Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

როგორ მოხვდა S’well-ის ბოთლების შემქმნელი ამერიკის უმდიდრეს “სელფ-მეიდ” ქალბატონთა რეიტინგში

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
როგორ მოხვდა S’well-ის ბოთლების შემქმნელი ამერიკის უმდიდრეს “სელფ-მეიდ” ქალბატონთა რეიტინგში
0
SHARES
0
VIEWS

Swell-ის უჟანგავი ფოლადის ვაკუუმიან წყლის ბოთლებს, 24 საათის განმავლობაში წყალს ყინულივით ცივ ტემპერატურას რომ უნარჩუნებს, ყველგან შეხვდებით, იქნება ეს სპორტული დარბაზი თუ დირექტორთა საბჭოს სხდომა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისი გაყიდვები ზევით მიიწევს. მრავალჯერადი გამოყენების უჟანგავი ფოლადის ბოთლებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2016 წელს $100 მილიონს გადააჭარბა, ეს კი ათჯერ აღემატება კომპანიის ორი წლის წინანდელ $10-მილიონიან მაჩვენებელს.

“სელფ–მეიდ” ქალბატონი, რომელმაც ეს უზომოდ პოპულარული პროდუქტი შექმნა, სარა კაუსი გახლავთ. მოდური, მრავალჯერადი წყლის ბოთლების მასობრივი წარმოება სარამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიხვდა, რომ წყლის ბოთლი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა, არ შეესაბამებოდა მისი ცხოვრების სტილს – როგორც გადატვირთული გრაფიკის თვალსაზრისით, ასევე ვიზუალურად. ცოტა ხნის წინ მან ჟურნალ Forbes-ს განუცხადა: “მივხვდი, რომ თუკი რაიმე უკეთესს შევქმნიდი, ურწმუნოთა გადმობირებასაც კი შევძლებდი და ჩემი პროდუქციით სრულიად ახალ მომხმარებელს – ბაზრის ახალ სეგმენტს დავაინტერესებდი. სწორედ ეს იყო ის დიდი იდეა, რომელსაც მე კარგა ხნის განმავლობაში ვეძებდი”.

როგორც ჩანს, ჯერჯერობით მისი იდეა ამართლებს. 41 წლის სარა კაუსმა თავისი დღეს უკვე ასეთი პოპულარული პროდუქტის პირველი დიზაინი 2010 წელს, საკუთარი $30,000-იანი დანაზოგით შექმნა. ამჟამად S’well-ის ბოთლების 200-ზე მეტი დიზაინი არსებობს. კაუსის ბოთლების ყიდვა შესაძლებელია 65 ქვეყნის ისეთ ქსელურ მაღაზიებში, როგორიცაა J. Crew, Nordstrom-ი და Starbucks-ი. მან უარით გაისტუმრა ყველა ინვესტორი და ამჟამადაც S’well- ის აქციათა 100%-იანი მფლობელია. სწრაფად მზარდი კომპანიის მფლობელობის წყალობით და ჟურნალ Forbes-ის გამოთვლებით, სარა კაუსის კაპიტალი $180 მილიონს აღწევს. სწორედ ამხელა შემოსავლის წყალობით მოხვდა იგი ჟურნალ Forbes-ის ამერიკის უმდიდრეს “სელფ-მეიდ” ქალბატონთა ყოველწლიურ რეიტინგში. სარა კაუსის წარმომადგენელმა უარი განაცხადა კომენტარზე და ჩვენ მიერ გამოანგარიშებულ ციფრს “არაზუსტი” უწოდა.

ფლორიდის შტატის მკვიდრი სარა კაუსი სამეწარმეო საქმისადმი ნიჭს ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა. მისი მშობლები რამდენიმე მცირე ბიზნესს ფლობდნენ; მისი პირველი სამუშაო ოჯახის კუთვნილ პატარა სანაყინეში ნაყინის ბურთულების ამოღება იყო. სარა ბუღალტერიასა და ფინანსებს კოლორადოს უნივერსიტეტში სწავლობდა. მოგვიანებით მან მუშაობა მსხვილ კომპანია Ernst & Young-ში, სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრის რანგში დაიწყო. ჰარვარდის ბიზნესსკოლის ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო კურსის დასრულების შემდეგ სარამ კარიერა კონსალტინგისა და კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით გააგრძელა, მაგრამ მას სტარტაპის შექმნის სურვილი არ ასვენებდა და მუდმივად ისეთი იდეის ძიებაში იყო, რომელიც მას საკუთარი კომპანიის შექმნაში დაეხმარებოდა. “ეს არ იყო ფუჭად დაკარგული დრო, – ამბობს კაუსი სხვადასხვა სამსახურში მუშაობის გამოცდილების შესახებ. – მე ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენე ყველაფერი, რაც ვისწავლე და ამ გამოცდილებამ მომცა თავდაჯერებულობა, რომ მეკეთებინა ის, რასაც დღეს ვაკეთებ”.

S’well-ის დაფუძნებიდან მალევე ოპრას ჟურნალმა ახალ პროდუქტს სტატია მიუძღვნა, რის შემდეგაც კაუსმა გააფართოვა წარმოების ხაზი და S’well-ის კოლექციას კიდევ რამდენიმე ფერის ბოთლი შემატა. პროდუქციის გაყიდვები გაიზარდა, S’well-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სარა კაუსმა მთელი მოგების რეინვესტირება მოახდინა საკუთარ კომპანიაში და არსებული ინვენტარის რაოდენობა გაზარდა. “საწყისი ეტაპი უდავოდ რთული იყო, – იხსენებს კაუსი, – მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პროდუქციის გაყიდვას შევძლებდი. ის გარემოება, რომ ჩემი კომპანია საკუთარი სახსრებით ფინანსდებოდა, მას გარკვეულ დახვეწილობას სძენდა. ხოლო მე ასეთ პირობებში უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობდი თავს. იმ პერიოდში შემეძლო ჩემი თავისთვის უფლება მიმეცა, ასე მოვქცეულიყავი, რადგან მაშინ არ მყავდა ჩემზე დამოკიდებული შვილები, მეუღლე და არც იპოთეკური სესხი მქონდა სახდელი”.

2012 წელს კომპანია Starbucks-მა კაუსის ბოთლები საცდელად გაიტანა თავის მაღაზიებში ოსტინსა და ატლანტაში. სამი წლის შემდეგ S’well-ის ბოთლები ამ უმსხვილესი ყავის ქსელის უკვე ათასობით მაღაზიაში იყიდებოდა. 2015 წელს კომპანიის გაყიდვები ელვის სისწრაფით გაიზარდა და $47 მილიონის 370% შეადგინა, რისი წყალობითაც American Express-ის “ქალ პრეზიდენტთა ორგანიზაციის” ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, S’well-ი ამერიკის ყველაზე სწრაფად მზარდ ქალის მიერ მართულ ბიზნესად იქცა. 2016 წელს Target-ის მაღაზიათა ქსელისთვის S’well-მა შექმნა უფრო იაფი ვერსია სახელწოდებით S’ip-ი. თავისი არსებობის მანძილზე კომპანია S’well-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გარემოს დაცვის კუთხით კვლევების ჩატარებაში და შემოწირულების სახით $800,000 გადაურიცხა UNICEF-ს მადაგასკარის მოსახლეობისათვის სუფთა წყლის მიწოდების მიზნით. “ჩემი მისიაა სამყარო უფრო ლამაზ ადგილად ვაქციო, – ამბობს კაუსი. – მსურს, ადამიანებმა უკეთ გააცნობიერონ, რას მოიხმარენ”.

დღეს S’well-ი აფართოებს თავის წარმოების ხაზს და სხვადასხვა ზომის ბოთლებს უშვებს, მაგალითად, პატარა ზომის ბოთლს, რომელიც ლანჩის ყუთში ეტევა. კომპანია ასევე მსხვილ კორპორაციულ გარიგებებს დებს TEDx-სა და Google-თან ბრენდირებული ბოთლების წარმოების თაობაზე. სილიკონის ველის უამრავი კომპანია აშენებს ულტრათანამედროვე კამპუსებს, სადაც გარემოს დაცვა უპირველესი ამოცანა იქნება და ერთჯერადი პლასტმასის ნივთები აიკრძალება – სწორედ ამაში ხედავს კაუსი დიდ შესაძლებლობებს. კომპანიის იურიდიული სამსახური აქტიურად მუშაობს S’well-ის საპატენტო უფლებების დაცვის კუთხით. “გარკვეულწილად მიხარია კიდეც, რომ ჩემ მიერ შექმნილმა პროდუქტმა ინდუსტრიაში დიდი ინოვაცია შემოიტანა. ჯანსაღი კონკურენცია სასარგებლოა ნებისმიერი დარგისათვის, მაგრამ როდესაც მიმსგავსებული პროდუქციის სხვა სასაქონლო ნიშნით წარმოებასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ამას აუცილებლად ვებრძვით. ჩვენ უამრავ ტესტირებას ვატარებთ მსგავს პროდუქციაზე და მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული მსგავსება შეიძლება დიდი იყოს, ხარისხი არასოდეს მიახლოებულიც კი არ არის”.

Previous Post

Georgia rates 108th in the world with import volume

Next Post

UN: ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
UN: ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

UN: ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result