Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

რაზე ისაუბრა პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში?

by დავით ბერაძე
March 27, 2025
in თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ყველა სიახლე
0
რაზე ისაუბრა პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში?
0
SHARES
0
VIEWS

Fox News-ის ყოფილმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს დეტალები გამოაქვეყნა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტაკერ კარლსონი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა. ვლადიმირ პუტინმა პლატფორმა რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენა და მისი ნარატივი რუსეთის ისტორიულ მიზანს ეფუძნება. ტაკერ კარლსონმა კი პუტინისათვის ამ შესაძლებლობის მიცემისათვის დიდი კრიტიკა დაიმსახურა. სტატიაში გთავაზობთ საკითხებს, რაზეც პუტინმა ჟურნალისტთან ისაუბრა.

ვლადიმირ პუტინისა და ტაკერ კარლსონის ინტერვიუს ხანგრძლივობა ორი საათია. ამ პერიოდის განმავლობაში პუტინი იცავს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ რუსეთს ისტორიული პრეტენზია აქვს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. შეგახსენებთ, რომ პუტინი აღნიშნულ ნარატივს უკვე 2 წელია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციისათვის იყენებს. პუტინი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის რეგიონებს, რომლებიც შავ ზღვაზე გადიან, უკრაინასთან ისტორიული კავშირი არ გააჩნიათ. სავარაუდოა, რომ პუტინი ყირიმის რეგიონს გულისხმობდა, რითაც მისი ანექსიის ლეგიტიმაციას ცდილობდა.

ვლადიმირ პუტინმა თითქმის 40 წუთის განმავლობაში რუსეთის ისტორიის მისეულ ვერსიაზე ისაუბრა, რა დროსაც შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რუსეთის პოზიციები მეორე მსოფლიო ომში და მის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაარსება და სხვა. მანვე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირს ჰიტლერზე თავდასხმა პოლონეთმა აიძულა, მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კი დასავლეთმა ააფეთქა. რუსული პროპაგანდის გაგრძელებაა ისიც, რომ უკრაინას აშშ-ის სატელიტი სახელმწიფო უწოდა, რუსეთს კი ყირიმის დაცვა სწორედ აშშ-მ აიძულა უკრაინის მიერ რეგიონზე თავდასხმის გამო.

ინტერვიუს დროს პუტინი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთით გაფართოებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებას წარმოშობს. მისი განცხადებით, ნატომ პირობა, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ხუთჯერ დაარღვია, უკრაინაში კონფლიქტი კი ამ გარემოების შედეგიც არის.

გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინი აქტიურად ამტკიცებდა, რომ ომი არა რუსეთმა, არამედ უკრაინამ დაიწყო 2014 წელს. რუსეთის უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი კი ამ ომის დასრულებაა. კითხვაზე, მიაღწია თუ არა რუსეთმა უკრაინაში საკუთარ მიზნებს, პუტინი პასუხობს – არა და განმარტავს, რომ რუსეთის მიზანია უკრაინაში ყველა სახის „ნეონაცისტური მოძრაობების აკრძალვა“. პუტინი ამ პროცესს „უკრაინის დენაციფიკაციას“ უწოდებს.

კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობაზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა ამერიკელებს სხვა საქმით დაკავებისაკენ მოუწოდა და აშშ-ის შიდა გამოწვევებზე, საზღვრის, მიგრაციისა და ეროვნული ვალის საკითხებზე ისაუბრა.

მნიშვნელოვანია ვახსენოთ ისიც, რომ პუტინი ირიბად საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, ბერლინში მკვლელობის საკითხსაც შეეხო. ტაკერ კარლსონმა ვლადიმირ პუტინს შარშან რუსეთში, შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების შესახებ პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა კი მისი ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობისთვის გასამართლებულ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერ ვადიმ კრასიკოვში, იმავე ვადიმ სოკოლოვში გაცვლის იდეა გააჟღერა.

ნათელია, რომ ვლადიმირ პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუ კვლავ რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენა. საზოგადოების მწვავე კრიტიკა კი კარლსონმა სწორედ აღნიშნულის გამო დაიმსახურა. ინტერვიუს გამოქვეყნებამდე მან აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი „მათი ვალი იყო“ და რომ ამერიკელები „არ არიან ინფორმირებულნი“ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. ცნობისათვის, ტაკერ კარლსონი ამერიკული დახმარების უკრაინაში გაგზავნის საჯარო კრიტიკოსი გახლავთ.

Previous Post

5 ფაქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის შესახებ

Next Post

Nokia-მ სმარტფონებზე ბოლო მსხვილ საპატენტო ლიცენზიას მოაწერა ხელი

დავით ბერაძე

Next Post
Nokia-მ სმარტფონებზე ბოლო მსხვილ საპატენტო ლიცენზიას მოაწერა ხელი

Nokia-მ სმარტფონებზე ბოლო მსხვილ საპატენტო ლიცენზიას მოაწერა ხელი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result