Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორი შეხედულებები აქვს ტრამპს მნიშვნელოვან საკითხებზე?

by დავით ბერაძე
November 7, 2024
in ბიზნესი, ეკონომიკა, თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
როგორი შეხედულებები აქვს ტრამპს მნიშვნელოვან საკითხებზე?
0
SHARES
0
VIEWS

პოლიტიკის მკვლევრების პროგნოზით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, სავაჭრო ურთიერთობებსა და შიდა საკითხებზე დიდი გავლენა ექნება. აღნიშნულის თქმის საფუძველს დარგის ექსპერტებს, ერთი მხრივ, დონალდ ტრამპის წინა საპრეზიდენტო ვადა, მეორე მხრივ კი, მიმდინარე პროცესებზე მილიარდერის შეხედულებები აძლევთ.

შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპს ძირითად მნიშვნელოვან საკითხებზე, სავაჭრო პოლიტიკაზე, კლიმატის ცვლილებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, ელექტრომობილებზე, გადასახადებზე, მიგრაციაზე, ჩინეთთან ურთიერთობასა და სხვა პროცესებზე განსხვავებული პოზიცია აქვს. მთლიანობაში, პოლიტიკური ანალიტიკოსები ტრამპისაგან იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარებას მოელიან.

დონალდ ტრამპის მიერ თავისუფალ გადაწყვეტილებებსაც ისიც გაამარტივებს, რომ, დიდი ალბათობით, კონგრესისა და სენატის უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ. სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. წარმომადგენლობით პალატაშიც, ამჟამად, რესპუბლიკელები ლიდერობენ, თუმცა ჯერ კიდე 50-მდე ხმა გასანაწილებელია.

ტარიფები

დონალდ ტრამპის ერთ-ერთ იდეას აშშ-ში შესულ ყველა სახის პროდუქციაზე 10%-იანი იმპორტის გადასახადის დაწესება წარმოადგენს. არჩეულ პრეზიდენტს სჯერა, რომ ასე შეერთებული შტატები სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის. გარდა ამისა, დონალდ ტრამპს სურს, რომ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ამერიკულ საქონელზე აწესებენ ტარიფებს, უფრო მაღალი საიმპორტო გადასახადი დააწესოს. უფრო კონკრეტულად, ამ მიმართულებით ტრამპის მთავარ „სამიზნეს“ ჩინეთი და მექსიკა წარმოადგენს.

გარდა ამისა, ტრამპის სურვილია, ჩინურ კომპანიებს ამერიკული უძრავი ქონების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური სექტორის ფლობა აუკრძალოს. ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, „ტარიფი“ მისი საყვარელი სიტყვაა და ის შემოსავლის მიღებასთან ასოცირდება.

მასობრივი დეპორტაცია

ტრამპის შეხედულებები მიგრაციის პოლიტიკაზეც მკაცრია. მისი განცხადებით, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს არსებული მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აღდგება. განსაკუთრებით კი საზღვრის არალეგალურად კვეთის შემთხვევებში. წინასაარჩევნოდ გაჟღერებულ დაპირებებში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს მინიმუმამდე შეამცირებს. მისი განმარტებით, მიზნის მისაღწევად, თუ საჭირო გახდა, საზღვარზე ეროვნულ გვარდიას ან აშშ-ის არმიას განათავსებს.

გარდა ამისა, მისი სურვილია, აკრძალოს იმიგრანტების ოჯახში დაბადებული ახალშობილისათვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების საკითხიც.

ტრამპს რამდენიმე მუსლიმური ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვის პოლიტიკის გაცოცხლებაც სურს.

წიაღისეული რესურსები

დონალდ ტრამპის დაპირებით, აშშ-ში წიაღისეული საწვავის მოპოვება გაიზრდება. ახალი პრეზიდენტი ამისთვის ფედერალურ მიწაზე გაბურღვის ნებართვის მინიჭების გამარტივებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი გააუქმებს ბაიდენის მიერ აშშ-ის მთავრობის საავტომობილო პარკის ელექტრიფიკაციის ვალდებულებასაც. აშშ კი, დიდი ალბათობით, პარიზის კლიმატის შეთანხმებასაც დატოვებს.

საგადასახადო შეზღუდვები

სავაჭრო და ენერგოსექტორის ცვლილებასთან ერთად, დონალდ ტრამპი ფედერალური რეგულაციების გამარტივებას ან, საერთოდ, გაუქმებას გეგმავს. მისი აზრით, მსგავსი რეგულაციები დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენის მთავარი წინაღობაა. მის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას კორპორაციული გადასახადის 21%-დან 15%-მდე შემცირებას წარმოადგენს იმ კომპანიებისათვის, რომლებიც პროდუქტს აშშ-ში აწარმოებენ.

გარდა ამისა, ტრამპი გეგმავს, მიმტანებისა და სოციალური მუშაკებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და “თიფები” გადასახადებისაგან გაათავისუფლოს. დამატებით კი სოციალური უსაფრთხოების ბენეფიტებს დაბეგვრისაგან გაათავისუფლებს. მისი განცხადებით, ახალი ადმინისტრაცია ფედერალურ რეზერვს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასაც მოსთხოვს.

მიმდინარე ომები

საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებიდან ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომში აშშ-ის დახმარების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ომს გაპრეზიდენტების შემთხვევაში 24 საათში დაასრულებდა, მაგრამ აღნიშნულის კონკრეტული გეგმა არასდროს გაუჟღერებია. თუმცა მიანიშნა, რომ მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინას გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპის პირობა უკრაინულ მხარესთან ომის დამთავრებასთან დაკავშირებით დონეცკის, ლუგანსკისა და, შესაძლოა, ზაპოროჟიეს რეგიონების დათმობა იქნება. აღნიშნულ გეგმას ჯერჯერობით არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. თუმცა როგორ განვითარდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, უახლოესი თვეების განმავლობაში გახდება ცნობილი.

დონალდ ტრამპი აქტიურად საუბრობდა მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ნატოს მიზნისა და მისიის გადახედვის შესახებაც. შეგახსენებთ, რომ პირველი ვადის დროს ის ნატოს წევრი ქვეყნებისაგან მშპ-ის 2%-ის თავდაცვაზე დახარჯვას მკაცრად მოითხოვდა, რაც, დიდი ალბათობით, კვლავ დღის წესრიგში იქნება.

ღაზის სექტორსა და სამხრეთ ლიბანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ტრამპს ბაიდენის ადმინისტრაციის მსგავსი შეხედულებები აქვს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ტრამპი ისრაელისათვის იარაღის მიწოდებას კვლავ გააგრძელებს. თუმცა მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ისრაელმა კონფლიქტის დასრულების კონტურები დროულად უნდა გამოკვეთოს.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პირველი ვადის დროს დაწყებულ მოლაპარაკებებს ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, კვლავ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმამდე, ისრაელი და საუდის არაბეთი ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან ახლოს იყვნენ.

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნოდ ასევე აღნიშნა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ლიბანელი ხალხის ტანჯვასა და ლიბანში ნგრევას დაასრულებდა. თუმცა კონკრეტული გეგმა არც ამ შემთხვევაში გაუჟღერებია. მოსალოდნელია ისიც, რომ დონალდ ტრამპი ირანთან მიმართებით ხისტ პოლიტიკას გააგრძელებს.

მიუხედავად წინასაარჩევნოდ გაჟღერებული არაერთი დაპირებისა და ტრამპის პოლიტიკურ-ეკონომიკური შეხედულებებისა, გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა ექნება მის მინისტრთა კაბინეტსაც. შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯების პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია.

Previous Post

„მთავარი მიზანი არგაჩერებაა“ – გაიცანით ინდ. მეწარმე ნათია ყურშუბაძე, „ფუსფუსის“ დამფუძნებელი

Next Post

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

დავით ბერაძე

Next Post
თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Recent News

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result