Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რემზის წესი

by Forbes.ge
February 28, 2021
in რეიტინგი
0
რემზის წესი
0
SHARES
0
VIEWS

უხეში ბრიტანელი შეფ-მზარეული გორდონ რემზი Fox-ის უდიდესი რეალითი-ვარსკვლავი გახდა – ეს საუკეთესო მარკეტინგული გეგმაა, რაც რესტორნების გლობალურ იმპერიას ოდესმე განუხორციელებია.

MasterChef Junior-ის მეოთხე სეზონის გადაღებების დასრულებამდე ორი საათია დარჩენილი. საზეიმო შამპანური უკვე გრილდება კალიფორნიული უფანჯრო სტუდიოს ჩაბნელებულ კუთხეში მდგომ პლასტიკურ კასრებში, მაგრამ ტანზე მომდგარ ლურჯ კოსტიუმში შემოსილ შეფ გორდონ რემზის ჯერ კიდევ აქვს გასაკეთებელი საქმეები. შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი და ვარსკვლავი, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი თავისი ბრაზიანობითა და მოურიდებელი ლექსიკით, ნორჩი მზარეულების შეჯიბრის გამარჯვებულის დასახელებისთვის ემზადება. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ცეროდენა მეორეადგილოსანი სახლში გულდაწყვეტილი უნდა გაუშვას. „მე მძულს ეს ნაწილი“, – ამბობს რემზი.

როდესაც კამერები ირთვება, შეფი 14-წლამდელთა შორის დამარცხებულს თბილად ეხუტება. კაცმა, რომელმაც თავის დროზე კერძში გოგრის დამატების თხოვნას ამ ინგრედიენტის კლიენტის… დიახ, უკანა ნაწილში მოთავსების წინადადებით უპასუხა, ამჯერად მოტკბო, ტელეეთერზე გათვლილი სცენა შექმნა. და კიდევ ერთი ძალზე შემოსავლიანი დღეც დასასრულს უახლოვდება. თუ საქმეს დიამეტრულად განსხვავებული როლის მორგება სჭირდება, დაე, ასე იყოს.

48 წლის რემზი რესპექტაბელური მზარეული და ჩამთრევი ტელეწამყვანია. მაგრამ პირველ რიგში ის კაპიტალისტია, რომელმაც შარშან $60 მილიონი გამოიმუშავა – საკმარისი 21-ე ადგილისთვის ვარსკვლავთა ასეულში. ეს სელებრითის ქუდის მორგების გამორჩეული შემთხვევაა. American Idol-ის გაფერმკრთალების ფონზე, მისი ოთხი შოუ – Hell’s Kitchen-ი, Hotel Hell-ი, MasterChef-ი და MasterChef Junior-ი – რემზის Fox-ის უდიდეს რეალითი-ვარსკვლავად აქცევს. მის 26 რესტორანს აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მილიონები შემოაქვს იმის მიუხედავად, რომ რემზის გრაფიკის გათვალისწინებით რომელიმე რესტორნის სამზარეულოში მისი ხილვის ალბათობა უკიდურესად მცირეა. „მე მეტი ფული მაქვს, ვიდრე ოდესმე დამჭირდება“, – ამბობს შეფი.

რემზის ბრენდს საფუძვლად სანდოობა უდევს – მნიშვნელოვანი პარამეტრი, როდესაც ტელეეკრანებზე ადამიანებს ლანძღავ და რესტორნებში კლიენტებს ფუა-გრას, კიბორჩხალის რავიოლისა და მტრედის გასასინჯ მენიუს სთავაზობ $230-ზე არანაკლებ ფასად. ის ევროპის საუკეთესოებთან – მარკო პიერ ვაითთან, ჟოელ რობიუშონთან და გი სავოისთან სწავლობდა, სანამ, 26 წლის ასაკში, ახალი ლონდონური რესტორნის, Aubergine-ის შეფ-მზარეული გახდებოდა. მაშინ ის უკვე ფიქრობდა კაპიტალის დაგროვებაზე – რემზიმ ბიზნესში 25%-იანი წილის მიღებას მიაღწია, რომლის ღირებულებაც სამ წელიწადში მიშლენის ორი ვარსკვლავის მონადირებით გაამრავლა. 90-იანებში ჯერ კიდევ ხუმრობდნენ, რომ ჯოჯოხეთში ყველა მზარეული ინგლისელია, – ამბობს ბრიტანული რესტორნების გზამკვლევის გამომცემელი პიტერ ჰარდენი, – მაგრამ Aubergine-ი სწრაფად გახდა ადგილი ექვსკვირიანი მოსაცდელი სიებით“.

ეს საკმარისი არ იყო. რემზი Aubergine-იდან წავიდა და 1998-ში სიმამრთან, კრის ჰაჩისონთან ერთად საკუთარი Restaurant Gordon Ramsay გახსნა. ამ რესტორანმა მიშლენის უმაღლესი შეფასება, სამი ვარსკვლავი დაიმსახურა, რამაც ბრიტანელს $5-მილიონიანი შემოსავლის პირობებში 25%-იანი მოგების მომტანი ფასების დაწესების საშუალება მისცა. ამას გლაზგოში, ტოკიოში, დუბაისა და ნიუ-იორკში ახალი რესტორნების გახსნა მოჰყვა.

ამასობაში BBC-ის დოკუმენტური სერიალიც (Ramsay’s Boiling Point) გამოჩნდა, რომელიც Restaurant Gordon Ramsay-ს პირველი დღეების შესახებ ჰყვებოდა და პირდაპირ ყურადღების ცენტრში მოაქცია სამზარეულოში რემზის ფეთქებადი ქცევა (ტიპური სცენა: ის თანამშრომელს კონდიციონერის შემოწმების წარუმატებელი მცდელობისთვის კიცხავს სიტყვებით „შენ ტვინი ტრაკში ხომ არ გაქვს?“). მაყურებლები ვერ ძღებოდნენ. და ისევე როგორც სამზარეულოს შემთხვევაში, მან სხვისთვის მუშაობას არჩია, შოუებიც თვითონ დაედგა.

2004-ში მისი დებიუტი შედგა, ერთგვარი ბრიტანული კულინარიული ყაზარმის ამსახველი შოუთი, Hell’s Kitchen-ით. მან თავიდანვე მიაღწია გარიგებას, რომლითაც გადაცემის დისტრიბუციიდან მიღებული მოგების წილი ერგებოდა. 2005-ში ტელეეკრანებზე შოუს ამერიკული ვერსია გამოჩნდა, რომელშიც მეორე პლანის ვარსკვლავების ნაცვლად მოყვარული საოჯახო მზარეულები მონაწილეობდნენ. კიდევ ორი წლის შემდეგ Kitchen Nightmares-ის დებიუტი შედგა. ამ გადაცემაში რემზი გაკოტრების პირას მყოფ რესტორნებს ევლინებოდა და ლანძღვა-გინებისა და კომპეტენტური რჩევების ნაზავით ცდილობდა მათ გადარჩენას. მისმა ტელერეიტინგმა 3.1 ქულას მიაღწია (მაქსიმუმი 8-ა) – სუპერბოულამდე ამ მაჩვენებელს ბევრი აკლდა, მაგრამ კულინარიული შოუებისთვის რეკორდული იყო. „რეალურად მხოლოდ ბოლო დროს მოვახერხეთ კულინარია ტელეეთერში უფრო საინტერესო გამხდარიყო, – ამბობს რემზის დიდი ხნის დამხმარე პროდიუსერი და გულშემატკივარი არტურ სმიტი, – და თამასის მნიშვნელოვნად აწევას გორდონ რემზისნაირი ადამიანი დასჭირდა”.

ყველაფერი ერთნაირად წარმატებულად არ მიმდინარეობდა. დიდმა რეცესიამ დახვეწილ მენიუებზე მოთხოვნა შეამცირა და მისი სარესტორნო იმპერიის კარებთან მდგომი გაწკეპილი ბანკირების რიგები შეათხელა. 2010 წლისთვის მის ჰოლდინგურ კომპანიას $30 მილიონამდე ვალი დაუგროვდა (რვა წლის წინანდელის თითქმის ათმაგი ოდენობა), რომლის ორ მესამედსაც პირადად რემზისგან აღებული სესხი შეადგენდა. შეფი საკუთარ სიმამრს ადანაშაულებს, რომელიც 2010-ში გაათავისუფლა. ჰაჩისონი ამას „ძალიან ულამაზო საოჯახო კონფლიქტის“ ნაწილად აფასებს და მტკიცედ უარყოფს რაიმე დანაშაულს. მათმა დაპირისპირებამ უკვე რამდენიმეჯერ გადაინაცვლა სასამართლო დარბაზში, სადაც ორივე მხარემ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის სილის გაწნა და ერთჯერადი გამარჯვებების მოპოვება.

პრობლემების მიუხედავად, ეკონომიკის გაძლიერებასა და საკუთარი ტელეშოუების გავლით აგრესიული მარკეტინგის გაგრძელებასთან ერთად რემზის რესტორნებმა პოზიციები დაიბრუნა. როგორც Fox-ის უსცენარო შოუების სეგმენტის ერთადერთი ჰიტის ვარსკვლავი, რემზი მოზრდილ ჰონორარებს იღებს: $400,000-ზე მეტს თითო ეპიზოდში (ის ამ რიცხვს, რომელიც კულინარიული ტელევიზიის ვარსკვლავების ანაზღაურებას, სულ ცოტა, 15-ჯერ აღემატება, არ აკომენტირებს). რადგანაც საკუთარი შოუების პროდიუსერიც თვითონაა, შეუძლია გადაღებების განრიგი საკუთარ კალენდარს მოარგოს. ამჟამად მას სცენარიანი შოუს შექმნა სურს, სადაც სამზარეულოს დრამატიზება მოხერხდება ისე, როგორც Entourage-ში – ტალანტების სააგენტოს ოფისის.

ცხრა რესტორნის დახურვისა და საოჯახო დაპირისპირებაში კიდევ სამის დაკარგვის მიუხედავად, რემზის დღეს მეტი რესტორანი აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია: 26 2010 წლის 20-ის წინააღმდეგ. ამ რესტორნებიდან შეფი $150-მილიონიან შემოსავალს იღებს, რაც ხუთი წლის წინანდელს 270%-ით აღემატება. ქსელში მატებაა გლობუსის მასშტაბით: აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ნიუ-ჯერსის ატლანტიკ-სიტიში. საერთაშორისო გაფართოების ნაწილი მისი ლონდონური Bread Street Kitchen-ის მოდელს ემყარება, რომელიც მხიარულ ფრანგულ სასადილოს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე იმ ტიპის დახვეწილ რესტორნებს, რითაც სახელი გაითქვა (და რომლებიც ლონდონში ახლაც ფუნქციონირებს). შეფი არ გამორიცხავს საკუთარი ახალი რესტორნების გახსნასაც, მაგრამ ძირითადად იმ ტიპის გარიგებებზე ფოკუსირდება, რასაც ლას-ვეგასში მიაღწია – იქ რემზიმ თავისი მენეჯმენტი და სახელი საბურგერეს, სტეიკჰაუზსა და პაბს შესთავაზა. სანაცვლოდ ბრიტანელი შემოსავლის 6-დან 9%-მდე და გამომუშავების 10-15%-ს იღებს. ეს იმ ტიპის წაუგებელი სიტუაცია, რომელმაც ცნობილი ტირანი შეიძლება ტელეეკრანზე ბავშვის ჩახუტებამდე მიიყვანოს. „მე აღარ მაქვს ცუდი დღეები. ეს დრო წარსულშია, – ამბობს რემზი. – ვგავარ შეფ-მზარეულს, რომელიც სიგიჟემდე დასტრესილი დარბის აქეთ-იქით?”

Previous Post

მსოფლიოს ქალი

Next Post

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზარდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ივლისში საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზარდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Recent News

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result