Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ შეიძლება მივიღოთ მოგება კრიპტოვალუტისგან, მისი ყიდვის გარეშე

by Forbes.ge
April 27, 2021
in ბიზნესი, ტექნოლოგიები, ქართულად
0
როგორ შეიძლება მივიღოთ მოგება კრიპტოვალუტისგან, მისი ყიდვის გარეშე
0
SHARES
0
VIEWS

უკანასკნელ თვეებში კრიპტოვალუტების მიმართ მკვეთრად გაიზარდა ინტერესი. საინვესტიციო კომპანიები აქტიურად სთავაზობენ თავიანთ კლიენტებსა და აქციონერებს ინვესტირებას ციფრულ ვალუტებში. თუმცა, დღეს ცოტა ინვესტორი თუ აცნობიერებს, რომ ინვესტირება შესაძლებელია იმ საჯაროდ დალისტულ კომპანიებშიც, რომლებიც ციფრულ ვალუტასთან არიან მჭიდროდ დაკავშირებულები – ბიტკოინის მაინერი ფირმები, საბროკერო ფირმები, ელექტრონული საფულის სერვისები და ა.შ.

ქოინბეისის (Coinbase) საჯაროდ ვაჭრობისა და მის მიერ დამყარებული უახლესი რეკორდების ფონზე, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ფირმების მიმართ მკვეთრად მოიმატოს ინტერესმა.

სწორედ ამ თემებზე იმსჯელებს Forbes-ი ექსპერტებთან ერთად. პანელურ დისკუსიაზე ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას შემდეგი სამი კომპანიის ხელმძღვანელი პირებისგან: Grayscale Investments, Marathon Patent Group, Voyager.

სესიაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

  • როგორი შედეგები ჰქონდა აღნიშნული კომპანიების აქციებსა და ETP-ებს, ბაზარზე აქციების ფასების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით;
  • როგორია კორელაცია საფინანსო ინსტრუმენტებსა და მასთან დაკავშირებულ კრიპტო-აქტივებს შორის;
  • როგორ ახერხებენ იმ რისკების მინიმალიზებას, რომელიც კრიპტობაზრებზე არსებულ მაღალ ვოლატილობას უკავშირდება;
  • რომელი გზებითა და მეთოდებით არის შესაძლებელი კრიპტოპროდუქტების ან კომპანიების შეფასება და გაანალიზება, ინვესტორის პერსპექტივიდან;
  • პროგნოზები 2021 წლისა და შემდგომი პერიოდისთვის, როგორც კრიპტოვალუტებისთვის ისე წარმოდგენილი კომპანიებისთვის.

პანელზე წარმოდგენილები იქნებიან:

სტივენ ერლიქი – Forbes: სტივენი Forbes-ის ციფრული აქტივების კვლევის დირექტორია, ამასთან, ის არის გამოცემის რედაქტორი კრიპტოაქტივების მიმათულებით  და მრჩეველი ბლოკჩეინის კატეგორიაში. Forbes-ამდე იგი მუშაობდა ამერიკულ კომპანიაში Kraken, რომელიც კრიპტოვალუტების გაცვლის სერვისებს ავითარებს. იგი იყო ასევე ოპერაციული დირექტორი (COO) არაკომერციულ ორგანიზაციაში Wall Street Blockchain Alliance და მუშაობდა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გლობალურ ბაზრებზე დანერგვის მიმართულებით.

რეიჰან შარიფ-ასკაი – Grayscale Investments: რეიჰანი ბიზნესის განვითარებასა და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებას ხელმძღვანელობს Grayscale Investments-ში. ის კომპანიის გუნდს 2018 წელს შეუერთდა – მისი დახმარებით მოხერხდა მილიარდობით დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალის მობილიზება. ამასთან, კომპანიაში ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული აქტივების მართვა და ინვესტორთათვის შეთავაზებაც სწორედ მას უკავშირდება.

სტეფან ერლიქი – Voyager Digital: სტეფანი Voyager Digital-ის აღმასრულებელი დირექტორია. მანამდე იგი ფინტექ კომპანია Tradier-ის CEO გახლდათ. გარდა ამისა, ერლიქი იყო ამერიკული საბროკერო კომპანიის Lightspeed Financial-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ის თითქმის 20 წელიწადია ამ სფეროში მუშაობს.

მერიკ ოკამოტო – Marathon Digital Holdings Inc.: ოკამოტო Embark Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის ასევე იყო Marathon Digital Holdings Inc.-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დიექტორი. ის დღემდე იკავებს მის მიერვე 2002 წელს დაფუძნებული კომპანია Viking Asset Management-ის პრეზიდენტის პოზიციას.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ დაარეგისტრიროთ შეკითხვა. პანელური დისკუსია ონლაინ, Zoom-ის საშუალებით გაიმართება, ინგლისურ ენაზე.

Previous Post

კანიე უესტის სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე $1.8 მილიონად გაიყიდა

Next Post

„არიან ინვესტორები, რომლებიც 2021 წლის 1 ივლისს ელოდებიან“ – სემეკის წევრი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
„არიან ინვესტორები, რომლებიც 2021 წლის 1 ივლისს ელოდებიან“ – სემეკის წევრი

„არიან ინვესტორები, რომლებიც 2021 წლის 1 ივლისს ელოდებიან“ - სემეკის წევრი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Recent News

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result