Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ ვმართოთ მარაგები ეფექტიანად – ინვენტერისა და საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესებს

by იზა გვარამაძე
ოქტომბერი 18, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
როგორ ვმართოთ მარაგები ეფექტიანად – ინვენტერისა და საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესებს
0
SHARES
0
VIEWS

მარაგების ეფექტიანად მართვა ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ბევრ კომპანიას სჭირდება იმისათვის, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანოს და საქმიანობის ოპტიმალურად წარმართვა შეძლოს.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2022 წელს კომპანია ინვენტერი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან სერვისს სთავაზობს. კომპანიამ უკვე განახორციელა 300-ზე მეტი პროექტი, მათ შორის ინვენტარიზაციის პროცესი წარმართა 100-150 ფილიალისგან შემდგარ კომპანიებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახლა ინვენტერი საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს საკუთარ სერვისზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ამ სტატიაში კი მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გურგენიძე გვიამბობს, თუ რა გზა გაიარა ინვენტერმა დაარსებიდან დღემდე და რატომ სჭირდებათ ბიზნესებს მარაგების მართვა და ინვენტარიზაცია.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესს დავეხმაროთ მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და აღრიცხვაში, რომ კომპანიაში არსებული დაინტერესებული რგოლისთვის – მენეჯმენტისთვის, ფინანსური მენეჯერებისა თუ ბუღალტრებისთვის – ინფორმაცია გასაგები იყოს. ამიტომ, როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, პირველ ნაბიჯებს ორგანიზაციაში შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაციის დამყარებით ვდგამთ. მას შემდეგ რაც კარგად გავეცნობით კომპანიის პროცესებსა და სპეციფიკას, ვადგენთ გზამკვლევს და ვიწყებთ პროექტის სისრულეში მოყვანას“, – ამბობს ნიკოლოზ გურგენიძე.

აღსანიშნავია, რომ ინვენტერი სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას სთავაზობს ინვენტარიზაციას, იქნება ეს წარმოება, საცალო ვაჭრობა, იმპორტ-ექსპორტი, სასაწყობე საქმიანობა თუ სხვა. ასევე ემსახურება – სამედიცინო, სასწავლო, სავაჭრო, HORECA თუ სხვა სექტორებს.

„თითოეულ მიმართულებას საკუთარი სპეციფიკა აქვს და ინვენტარიზაციის თვალსაზრისითაც სხვადასხვა მიდგომა სჭირდება“, – აღნიშნავს ნიკოლოზი.

კომპანია „ინვენტერის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – საკონსულტაციო სერვისია. დაგროვებული გამოცდილების, მიგნებების და გადაწყვეტების გაზიარებით, ინვენტერი ბიზნესებს საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მართვაში უწევს დახმარებას. კონსულტაცია გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას იმაზე, თუ როგორ უნდა აღრიცხონ მარაგები, ძირითადი საშუალებები და ნედლეული, წარმოების, საცალო ვაჭრობის, რეალიზაციის, იმპორტ-ექსპორტის თუ სხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო მიმართულება, ასევე, ტრენინგებსაც მოიცავს – ინვენტერი კომპანიებს საკუთარ საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს, რომელიც მარაგების მართვისა და საწყობის მენეჯმენტის მიმართულებით კომპანიაში არსებულ კადრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებათ.

შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს

საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეღავათიანი პირობებით, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ ინვენტერის სხვადასხვა მომსახურებაზე. მათ შორისაა:

  • ინვენტარიზაციის მომსახურება
  • ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია
  • მარაგების მართვა
  • საწყობის მენეჯმენტი
  • საწყობის მენეჯერი აუთსორსზე
  • ქონების შეფასება და სხვა

აღსანიშნავია, რომ ამ შეთავაზების ფარგლებში, ინვენტერმა უკვე 10 პროექტი განახორციელა.

„ვფიქრობთ, თანდათან უფრო და უფრო მეტი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გახდება ქონების აღრიცხვა და დანაკლისების აღმოჩენა. ჩვენი კი გვინდა ბიზნესს დავანახოთ, რომ მარაგი ღირებული აქტივია, რომლის დაკარგვაც ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიას. ჩვენი გუნდის მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ დროული, პერიოდული და სისტემური მიდგომებით, აღნიშნული პრობლემების მოგვარება გაცილებით ეფექტიანია და გრძელვადიან ხედვაში კომპანიებს ფინანსების დაზოგვასა და სწორი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.“

2024 წელი და სამომავლო მიზნები

აღსანიშნავია, რომ ინვენტერი მომხმარებლებს ემსახურება როგორც პერიოდული, ისე ერთჯერადი პროექტების სახით. პერიოდული სერვისი, დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარეობს და ყოველთვიურ, კვარტალურ ან წლიურ რეგულარულ ინვენტარიზაციას გულისხმობს.

„საქართველოს ბაზარი და ადგილობრივი ბიზნესი ჩვენი კომპანიისათვის მთავარი სამიზნეა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კომპანიას და შესაბამისად, ჩვენი მიზნებიც დიდია. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ინვენტარიზაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს ადგილობრივი ბიზნესები უფრო სიღრმისეულად გაუმკლავდებიან და დანერგავენ საერთაშორისო კულტურას საკუთარ საქმიანობაში, სადაც ჩვენი მხარდაჭერა, რომ აღნიშნული პროცესები გავუმარტივოთ, დიდ როლს ითამაშებს“ – ამბობს ნიკოლოზი.

2024 წელი ინვენტერისთვის ძალიან აქტიური იყო. კომპანიამ, გასულ წლებთან შედარებით, პროექტების რაოდენობა გააორმაგა და მომდევნო წლისთვის მიღწეული შედეგის კვლავ გაზრდის მოლოდინშია. S

Previous Post

Netflix-ის მოგებამ და შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

Next Post

Natural Foundation Supplements Launches All-Natural Blood Pressure Support to Regulate High Blood Pressure

იზა გვარამაძე

Next Post
Natural Foundation Supplements Launches All-Natural Blood Pressure Support to Regulate High Blood Pressure

Natural Foundation Supplements Launches All-Natural Blood Pressure Support to Regulate High Blood Pressure

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Recent News

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result