Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

როგორ განავითარა MSG House-მა გორში ბიზნესი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით

by იზა გვარამაძე
February 27, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
როგორ განავითარა MSG House-მა გორში ბიზნესი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით
0
SHARES
0
VIEWS

2015 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეგიონებში დეველოპერულ-სამშენებლო კომპანიებს შედარებით იშვიათად შეხვდებოდით, ოფელია მაკრახიძემ გორში კომპანია MSG House დააარსა და მულტიფუნქციური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დაიწყო.

ამბობს, რომ ეს ერთდროულად რთულიც იყო და მარტივიც, თუმცა დღეს უკვე კომპანიის ბალანსზე სამი პროექტი და 250-მდე გაყიდული ბინაა, გუნდი კი 100 თანამშრომელს აერთიანებს.

„მაშინ ბაზარი ცარიელი იყო, ამიტომ ამ საქმის დაწყება ერთი მხრივ, სირთულეებსაც უკავშირდებოდა და მეორე მხრივ, უპირატესობებსაც. რთული იყო, რადგან როდესაც ბაზრის პიონერი ხარ, არაერთ წინააღმდეგობას აწყდები, თუმცა უპირატესობა შენს მხარესაა.“, – ამბობს ოფელია მაკრახიძე.

კომპანია მომხმარებლებს ფართებს თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობაში აბარებს. პროექტები მოიცავს კომერციულ და საცხოვრებელ ფართებს, ღია და დახურულ საპარკინგე ზონას, გამწვანებულ ეზოს, საბავშვო და მოსასვენებელ სივრცეებს და სხვა ინფრასტრუქტურას.

„იმ დროისთვის გორში, მართალია, დაწყებული იყო მშენებლობები, მაგრამ არა – მრავალბინიანი და მრავალფუნქციური კეთილმოწყობილი კორპუსების. ამ კუთხით ჩვენ პირველები ვიყავით, დღეს კი ქალაქში დაახლოებით 7-10 სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ოპერირებს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა კომპანიებს, როგორც გორიდან, ისე სხვა ქალაქებიდან, მივეცით სტიმული, შემოსულიყვნენ ამ ბაზარზე. გარდა ამისა, თავდაპირველად მომხმარებლები მშენებარე ბინის ყიდვას ერიდებოდნენ. ვფიქრობთ, რომ ახალი ბინების მიმართ ნდობაც გავაჩინეთ, რადგან დარწმუნდნენ, რომ სანდო კომპანიასთან ჰქონდათ კავშირი“, – იხსენებს ოფელია მაკრახიძე.

აღსანიშნავია, რომ MSG House უსაფრთხო სამშენებლო მასალებს იყენებს, სამომავლოდ კი კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს ეკომეგობრულ მიდგომებზე, მათ შორის ახალ პროექტში მზის პანელების დამონტაჟებას და მწვანე ენერგიის გამომუშავებას გეგმავენ.

MSG House-მა დეველოპერული პროექტებისთვის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკისგან მიიღო.

„როცა კომპანია შევქმენით, იმ პერიოდში დეველოპერული კომპანიები თბილისს მიღმა მხოლოდ ბათუმსა და ქუთაისში არსებობდა, შესაბამისად, ბანკებს გაუჭირდათ პროექტის დაფინანსება, თუმცა, შემდეგ საქართველოს ბანკი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც გამოგვყვა და რეგიონით დაინტერესდა. ბანკთან ორი მიმართულებით ვითანამშრომლეთ – ერთი მხრივ, დაფინანსდა პროექტის მშენებლობა, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, ბინა შეეძინათ ჩვენს კორპუსში.   ორივე შემთხვევაში საქართველოს ბანკი პირველი იყო“, – აღნიშნავს MSG House-ის წარმომადგენელი.

ამჟამად MSG House გორის ცენტრალურ უბანში მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსის მშენებლობას ასრულებს და ახალი მიმართულებით განვითარებას გეგმავს.

„რადგან გორი რეგიონული ცენტრია, საჭიროა თანამედროვე კომერციული, საოფისე და ბიზნეს ცენტრის ტიპის პროექტი.  ვფიქრობ, სწორედ ჩვენ შევქმნით განსაკუთრებულ სივრცეს, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს“, – ამბობენ კომპანიაში.

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებს, მათ შორის დაფინანსების შესაძლებლობებს ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებული საქმიანობის განვითარებისთვის.

S

Previous Post

„ჰარი პოტერის“ სერიები Max-ის სტრიმინგპლატფორმაზე 2026 წელს გაეშვება

Next Post

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები წარმოადგინა

იზა გვარამაძე

Next Post
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები წარმოადგინა

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები წარმოადგინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result