Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ შეიცვალა შეიარაღებით გლობალური ვაჭრობა ბოლო წლებში? – SIPRI-ს ანგარიში

by დავით ბერაძე
მარტი 13, 2024
in ბიზნესი, თავდაცვა, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
როგორ შეიცვალა შეიარაღებით გლობალური ვაჭრობა ბოლო წლებში? – SIPRI-ს ანგარიში
0
SHARES
0
VIEWS

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI) შეიარაღების საერთაშორისო ტრანსფერის ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2019-2023 წლებში ევროპაში შეიარაღების იმპორტი თითქმის გაორმაგდა. 2014-2018 წლებთან შედარებით ევროპაში შეიარაღების იმპორტის ზრდამ 94% შეადგინა. 2019-23 წლებში ევროპულ სახელმწიფოებში იმპორტირებული იარაღის 55%-ის მომწოდებელი აშშ გახლდათ. ეს მაჩვენებელი კი 35%-ს შეადგენდა 2014-18 წლებში. თუმცა საინტერესოა, რომ თავად ევროპა იარაღის გლობალური ექსპორტის მესამედზეა პასუხისმგებელი. ევროპაში შეიარაღების იმპორტის დრამატული ზრდა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. პირველ რიგში აღნიშნული მიზეზი ევროატლანტიკური კავშირის განმტკიცებაა, თუმცა მასთან ერთად სამხედრო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ფინანსური კრიტერიუმებიც დიდ როლს თამაშობს. ბუნებრივია, ევროტლანტიკური ურთიერთობების ცვლილებების შემთხვევაში, ევროპის მიერ იარაღის შესყიდვის პოლიტიკაც გადაიხედება.

ანგარიშის მიხედვით, 2019-23 წლებში აშშ-დან შეიარაღების ექსპორტი 2014-18 წლებთან შედარებით 17%-ითაა გაზრდილი. გლობალურ ექსპორტში ამერიკული შეიარაღების წილი კი 42%-ს შეადგენს. 2019-23 წლებში აშშ-მა შეიარაღება 107 სახელმწიფოს მიჰყიდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ჯამში, აშშ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები იარაღის საერთაშორისო ტრანსფერის 72%-ზეა პასუხისმგებელი.

აშშ-სთან ერთად შეიარაღების ექსპორტი გაზარდა საფრანგეთმაც. 2019-23 წლებში ფრანგული იარაღის ექსპორტი 2014-18 წლებთან შედარებით 47%-ითაა გაზრდილი. დასავლეთევროპული ქვეყნის იარაღის მთავარი იმპორტიორები აზიისა, ოკეანეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები გახლდნენ. შეიარაღების ექსპორტის მხრივ საფრანგეთის მთავარი პარტნიორი ინდოეთია, რაზეც მთლიანი ექსპორტის 30% მოდის. მსგავსი ზრდის ტემპით საფრანგეთმა შეძლო და იარაღის ტოპ-10 ექსპორტიორ ქვეყნებში მეორე ადგილი დაიკავა და რუსეთს გადაასწრო.

რუსეთიდან შეიარაღების ექსპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2014-18 წლებთან შედარებით 53%-ით შემცირდა. რუსული შეიარაღების ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით შემცირდა. თუკი 2019 წელს შეიარაღება 31 სახელმწიფოს მიჰყიდა, 2023-ში მაჩვენებელმა 12 შეადგინა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში შეიარაღების ტოპ-10 ექსპორტიორის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. აშშ (+17% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  2. საფრანგეთი (+47% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  3. რუსეთი (-53% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  4. ჩინეთი (-5.3% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  5. გერმანია (-14% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  6. იტალია (+86% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  7. გაერთიანებული სამეფო (-14% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  8. ესპანეთი (-3.3% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  9. ისრაელი (-25% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)
  10. სამხრეთი კორეა (+12% ბოლო ხუთი წლის განმავლობაში)

როგორც აღვნიშნეთ, ევროპაში შეიარაღების იმპორტი 2019-23 წლებში 94%-ით გაიზარდა. ევროპაში ყველაზე მსხვილი იმპორტიორი და მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კი უკრაინა გახლავთ. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინას იარაღი 30-ზე მეტმა სახელმწიფომ მიაწოდა.

SIPRI-ს მონაცემებით, 2019-23 წლებში იარაღით გლობალური ვაჭრობის 37%-ისთვის დანიშნულების ადგილს აზია და ოკეანეთი წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად ამ რეგიონებისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი აშშ იყო. აზიასა და ოკეანეთში იმპორტირებული შეიარაღების 34% – აშშ-ზე, 19% – რუსეთზე, 13% კი ჩინეთზე მოდის. შეიარაღების უმსხვილესი იმპორტიორი, ინდოეთიც სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს. ინდოეთისათვის იარაღის მთავარ მიმწოდებელს კვლავ რუსეთი წარმოადგენს.

რეგიონული განაწილების მიხედვით მეორე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ახლო აღმოსავლეთი გახლდათ. შეიარაღების გლობალური ტრანსფერის 30% სწორედ ჩვენს მეზობელ რეგიონზე მოდის. ახლოაღმოსავლური სახელმწიფოები, საუდის არაბეთი, კატარი და ეგვიპტე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში შედიან. გასაკვირი არ არის, რომ რეგიონში ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საუდის არაბეთია, ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი კი აშშ, საფრანგეთი, იტალია და გერმანია არიან.

ბოლო 5 წლის განმავლობაში შეიარაღების ტოპ-10 იმპორტიორის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ინდოეთი (9.8% – წილი მთლიან იმპორტში)
  2. საუდის არაბეთი (8.4% წილი მთლიან იმპორტში)
  3. კატარი (7.6% წილი მთლიან იმპორტში)
  4. უკრაინა (4.9% წილი მთლიან იმპორტში)
  5. პაკისტანი (4.3% წილი მთლიან იმპორტში)
  6. იაპონია (4.1% წილი მთლიან იმპორტში)
  7. ეგვიპტე (4.0% წილი მთლიან იმპორტში)
  8. ავსტრალია (3.7% წილი მთლიან იმპორტში)
  9. სამხრეთი კორეა (3.1% წილი მთლიან იმპორტში)
  10. ჩინეთი (2.9% წილი მთლიან იმპორტში)
Previous Post

თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება

Next Post

გაეცანი უპირატესობებს, რომლითაც თიბისელები სარგებლობენ

დავით ბერაძე

Next Post
გაეცანი უპირატესობებს, რომლითაც თიბისელები სარგებლობენ

გაეცანი უპირატესობებს, რომლითაც თიბისელები სარგებლობენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result