ სწორედ რუსეთის პრეზიდენტი იღებს.

Previous Post

საქართველოს ბანკის პროექტ „გასტროლების“ მეორე სეზონი დაიწყო

Next Post

„ქისა“ თიბისისთან პარტნიორობით ნატურალური ტყავით ჩანთების და აქსესუარების წარმოებას ავითარებს

დავით ბერაძე

Next Post
„ქისა“ თიბისისთან პარტნიორობით ნატურალური ტყავით ჩანთების და აქსესუარების წარმოებას ავითარებს

„ქისა“ თიბისისთან პარტნიორობით ნატურალური ტყავით ჩანთების და აქსესუარების წარმოებას ავითარებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result