Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორი შეიძლება იყოს უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები?

by Salo Papalashvili
August 27, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
როგორი შეიძლება იყოს უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები?
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რასაც ვაშინგტონში ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტი მოჰყვა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა.

ზელენსკი ომის შემდგომი აგრესიის შეკავებაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ აშშ-სა და ევროპას მოუწოდებს. თუმცა ამ ქმედებამშესაძლოა გავლენა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სრულიად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოახდინოს.

უკრაინისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც უსაფრთხოების გარანტიების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს, 1994 წლის „ბუდაპეშტის მემორანდუმია“. 1995 წლის 5 დეკემბერს მემორანდუმზე ხელმოწერით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა უკრაინას, ბელარუსსა და ყაზახეთს ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. თუმცა რუსეთმა ეს ვალდებულებები 20 წლის შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრითა და მისი შემდგომი ანექსიით დაარღვია.

უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ზელენსკისთვის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად უკრაინის NATO-ში გაწევრიანება განიხილება. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა ავტომატურად ნიშნავს, რომ უკრაინაზე მე-5 მუხლი – კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება გავრცელდება. მიუხედავად თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ღიაა „მე-5 მუხლის მსგავსი“ შეთანხმების დაშვებისთვის, კრემლს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

რეალურად, დონალდ ტრამპი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამ ვალდებულებას ევროპის ქვეყნებს აკისრებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუშიც ისაუბრა: „რაც შეეხება უსაფრთხოებას, [ევროპელები] მზად არიან, ხალხი ადგილზე გაგზავნონ, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ, განსაკუთრებით, ალბათ, … საჰაერო გზით, რადგან არავის აქვს ის, რაც ჩვენ გვაქვს“.

პარალელურად, უკრაინაში სამშვიდობო სამხედროების განლაგებაზე მოლაპარაკებებს ევროპის ცალკეული ქვეყნები აწარმოებენ. ამ მიზნით, თებერვალში, 31 სახელმწიფოსგან შემდგარი „ნების კოალიცია“ შეიქმნა.  კოალიციაში შემავალი ქვეყნები, რუსეთის შემდგომი თავდასხმების შესაკავებლად, უკრაინაში თავიანთი სამხედროების გაგზავნას განიხილავენ.

თუმცა უკრაინაში ევროპული ან NATO-ს ჯარების განლაგების შემთხვევაში, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამის პასუხად, ანონიმურ წყაროთა ცნობით, ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინაში ჯარები არა NATO-ს დროშის, არამედ საკუთარი ქვეყნების დროშების ქვეშ იქნებიან წარგზავნილნი. თუმცა ეს დაშვებაც ჯერ დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, უკრაინამ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2019 წელს კონსტიტუციაში ცვლილებებიც შეიტანა და ორგანიზაციების წევრობა სტრატეგიულ მიზნად დაისახა. NATO-ს ამჟამინდელი პოზიციის თანახმად, ის უკრაინას წევრობისკენ მიმავალ „შეუქცევად გზაზე“ მხარს უჭერს, თუმცა გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნას მიღებული.  ხოლო უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებსაც რუსეთთან შედარებით მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან. ამ შესაძლებლობას გამორიცხავს პრეზიდენტი ტრამპიც, ხოლო გერმანიის დამოკიდებულებით, უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება, ვიდრექვეყანა საომარ ვითარებაშია.

უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრეზიდენტი პუტინი. ზოგადად რუსეთი და მისი ხელისუფლება, NATO-ს აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრამდე გაფართოების წინააღმდეგია და სწორედ ეს იყო უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი „გამამართებელი მიზეზიც“.

„მე-5 მუხლის მსგავსი“ თავდაცვის იდეა 2025 წლის დასაწყისში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ წამოაყენა. მელონის თქმით, უკრაინისთვის NATO-ს უსაფრთხოების შეთავაზება ფაქტობრივი წევრობის გარეშე უნდა განეხილათ. ეს იდეა კვლავ წამოიჭრა, როდესაც აშშ-მა, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, პოტენციური უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა დაიწყო.

Bloomberg-ის წყაროს განცხადებით, მელონის გეგმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას გამორიცავს. წინადადების თანახმად, ქვეყნები, რომელთაც უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმებები უკვე აკავშირებთ, რუსეთის კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირებას განიხილავენ. თავდასხმის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოებმა უკრაინის დახმარების (ან დახმარების უარყოფის) გადაწყვეტილება საწყის 24 საათში უნდა მიიღონ. დახმარება შეიძლება მოიცავდეს სწრაფ და მდგრად თავდაცვით მხარდაჭერას, უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერებას, ეკონომიკური დახმარების შეთავაზებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

NATO-ს მსგავსად, საკუთარი ურთიერთდაცვის პუნქტი აქვს ევროკავშირსაც. ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 42.7 მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში, ევროკავშირის სხვა ქვეყნები „ვალდებულებას იღებენ, დაეხმარონ მას ყველა იმ საშუალებით, რაც ხელთ აქვთ“.  NATO-ს კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების მსგავსად, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარება აუცილებლად არ უნდა გულისხმობდეს შეიარაღებული ძალის გამოყენებას.

Bloomberg-ის შეფასებით, კიდევ ერთი ვარიანტი უკრაინისთვის ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებებზე დაყრდნობა იქნებოდა. გამოცემა ყველაზე მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად აშშ-სთან შეთანხმებას უშვებს, თუმცა ტრამპის პრეზიდენტობისას მსგავსი გარიგების მიღწევას ნაკლებსავარაუდოდაც მიიჩნევს.

ცნობისთვის, ასეთი ტიპის ხელშეკრულება იაპონიასა და აშშ-ს შორის 1951 წელს გაფორმდა. შეთანხმება აშშ-ს უფლებას აძლევს, თავდასხმის შემთხვევაში იაპონიაში სამხედრო ძალები განალაგოს. თუმცა ამ შეთანხმებაც კი, 2019 წელს, ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას, მისი უკმაყოფილება დაიმსახურა. კრიტიკის მთავარი მიზეზი კი ხელშეკრულების პირობები გახდა, რომლებიც აშშ-ს იაპონიის დაცვას ავალდებულებს, თუმცა იაპონელი სამხედროების მიმართ აშშ-ის დასაცავად ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.

Previous Post

Spotify-ი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციას ამატებს

Next Post

ჩარჩოებს მიღმა: უძრავი ქონების ახლებური გააზრება

Salo Papalashvili

Next Post
ჩარჩოებს მიღმა: უძრავი ქონების ახლებური გააზრება

ჩარჩოებს მიღმა: უძრავი ქონების ახლებური გააზრება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result