Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რეპრესიული კანონმდებლობა, როგორც პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი

by ხატია დავლიანიძე
March 20, 2025
in პარტნიორის კონტენტი
0
რეპრესიული კანონმდებლობა, როგორც პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი
0
SHARES
0
VIEWS

ტექსტი და ვიზუალური მასალა მომზადებულია ხატია დავლიანიძის მიერ  ForSet-ის მონაცემთა კომუნიკაციის პროგრამის ფარგლებში. გამოქვეყნებული ტექსტი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და მომზადებულია დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე

ქართული ოცნების მიერ 2024 წლის გაზაფხულზე “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის დამტკიცებამ, შემდეგ კი ევროინტეგრაციაზე უარის ღიად გაცხადებამ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. რეჟიმმა საპროტესტო მუხტის გაქრობა – ჯერ დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნისა და დაშინების კამპანიის წამოწყებით, შემდეგ კი რეპრესიული კანონმდებლობის შემოღებით სცადა.

საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულ მოქალაქეებს, უმრავლეს შემთხვევაში, ბრალი შემდეგი მუხლებით აქვთ წარდგენილი: 187-ე მუხლი: ნივთის დაზიანება ან განადგურება; 225-ე მუხლი: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; 353-ე მუხლი: წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. 

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე, ასევე ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით 50-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.

ამ სტატიაში რეჟიმის მიერ დაპატიმრებულთა მხოლოდ ნაწილის საქმეებია განხილული. 

რეჟიმის პატიმრები, რომელთა საბოლოო განაჩენიც უკვე გამოტანილია სასამართლოს მიერ:

  • საპატრულო პოლიციის ავტომობილის შუშის ჩამტვრევა (187-ე მუხლი) – დავით კოლდარი
  • პარლამენტის რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანება (187-ე მუხლი) – ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი
  • პოლიციელზე თავდასხმა (353-ე მუხლი) – გიორგი კუჭუაშვილი, ირაკლი მეღვინეთუხუცესი
  • პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება (187-ე მუხლი) და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლა (353-ე მუხლი) – ფრიდონ ბუბუტეიშვილი

რეჟიმის პატიმრები, რომელთა საბოლოო განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი სასამართლოს მიერ

  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებისთვის ცეცხლის წაკიდება (187-ე მუხლი) – არჩილ მუსელიანცი
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (225-ე მუხლი) – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
  • პოლიციელზე თავდასხმა (353-ე მუხლი) – მათე დევიძე
  • ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნა (353-ე მუხლი) – მზია ამაღლობელი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმა (353-ე მუხლი) – საბა სხვიტარიძე

სხვისი ნივთის დაზიანება (მუხლი 187) vs. სხვა დანაშაულები

სხვისი ნივთის დაზიანებით (მუხლი 187) ბრალდებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით, სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებული ადამიანები უფრო მკაცრად ისჯებიან, ვიდრე თვითმკვლელობამდე მიყვანასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (მუხლი 225) vs. სხვა დანაშაულები

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ 11 აქტივისტს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

აღნიშნული ბრალდებით საპროტესტო აქციების მონაწილეებს ხშირ შემთხვევაში მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის/პოლიციელების ჩვენების საფუძველზე აკავებენ. 

სისტემის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულთა სასჯელის ზომა მნიშვნელოვნად აღემატება ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის განსაზღვრულ სასჯელის ზომას, როგორიცაა, მაგალითად, უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა და ა.შ.               

პოლიციელზე თავდასხმა (მუხლი 353) vs. სხვა დანაშაულები

პოლიციელზე თავდასხმისთვის გიორგი კუჭუაშვილს – 4 წელი, გიორგი ოკმელაშვილს, ირაკლი მეღვინეთუხუცესსა და ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5-5 წელი მიუსაჯეს, ხოლო 353-ე მუხლით ბრალდებულ მზია ამაღლობელს – 4-დან 7 წლამდე, ხოლო საბა სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით, პოლიციელისთვის სილის გაწვნა გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე არჩევნების გაყალბება, განსაცდელში მიტოვება, სექსუალური ქმედების იძულება და ბავშვის შეცვლა.

სახის ნიღბით დაფარვა უფრო მძიმე დანაშაულია თუ სექსუალური შევიწროება?

საქართველოს რეპრესიული კანონმდებლობით, საპროტესტო აქციების დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე აქციის ჩატარება 2000 ლარით ისჯება; პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება – 5000 ლარით; ხოლო პოლიტიკოსის/თანამდებობის პირის შეურაცხყოფა – 500-დან 4000 ლარამდე, ან პატიმრობით 45 დღემდე.

შედარებისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სექსუალური შევიწროება (166-ე მუხლი) – საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა (174-ე მუხლი) გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

დასკვნა

“ქართული ოცნება” საყოველთაო შიშის დასათესად და საპროტესტო მუხტის გასაქრობად სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის, ფსიქოლოგიურ ომს, დაშინებას, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, რეპრესიულ კანონმდებლობასა და სამართლებრივ დევნას იყენებს. 

ზემოთ განხილული შემთხვევები ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში რეჟიმი აქციის მონაწილეების მიმართ უფრო მკაცრ სასჯელს იყენებს, ვიდრე ისეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული მოქალაქეების მიმართ, როგორებიცაა: თვითმკვლელობამდე მიყვანა, სიცოცხლის მოსპობა, ბავშვის შეცვლა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება და ა.შ.

პროტესტის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა. მმართველობის ასეთ სისტემაში ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს, რაც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის, ან მომავალში შეუქმნის.

Tags: მონაცემთა ვიზუალიზაციაპროტესტის უფლებაქართული ოცნებახატია დავლიანიძე
Previous Post

მეგობარი, რომელსაც ყველაფერი ეხერხება

Next Post

ტრამპმა განათლების დეპარტამენტის დაშლის ბრძანებას ხელი მოაწერა

ხატია დავლიანიძე

Next Post
ტრამპმა განათლების დეპარტამენტის დაშლის ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა განათლების დეპარტამენტის დაშლის ბრძანებას ხელი მოაწერა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result