Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ გამდიდრდა „რაიანეარი“?

by Forbes.ge
February 21, 2024
in ბიზნესი, ყველა სიახლე
0
როგორ გამდიდრდა „რაიანეარი“?
0
SHARES
0
VIEWS

წლიურად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით „რაიანეარი“ ევროპაში პირველ ადგილზეა, 2023 წელს 169 მლნ მგზავრი გადაიყვანა. მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ორი ამერიკული კომპანია უსწრებს: „ამერიკან ეარლაინსი“ და „დელტა ეარ ლაინსი“.

2022 წელს „რაიანეარმა“ 11 მილიარდ აშშ ევრომდე შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 1.3 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის აქტივები 16.4 მილიარდი ევროა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 30 მილიარდი დოლარი. „რაიანეარს“ დასაქმებული ჰყავს 22 ათასამდე ადამიანი.

1984 წელს ირლანდიაში, დუბლინში, კრისტოფერ რაიანმა, ტონი რაიანმა და ლიამ ორეგანმა კომპანია „რაიანეარი“ დააარსეს. სახელი დამფუძნებლების გვარიდან გამომდინარე შეირჩა. ტონი რაიანს უკვე ჰქონდა თვითმფრინავების სალიზინგო კომპანია, ხოლო ლიამ ორეგანი ტურისტული სააგენტოს მფლობელი იყო. კომპანიაში თავიდანვე მუშაობდნენ ტონი რაიანის შვილები, ერთი – მფრინავად და მეორე – ფინანსისტად. კომპანიამ ფრენები 1985 წლიდან დაიწყო 15-ადგილიანი ხომალდით, რომელიც ირლანდიიდან ლონდონში დაფრინავდა. კომპანიამ მუშაობა 25 თანამშრომლით დაიწყო და ერთ წელიწადში უკვე 51 ჰყავდა. პირველ წელს 5 ათასი მგზავრი გადაიყვანა.

კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია თავიდანვე იაფი ფრენები იყო. მისი მთავარი კონკურენტები British Airways-ი და Aer Lingus-ი იყვნენ. თუმცა მისი კონკურენტები დუბლინსა და ლონდონს შორის 209 გირვანქა სტერლინგად დაფრინავდნენ, „რაიანეარის“ბილეთი კი 99 გირვანქა ღირდა. „რაიანეარს“უკვე ორი 46-ადგილიანი BAE748-ის თვითმფრინავი ჰქონდა.

1986 წელს ლუტონის მიმართულებითაც დაიწყო ფრენა. „რაიანეარს“დაეხმარა ის ფაქტი, რომ ამავე წელს ევროპის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ სამოქალაქო საავიაციო სფეროს დერეგულირება დაიწყო და კომპანიისთვის ბრიტანეთის ბაზარი მეტად ხელმისაწვდომი გახდა. 1986 წლის ბოლოს კომპანიამ London European Airways-ის 85%-იანი წილი შეისყიდა. ეს მას დაეხმარა, ამსტერდამისა და ბრიუსელის მიმართულებით დაეწყო ფრენები. 1996 წელს „რაიანეარმა“82 ათასი მგზავრი გადაიყვანა.

მიუხედავად სწრაფი ზრდისა, კომპანიას ფინანსურად კარგი მდგომარეობა არ ჰქონდა და პირველ წლებში ზარალზე გადიოდა. რაიანებს ოჯახს კომპანიაში დამატებითი ინვესტიციების ჩადება უხდებოდა. სიტუაცია შედარებით გამოსწორდა 1991 წლიდან, როდესაც ლონდონში დაბალხარჯიანი აეროპორტების გამოყენება დაიწყო.

მნიშვნელოვანი იყო 1992 წელი, როდესაც ევროკავშირმა წევრი ქვეყნების სამოქალაქო ავიაციის მნიშვნელოვანი დერეგულირება განახორციელა. აქამდე ადგილობრივი ავიაკომპანიები უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ. ამავე წელს „რაიანეარმა“დუბლინისა და ნასდაქის საფონდო ბირჟებზე აქციების გაყიდვა დაიწყო, რაც კომპანიისთვის დამატებითი კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელოვანი წყარო გახდა.

„რაიანეარმა“ „ბოინგის“ (737) გამოყენება 1994 წელს დაიწყო. 1995 წლის ბოლოს კი უკვე რვა „ბოინგს“ იყენებდა. 1997 წლიდან ევროკავშირის „ღია ცის“ შეთანხმება შევიდა ძალაში, რაც ავიაკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

2000 წელს კომპანიამ ვებსაიტი შექმნა, სადაც ერთ წელიწადში უკვე ბილეთები იყიდებოდა. მოთხოვნა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ 2001-2010 წლებში 155 „ბოინგი“ დაიმატა. 2003 წელს კონკურენტი კომპანია, ბრიტანული Buzz-ი შეისყიდა.

2004 წლის 1 მაისს, როდესაც ევროკავშირში 10 ახალი სახელმწიფო გაერთიანდა, „რაიანეარის“ბაზარი გაფართოვდა. 2006 წელს 22 მლნ მგზავრი გადაიყვანა, როცა 2 წლის წინ 5 მლნ მგზავრი ჰყავდა.

2010 წელს კომპანიის შემოსავალმა 3 მილიარდ ევროს მიაღწია, მგზავრების რაოდენობა კი 67 მლნ იყო. დაფრინავდა 27 ქვეყანაში. შემდეგ 9 წელიწადში, 2019 წლისთვის, კომპანიის შემოსავალი 8 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, მგზავრების რაოდენობა კი 142 მლნ-მდე. დაფრინავდა 37 ქვეყანაში, 242 აეროპორტში.

კოვიდპანდემიის გამო კომპანიისთვის 2020-2021 წლები რთული იყო. მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი ნახა, მგზავრების წლიური რაოდენობა კი 28 მლნ-მდე შემცირდა. თუმცა 2022 წლიდან „რაიანეარმა“ სწრაფად აღადგინა საქმიანობა და 2023 წელს რეკორდული რაოდენობის – 169 მლნ მგზავრი გადაიყვანა. 2019 წელს 471 თვითმფრინავს იყენებდა, 2023 წელს კი 537-ს. „რაიანეარს“დღეს ევროპაში ყველაზე დაბალი ფასები და დაფარვის ზონა აქვს.

2019 წელს „რაიანეარი“საქართველოშიც შემოვიდა, მაგრამ პანდემიის გამო მალევე დატოვა საქართველოს ბაზარი.

Previous Post

რა არის აუდიტის დასკვნა?

Next Post

ბეზოსმა Amazon-ის აქციების გაყიდვის $8.5-მილიარდიანი გეგმა დაასრულა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ბეზოსმა Amazon-ის $2 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

ბეზოსმა Amazon-ის აქციების გაყიდვის $8.5-მილიარდიანი გეგმა დაასრულა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

About Us – 7121

June 30, 2026

Summary – 8168

June 30, 2026

Welcome – 7656

June 30, 2026

Стоит ли использовать маркетплейс Кракен в 2026 году?

June 30, 2026

Recent News

About Us – 7121

June 30, 2026

Summary – 8168

June 30, 2026

Welcome – 7656

June 30, 2026

Стоит ли использовать маркетплейс Кракен в 2026 году?

June 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result