Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

როგორ ეხმარება მსოფლიო თურქეთსა და სირიას?

by Salo Papalashvili
February 15, 2023
in მსოფლიო, ყველა სიახლე
0
როგორ ეხმარება მსოფლიო თურქეთსა და სირიას?
0
SHARES
0
VIEWS

გასულ კვირას, თურქეთსა და სირიაში მომხდარი 7.8 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 41,000 ადამიანზე მეტი დაიღუპა, ათიათასობით კი დაშავებულია. საზოგადოების მზარდი აღშფოთების ფონზე, თურქეთის ხელისუფლება შენობების ნგრევასთან დაკავშირებით, 163 ადამიანის პასუხისმგებლობას იძიებს.

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ფერიდ ბელჰაჯის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს რეკონსტრუქციისთვის მილიარდობით დოლარი დასჭირდებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „თურქული საწარმოებისა და ბიზნესის კონფედერაციის“ შეფასებით, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად თურქეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით $84.1 მილიარდს უტოლდება.

მსოფლიო ბანკმა ანკარის დასახმარებლად დაახლოებით $1.8 მილიარდი გამოყო, ამასთან ერთად კი განაგრძობს სირიის დახმარებასაც. ბელჰაჯის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკს თურქეთში პორტფელი და პროექტები უკვე ჰქონდა, რამაც ქვეყნისთვის დაფინანსების გამოყოფის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. სანქცირებულ სირიას კი უფრო შეზღუდული წვდომა აქვს დასავლეთის მხარდაჭერაზე, ვიდრე ნატოს წევრ თურქეთს. ევროკავშირის მტკიცებით, პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმმა ოფიციალურად დახმარება მხოლოდ გასულ ოთხშაბათს მოითხოვა.

გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი სირიაში 9 თებერვალს ჩავიდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი მიწისძვრისგან დაზარალებული ქვეყნისთვის 180 დღით სანქციები შეამსუბუქა, რაც სირიისთვის დახმარების მიწოდებას გაამარტივებს.

მსოფლიო ბანკის გარდა, თურქეთისა და  სირიის დასახმარებლად მზადყოფნა მრავალმა ქვეყანამ თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოთქვა. მათ შორისაა საქართველო, რომელმაც თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 1 მილიონი ლარი გამოყო. გარდა ამისა, კატასტროფის დღიდან მოყოლებული, მეზობელ სახელმწიფოში 100 მეხანძრე-მაშველი გაგზავნა სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად.

 

ამერიკის შეერთებული შტატები

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთში ორი 79-კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა. გარდა ამისა, თურქეთში გაიგზავნა ლოს-ანჯელესის ოლქის თითქმის ასი მეხანძრე და სტრუქტურული ინჟინერი, სპეციალურად გაწვრთნილ ექვს ძაღლთან ერთად. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ კი, დაზარალებულთა დასახმარებლად, ჰუმანიტარული დახმარების სახით, $85 მილიონის გამოყოფის პირობა დადო.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულმა სამეფომ თურქეთში 76 სამძებრო-სამაშველო სპეციალისტი გაგზავნა, შესაბამისი აღჭურვილობითა და ძაღლებით. გარდა ამისა, თურქეთში გაიგზავნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ქვეყანა თურქეთს საველე ჰოსპიტლისა და C-130 Hercules-ის კრიტიკული მდგომარეობისთვის საჰაერო ჯგუფისა და თვითმფრინავების გაგზავნასაც დაჰპირდა. ამასთან ერთად, გაერთიანებული სამეფო სირიის დასახმარებლად გაეროსაც დაუკავშირდა, თუმცა საგზაო პირობებიდან გამომდინარე, დახმარების მიწოდების მცდელობები შეფერხდა.

კანადა

საერთაშორისო განვითარების მინისტრ ჰარჯიტ საჯანის განცხადებით, კანადის ფედერალური მთავრობა საწყის ეტაპზე თურქეთსა და სირიას $10 მილიონის დახმარებას გაუწევს. გარდა ამისა, ქვეყანა დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფების გაგზავნასაც გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე გაეროს კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფისგან შეფასებას ელოდება.

ევროკავშირი

ევროკავშირის სამაშველო-სამძებრო ჯგუფები თურქეთის დასახმარებლად მობილიზებულია, კოპერნიკის სატელიტური სისტემა კი გააქტიურებულია რუკების საგანგებო სერვისის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ოცმა ქვეყანამ, ალბანეთთან, მონტენეგროსა და სერბეთთან ერთად, 31 სამძებრო-სამაშველო ჯგუფისა და ხუთი სამედიცინო ჯგუფის გამოყოფის პირობა დადო. გარდა ამისა, ბრიუსელის ინფორმაციით, ბლოკი მისი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებით, მზადყოფნას სირიის დახმარებისთვისაც გამოთქვამს.

გერმანია

გერმანიამ დაზარალებულ რეგიონში გადაუდებელი სიტუაციისთვის გენერატორები, საბნები და კარვები გაგზავნა. გარდა ამისა, ქვეყანამ თურქეთს გერმანიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოდან გუნდების გაგზავნაც შესთავაზა, ხოლო თურქეთში უკვე გაიგზავნა ათობით ექიმი და მაშველი ექსპერტი.

იტალია

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ პიზიდან სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, ხოლო ქვეყნის სამხედრო პირების ინფორმაციით, დაზარალებულ რეგიონში გადაიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა და პერსონალიც. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ კი  გადაუდებელი დახმარებისთვის 500,000 ევრო გამოყო.

საფრანგეთი

საფრანგეთიდან თურქეთში 71 მაშველი და 65 მეხანძრე გაიგზავნა. ქვეყანა თურქეთისთვის საველე ჰოსპიტლისა და დიფთერიისა და ტეტანუსის 50,000 ვაქცინის მიწოდებასაც განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციას ნახევარ მილიონ ევროსაც სწირავს. სირიას კი ქვეყანა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, €12 მილიონის დაფინანსებას დაჰპირდა.

ესპანეთი

ესპანეთმა თურქეთში ორი ურბანული სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც 85 პერსონალითა და მოხალისე მეხანძრეების კონტინგენტითაა დაკომპლექტებული. ესპანეთმა თურქეთისაკენ ორი სამხედრო ხომალდი, Juan Carlos I და Galicia-ც გაგზავნა.

ავსტრია

ავსტრიამ კატასტროფების სამაშველო ბრიგადიდან თურქეთში 84 ჯარისკაცი, ასევე ექიმი, მეხანძრე და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის მთავრობამ დასახმარებლად €3 მილიონი უკვე გამოყო.

პოლონეთი

პოლონეთმა თავდაპირველად თურქეთს 76 მეხანძრე და რვა გაწვრთნილი ძაღლი გაუგზავნა, სპეციალური აღჭურვილობით. მოგვიანებით ქვეყანამ გამოაცხადა, რომ დამატებით 52 სამედიცინო პერსონალისა და მობილური სამედიცინო პუნქტის გაგზავნას გეგმავს.

საბერძნეთი

საბერძნეთმა თურქეთში 21 მაშველი, ორი მაშველი ძაღლი და სპეციალური სამაშველო მანქანა გაგზავნა, სტრუქტურულ ინჟინრებთან, ხუთ ექიმთან და სეისმური დაგეგმვის ექსპერტთან ერთად.  გარდა ამისა, საბერძნეთი თურქეთს ათასობით კარავს, საწოლსა და საბანს, ასევე სამედიცინო აღჭურვილობას დაჰპირდა.

რუმინეთი

რუმინეთმა თურქეთში ორი სამხედრო თვითმფრინავის, სპეციალიზებული პერსონალისა და მასალის გაგზავნა დააანონსა. გარდა ამისა, რუმინეთმა სირიაში საკვებისა და ტანსაცმლის გაგზავნისთვის მზადყოფნაც გამოთქვა.

ხორვატია

ხორვატია თურქეთს 40 პერსონით დაკომპლექტებული ჯგუფის, 10 სამაშველო ძაღლის, სამაშველო ტექნიკისა და ფურგონების გაგზავნას დაჰპირდა.

შვეიცარია

შვეიცარიამ თურქეთში ასზე მეტი მაშველი, მათ შორის კატასტროფის ექსპერტები და 14 ძაღლი გაგზავნა.

ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხეთის მთავრობამ თურქეთს 68 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი, მათ შორის მეხანძრეები, ექიმები და სტრუქტურული ინჟინრები გაუგზავნა.

რუსეთი

სირიაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა, ნანგრევების გაწმენდასა და გადარჩენილთა ძიებისთვის ჯამში 300 კაცით დაკომპლექტებული ათი ქვედანაყოფი გამოყვეს, ამასთან ერთად კი, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებიც დააარსეს. რუსეთისგან დახმარების შეთავაზება მიიღო თურქეთმაც.

ისრაელი

პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ინფორმაციით, სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. აღსანიშნავია, რომ სირიასა და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ და რამდენიმე ომშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამავდროულად, ისრაელის არმიამ თურქეთში 150 ინჟინრისა და სამედიცინო პერსონალისგან დაკომპლექტებული სამძებრო-სამაშველო ჯგუფიც გაგზავნა.

ავღანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის თალიბანის ადმინისტრაცია თურქეთსა და სირიას $165,000-ის დახმარებას გაუგზავნის. გამოყოფილი დახმარებიდან $111,024 – თურქეთს, ხოლო $55,512 სირიას გადაეცემა.

ირანი

მიწისძვრის შემდეგ, დამასკოს აეროპორტში დასახმარებლად ირანული თვითმფრინავი ჩავიდა.

ერაყი

ერაყის უსაფრთხოების ძალები სირიას სასწრაფო დახმარებით ეხმარებიან.

ეგვიპტე

ეგვიპტემ თურქეთში სასწრაფო დახმარების ხუთი თვითმფრინავი გაგზავნა.

ლიბანი

ლიბანმა თურქეთში ჯარისკაცები, წითელი ჯვრისა და სამოქალაქო თავდაცვის მუშაკები და მეხანძრეები გაგზავნა.

იორდანია

საგანგებო სიტუაციასთან გასამკლავებლად, იორდანიამ თურქეთსა და სირიაში გადაუდებელი დახმარების თვითმფრინავები გაგზავნა, ამასთან ერთად კი რეგიონებს სამედიცინო დახმარებაც მიაწოდა.

ჩინეთი

ჩინეთმა თურქეთის დასახმარებლად დაახლოებით $6 მილიონის გამოყოფა დააანონსა, გარდა ამისა რეგიონში დასახმარებლად სამაშველო ჯგუფიც გაგზავნა. ჩინეთის წითელი ჯვარი კი როგორც თურქეთს, ასევე სირიას $200,000-ის გამოყოფას დაჰპირდა.

იაპონია

იაპონია თურქეთს 75 მაშველით დაკომპლექტებული ჯგუფის გაგზავნას დაჰპირდა.

სამხრეთი კორეა

სამხრეთმა კორეამ თურქეთში 60-კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, პარალელურად კი ქვეყანას სამედიცინო აღჭურვილობასაც აწვდის. მთავრობის განცხადებით, სამხრეთი კორეა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, საწყის ეტაპზე, $5 მილიონს გამოყოფს.

პაკისტანი

პაკისტანმა დახმარება და 50-კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი უკვე გაგზავნა. გარდა ამისა, მთავრობა სირიასა და თურქეთს ყოველდღიური გადაუდებელი დახმარებისთვის ფრენებს დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პირების ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებული თურქეთისა და სირიისთვის, აშშ-ში მცხოვრებმა პაკისტანელმა ანონიმურად $30 მილიონი გაიღო, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობასა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

ინდოეთი

ინდოეთმა თურქეთისთვის 100 სამძებრო და სამაშველო პერსონალის გამოყოფის პირობა დადო. გარდა ამისა, ქვეყანა თურქეთში გზავნის გაწვრთნილ ძაღლებს და საველე ჰოსპიტლისთვის საჭირო აღჭურვილობას. ხელისუფლების  განცხადებით, რეგიონში გაიგზავნა სამედიცინო ჯგუფი აუცილებელი მედიკამენტებით.

ინდონეზია

ინდონეზიამ, რომელსაც ხშირად გამოუცდია მიწისძვრები და ვულკანის ამოფრქვევები, დაზარალებულ რეგიონში სამძებრო და სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.

ახალი ზელანდია

ახალმა ზელანდიამ თურქეთის წითელი ნახევარმთვარისა და სირიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციისთვის, შესაბამისად, $632,000-ისა და $316,000-ის გამოყოფა დააანონსა. დაფინანსების ფარგლებში დაზარალებული რეგიონები საკვებს, კარვებს, საბნებსა და სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

Previous Post

გამოფენა ქუთაისში – „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“

Next Post

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად დასახელდა

Salo Papalashvili

Next Post
ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად დასახელდა

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად დასახელდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result