Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Red Bull-ისა და მისი დამფუძნებლების წარმატების ისტორია

by გიორგი თოლორდავა
November 1, 2022
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
Red Bull-ისა და მისი დამფუძნებლების წარმატების ისტორია
0
SHARES
0
VIEWS

ადრენალინი, ექსტრემი, ენერგია და გამარჯვება – მსოფლიოში არცერთი ბრენდი არ ასოცირდება ამ სიტყვებთან იმაზე უფრო მეტად, ვიდრე “რედ ბული”.

1987 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო მასშტაბით თითქმის 100 მილიარდი ქილა “რედ ბულია” გაყიდული, ეს უაღრესად წარმატებული ავსტრიული კომპანია კი ამჟამად ენერგეტიკული სასმელების გლობალური ბაზრის თითქმის 40%-ს აკონტროლებს.

“რედ ბულის” ექსტრემალური ისტორიის მიღმა ორი მეწარმე დგას, ტაილანდელი ჩალეო იოვიდია და ავსტრიელი დიტრიხ მატეშიცი. “რედ ბულის”, როგორც ენერგეტიკული სასმლის შექმნის იდეა ჩალეო იოვიდიას ეკუთვნის, გლობალურ ბაზარზე კომპანიის ყველაზე დომინანტურ ძალად ქცევა კი უშუალოდ მატეშიცს უკავშირდება, რომელიც გასულ თვეს, 22 ოქტომბერს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთში “რედ ბულის” გამოჩენამდე ენერგეტიკული სასმელების ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობდა, თუმცა აზიის მასშტაბით ვითარება არსებითად განსხვავებული იყო, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ტაილანდში, ჩინეთსა და იაპონიაში ენერგეტიკული სასმელების ფართო ასორტიმენტი გვხვდებოდა. “რედ ბულის” სამშობლოც აზიაა, კერძოდ, ტაილანდი.

“რედ ბულის” საწყისი ფუნდამენტი აზიური ენერგეტიკული სასმელი “კრატინგ დაინგი” იყო, რომელიც ხალხურ რეცეპტებზე დაყრდნობით ტაილანდელმა მეწარმემ, ჩალეო იოვიდიამ შექმნა. “კრატინგ დაინგი” ტაილანდის მოსახლეობის დაბალ, მუშათა ფენაზე იყო გათვლილი, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ფიზიკურ სამუშაოს ეწეოდნენ. დაბალი ფასიდან და ენერგეტიკული თვისებებიდან გამომდინარე, ის მალევე იქცა ტაილანდელების რჩეულ ენერგეტიკულ სასმელად.

“კრატინგ დაინგი” შაქარს, ტაურინს, გლუკოზას, B ვიტამინსა და დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავდა, მართალია, ზემოხსენებული ინგრედიენტები თანამედროვე “რედ ბულშიც” გვხვდება, თუმცა ამ სასმელების გემოებსა და არომატებს შორის არსებითი განსხვავებაა.

საინტერესოა, რომ “რედ ბულის” ლოგო – ორი მებრძოლი წითელი ხარი, კაშკაშა მზის ფონზე თავად იოვიდიამ შექმნა, აგრეთვე მას ეკუთვნის ენერგეტიკული სასმლის სახელიც, კერძოდ, “კრატინგ დაინგი” ტაილანდურად წითელ ხარს ნიშნავს, ანუ “რედ ბულს”.

“კრატინგ დაინგი” განსაკუთრებით არაფრით გამორჩეული ენერგეტიკული სასმელი იყო აზიის მრავალფეროვან ბაზარზე, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ერთ-ერთი ბიზნეს მოგზაურობის დროს ავსტრიელი მარკეტოლოგი, დიტრიხ მატეშიცი ტაილანდში ჩადის და “ჯეტ ლაგიდან” თავის დასაღწევად “კრატინგ დაინგს” სინჯავს. ტაილანდური ენერგეტიკული სასმლის გემოთი და ეფექტით აღფრთოვანებულმა მატეშიცმა ადგილზევე გადაწყვიტა, რომ კომპანიის დირექტორს შეხვედროდა და პროდუქტის ექსპორტზე გატანის საკითხი განეხილა.

თავდაპირველად, იოვიდა მატეშიცის წინადადებას სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, 1987 წელს ავსტრიაში საერთაშორისო ბაზარზე გათვლილი კომპანია “რედ ბული” დაფუძნდა, რომელმაც მიზანში არა აზიის ნიშური, არამედ გლობალური ბაზარი ამოიღო.

“კრატინგ დაინგის” “რედ ბულად” გარდაქმნიდან მოყოლებული, კომპანიის სათავეში დიტრიხ მატეშიცი ექცევა, რომელმაც რამდენიმე ათწლეულში ენერგეტიკული სასმელების კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრენდად აქცია.

რედ ბულის თანამედროვე ვერცხლისფერი ქილა და უნიკალური გემო მატეშიცს ეკუთვნის, სასმლის გაზირების იდეაც სწორედ მისი იყო.

“რედ ბული” ამჟამად 167 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი და მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით მისი 10 მილიარდი ქილა იყიდება.

“რედ ბულის” წარმატების წყალობით, $25-მილიარდიანი ქონებით იოვიდა ტაილანდის უმდიდრესი მოქალაქე გახდა, კომპანიის 51%-იან წილს კი ახლა მის შთამომავლები აკონტროლებენ; რაც შეეხება მატეშიცს, ის კომპანიის 49%-ის მფლობელი იყო, Forbes-ის შეფასებით, გარდაცვალებამდე მისი ქონება 20 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის ავსტრიის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეც იყო. თავად კომპანია “რედ ბულის” საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 40 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე “რედ ბულის” დომინირების მიუხედავად, კომპანიის ექსტრემალური წარმატება მის უნიკალურ მარკეტინგულ სტრატეგიასთანაა დაკავშირებული.

დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ექსტრემალური, საშიში და ამაღელვებელი სპორტის სახეობას “რედ ბული” ასპონსორებს – სწორედ ესაა “რედ ბულის” წარმატების რეალური საიდუმლო. ფორმულა 1, მოტოსპორტი, ველოსპორტი, დრიფტი, დრაგი, სქაიდაივინგი, ყვინთვა, სნოუბორდინგი და ავიაციაც კი – ეს იმ სპორტის სახელობების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც “რედ ბულის” მიერ დაფინანსებული გუნდები და ათლეტები მონაწილეობენ.

მატეშიცმა მალევე გააცნობიერა, რომ ენერგეტიკულ სასმელში ფიზიკურ ეფექტზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი წარმოსახვითი ეფექტი იყო. “რედ ბულს” მომხმარებლისთვის კოფეინის მაღალ დოზასთან ერთად, მენტალური “ბუსტიც” უნდა მიეცა, ის თავდაჯერებულობის და მხნეობის წყარო უნდა გამხდარიყო, ამისათვის კი საჭირო იყო, რომ ბრენდი თავად ქცეული ექსტრემალურების, გამარჯვების, ადრენალინისა და მხნეობის სიმბოლო.

დღეს ყველა ექსტრემალური ათლეტის, ბოლიდის, მანქანისა თუ თვითმფრინავის გაფორმებაზე ნახავთ “რედ ბულის” ლოგოს, უფრო მეტიც, “რედ ბულს” საკუთარი სპორტული გუნდებიც ჰყავს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი, რა თქმა უნდა, უმაღლესი სარბოლო ლიგა ფორმულა 1-ია, სადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი სწორედ “რედ ბულის” ბოლიდით ასპარეზობს, თავად Red Bull Racing-მა კი, რაც არ უნდა სიმბოლური იყოს, ჩემპიონობა მატეშიცის დაღუპვის მეორე დღეს მოიპოვა. ბუნებრივია, სარბოლო გუნდმა და ფერსტაპენმა ტრიუმფალური გამარჯვება კომპანიის დამფუძნებლის ხსოვნას მიუძღვნეს.

მატეშიცის მარკეტინგული ხედვა და სტრატეგია საკმაოდ მარტივი, თუმცა ნამდვილად გენიალური იყო – “რედ ბული” არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია, ის, პირველ რიგში, უნდა გამხდარიყო ბრენდი, რომელიც მებრძოლი წითელი ხარებით დამშვენებული ქილით მომხმარებელს გაფრთიანების, ძლევამოსილებისა და გამბედაობის ექსტრემალურ შეგრძნებებს მისცემდა.

Previous Post

მუშაობის ჰიბრიდული მოდელი ტერაბანკში

Next Post

არსებობს თუ არა ჩინეთთან თანამშრომლობის ალტერნატივა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის?

გიორგი თოლორდავა

Next Post
არსებობს თუ არა ჩინეთთან თანამშრომლობის ალტერნატივა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის?

არსებობს თუ არა ჩინეთთან თანამშრომლობის ალტერნატივა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025

Recent News

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result