Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ უნდა მოემზადო ონლაინგასაუბრებისთვის?

by თინათინ ინაური
May 5, 2021
in მსოფლიო, რჩევები, ქართულად, ყველა სიახლე
0
როგორ უნდა მოემზადო ონლაინგასაუბრებისთვის?
0
SHARES
0
VIEWS

კოვიდპანდემიის გამო ოფიციალური შეხვედრების უმრავლესობამ ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. სამსახურის დაწყების მიზნით გასაუბრება – ისედაც სტრესული პროცესი – ადამიანთა დიდი ნაწილისთვის მეტად გართულდა. საინტერესოა, როგორ უნდა მოემზადოს ონლაინგასაუბრებისთვის ორივე მხარე: როგორც კანდიდატი, ისე დამსაქმებელი. დასაქმების პლატფორმა  Recruiter.com-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჟაკლინ ლობი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვეყნებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ორივე მხარე ონლაინინტერვიუს ისე მიუდგეს, როგორც გასაუბრებას საერთო სივრცეში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კანდიდატმა ჩაიცვას ფორმალურად; ახლოს ჰქონდეს რეზიუმე, როგორც ტრადიციულად – პირისპირ  გასაუბრებისას თან ექნებოდა მისი ასლი. საჭიროა, იმყოფებოდეს დახურულ ოთახში და გამორთული ჰქონდეს ტელეფონზე შეტყობინებები, რათა ხელის შემშლელი ფაქტორები თავიდან აირიდოს. სასურველია, მოსაუბრეს აგრძნობინოს, რომ უსმენს. პროფესიონალიზმითა და ენთუზიაზმით წარმართული ონლაინშეხვედრა წარმატებულად ჩაივლის.

შეიძლება ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე კანდიდატი ნერვიულობამ და ღელვამ შეიპყროს, რაც სავსებით ბუნებრივია. თუმცა დასაქმების მსურველთა დიდი ნაწილი სტრესულ გარემოსთან საბრძოლველად ისეთ არაჯანსაღ გზებს ირჩევს, როგორიცაა: ალკოჰოლის მიღება, ინტერნეტსივრცეში  დიდი დროის გატარება ან/და ვიდეოთამაშები. კვლევების მიხედვით კი მსგავსი ქმედებები, პირიქით, აუარესებს ადამიანთა სამსახურებრივ საქმიანობას. სტრესთან გასამკლავებლად სასურველია, კანდიდატმა გამოიყენოს განტვირთვის ტექნიკები – ღრმა სუნთქვა, მედიტაცია, იოგა. ამასთანავე, ძილი, დილის ვარჯიში და ჯანსაღი საუზმე ამცირებს ინტერვიუსთან დაკავშირებულ ღელვას.

მნიშვნელოვანია, კანდიდატმა გასაუბრების სამზადისისას წარუმატებელი ინტერვიუების ნაცვლად, პოზიტიური გამოცდილება გაიხსენოს. რაც გაზრდის მის თვითრწმენას და, შესაბამისად, წარმატების ალბათობას.

მეცნიერთა დასკვნით, ადამიანთა ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს, თუ როგორ ესაუბრება ის საკუთარ თავს. ნეგატიური მიმართება ამცირებს რწმენას საკუთარი შესაძლებლობებისადმი. მთავარი გამოწვევა არა ინტერვიუ, არამედ ეჭვების გადალახვაა. ამიტომ საჭიროა, საკუთარ თავს ისე ვესაუბროთ, როგორც ჩვენ გარშემო მყოფ საყვარელ ადამიანებს ვესაუბრებით. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ გამოვიყენოთ საკუთარი სახელი ‘მე’-ს ნაცვლად. მაგალითისთვის: ,,მარიამ, შენ ეს შეგიძლია“.

რაც შეეხება ონლაინინტერვიუს ტექნიკურ გამოწვევებს, აუცილებელია, კანდიდატი იცნობდეს იმ პლატფორმას, სადაც ინტერვიუ აქვს. გადმოიწეროს პროგრამა და გასაუბრებამდე განახორციელოს საცდელი ზარი.

რჩევები კანდიდატს:
  • აუცილებელია, აჩვენოთ დამსაქმებელს, რატომ არის ვაკანტური პოზიცია თქვენთვის შესაფერისი. ამისათვის კი უნდა დაიმოწმოთ პირადი ისტორიები, სპეციფიკური მაგალითები.
  • ისაუბრეთ, რა არის თქვენი მოტივატორი, რა ცხოვრებისეული გამოწვევები გადაგილახავთ.
  • თითოეული პასუხი სასურველია, არ აღემატებოდეს 60 წამს. თუ დამსაქმებელს მეტი ინფორმაციის მიღება სურს, დამატებით კითხვებსაც დასვამს. რთულია, მცირე დროში ამომწურავად ისაუბრო თქვენს გამოცდილებაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელი ბევრ ინტერვიუს ატარებს, ამიტომ მას მხოლოდ მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი დეტალების მოსმენა სურს.
  • საჭიროა, რომ გარემო თქვენ ირგვლივ მოწესრიგებული იყოს.
  • გასაუბრებისას კამერაში მხრებს ზემოთ უნდა ჩანდეთ.
  • არ უნდა გააზიაროთ ის პირადი ისტორიები, რომლებიც საქმეს არ ეხება.
რჩევები დამსაქმებელს გასაუბრებისთვის:
  • კანდიდატს ყურადღება უნდა მიაქციოთ, საშუალება მისცეთ, გამოავლინოს საკუთარი უნარები და, რაც მთავარია,  მას თავი  მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინოთ.
  • ინტერვიუს დაწყებისას კანდიდატს დაუსვით არასაქმიანი კითხვები – როგორ გრძნობს თავს, როგორ ჩაიარა დღემ?.. , რათა ორივე მხარე უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავს.
  • კანდიდატს უნდა გააცნოთ, რას უნდა ელოდოს ვაკანტური პოზიციიდან და, თავის მხრივ, დამსაქმებელს რა მოლოდინები აქვს მისგან.
  • გაითვალისწინეთ, რომ ეკრანის მიღმა განსხვავებული სოციალური სტატუსისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანია, შესაბამისად, გაგებით უნდა მოეკიდოთ ტექნიკურ პრობლემებს.
Previous Post

$11-მილიონიანი ყაზახური ინვესტიციით თბილისს ახალი სასტუმრო Holiday Inn Express-ი შეემატება

Next Post

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს –   „მეხსიერების ფრაგმენტები“  უმასპინძლებს

თინათინ ინაური

Next Post
წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს –   „მეხსიერების ფრაგმენტები“  უმასპინძლებს

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს -   „მეხსიერების ფრაგმენტები“  უმასპინძლებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result