Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ შემცირდა ტრამპის ინაუგურაციაზე დამსწრე მილიარდერების ქონება?

by იზა გვარამაძე
მარტი 14, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
როგორ შემცირდა ტრამპის ინაუგურაციაზე დამსწრე მილიარდერების ქონება?
0
SHARES
0
VIEWS

20 იანვარს, ამერიკული Forbes-ი წერდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ხუთი გამორჩეულად მდიდარი ადამიანი დაესწრო, რომელთა მთლიანი ქონება $1.35 ტრილიონად ფასდებოდა. ამ ადამიანებს შორის მილიარდერების რეიტინგის მაშინდელი პირველი ოთხეული იყო წარმოდგენილი: Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი – ილონ მასკი, Amazon-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე – ჯეფ ბეზოსი, Meta-ს თანადამფუძნებელი და CEO – მარკ ცუკერბერგი და LVMH-ის ხელმძღვანელი – ბერნარ არნო. მათთან ერთად ინაუგურაციას Alphabet-ის თანადამფუძნებელი, სერგეი ბრინიც დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე მილიარდერის ქონება შემცირდა, ზოგიერთის შემთხვევაში რამდენიმე ათეული მილიარდითაც. აღნიშნულ პერიოდში საერთო ჯამში მათ თითქმის $173 მილიარდი დაკარგეს. სიმდიდრის კლება დიდწილად სწორედ აშშ-ის პრეზიდენტს და მის პოლიტიკას უკავშირდება, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მიმართულებით. დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულმა სავაჭრო ომმა გლობალურად ეკონომიკური გაურკვევლობა გამოიწვია, რამაც გავლენა საფონდო ბირჟებზეც მოახდინა და კომპანიების დიდი ნაწილის აქციების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს კი, თავის მხრივ, ამ კომპანიების აქციების მფლობელების სიმდიდრეზე აისახა.

ჯერ კიდევ ინაუგურაციის დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, $433.9 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობდა. აღსანიშნავია, რომ მასკი ერთადერთია, ვინც სიმდიდრით $400-მილიარდიანი ნიშნულის გადაკვეთა შეძლო. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ინაუგურაციის შემდეგ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის სიმდიდრე თითქმის $104 მილიარდით შემცირდა და ამჟამად $330 მილიარდს შეადგენს. ეს კი ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასის შემცირებით არის გამოწვეული, რასაც დიდად ვერც ტრამპის საჯარო მხარდაჭერამ და Tesla-ს $90,000-იანი მოდელის შეძენამ უშველა.

2025 წლის 20 იანვარს, სავაჭრო დღის დასასრულს, Tesla-ს ერთი აქციის ღირებულება $426.50-ს შეადგენდა, ამჟამად კი $240.68-ს უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინაუგურაციის შემდეგ კომპანიის აქციები დაახლოებით 43.6%-ით არის გაუფასურებული. ტრამპის სავაჭრო პოლიტიკასა და ტარიფების ომთან ერთად, ეს ილონ მასკის პოლიტიკურ საქმიანობასაც უკავშირდება. შეგახსენებთ, მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც ფედერალური სააგენტოების შევიწროებას და მათი თანამშრომლების შემცირებას აქტიურად განაგრძობს. მსგავსმა ნაბიჯებმა ილონ მასკისა და მისი კომპანიების მიმართ დამოკიდებულებაზეც იმოქმედა.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ სხვა მილიარდერებს, Amazon-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ჯეფ ბეზოსმა ინაუგურაციის შემდეგ $29.2 მილიარდი დაკარგა. 20 იანვარს ის $239.4 მილიარდის ქონებას ფლობა, ახლა კი $210.2 მილიარდს სჯერდება. ეს დიდწილად ამავე პერიოდში Amazon-ის აქციების გაუფასურებით არის გამოწვეული. ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციების ღირებულება 18.4%-ით შემცირდა.

Meta-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება 20 იანვრის შემდეგ $7.6 მილიარდით შემცირდა. ტრამპის ინაუგურაციის დღეს ის $211.8 მილიარდს ფლობდა, ახლა კი $204.2 მილიარდს სჯერდება. ამავე პერიოდში მისი სიმდიდრის უმთავრესი წყაროს, Meta-ს აქციების ფასი 4.7%-ით არის შემცირებული.

LVMH-ის ხელმძღვანელი, ბერნარ არნო დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მილიარდერების რეიტინგში მე-4 პოზიციიდან მე-5-მდე ჩამოქვეითდა. 20 იანვრიდან დღემდე ფრანგმა $8.2 მილიარდის ქონება დაკარგა. ინაუგურაციის დღეს ის $179.6 მილიარდს ფლობდა, ახლა კი მისი ქონება $171.4 მილიარდად არის შეფასებული. აღნიშნულ პერიოდში LVMH-ის აქციების ღირებულება 1.1%-ით შემცირდა.

დაბოლოს, Alphabet-ის თანადამფუძნებელი, სერგეი ბრინი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციის დღეს მსოფლიოში მე-7 უმდიდრესი ადამიანი იყო, დღეს რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. 20 იანვრიდან დღემდე ბრინმა $24 მილიარდი დაკარგა. ინაუგურაციის დღეს ის $154 მილიარდის ქონებას ფლობდა, ახლა კი $130 მილიარდს სჯერდება. ამავე პერიოდში Alphabet-ის აქციების ღირებულება 8.5%-ით შემცირდა.

*სია დალაგებულია დანაკარგის სიდიდის მიხედვით. 

Previous Post

პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინაპირობებზე ისაუბრა

Next Post

GreenTech ჰაკათონი: სამებაღეო სერვისების გაციფრულება

იზა გვარამაძე

Next Post
GreenTech ჰაკათონი: სამებაღეო სერვისების გაციფრულება

GreenTech ჰაკათონი: სამებაღეო სერვისების გაციფრულება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result