Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება?

by იზა გვარამაძე
ნოემბერი 2, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება?
0
SHARES
0
VIEWS

ინვესტირება ქონების დაგროვების და ფინანსური მიზნების მიღწევის ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც დროის გამოცდას უძლებს და გრძელვადიან კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

დროსთან ერთად, სულ უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მიზნების მისაღწევად, მხოლოდ ტრადიციული დაზოგვის მეთოდები, მათ შორის, საპენსიო და საბანკო დეპოზიტები, საკმარისი არ არის. ინვესტირება თანხის დაბანდების ალტერნატიული სტრატეგიაა, რომელიც საფონდო ბირჟის დახმარებით, დოვლათის შექმნის შედარებით უფრო ეფექტიან საშუალებას გაძლევს.

წლების განმავლობაში, საფონდო ბირჟაზე ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ იმ პირებს ჰქონდათ, რომელთაც ნიუ-იორკსა თუ ლონდონში ბროკერებთან ვიზიტის დაჯავშნა და დიდძალი თანხის დაბანდება შეეძლოთ. ახლა უკვე მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციების, სახელმწიფო ობლიგაციების, საინვესტიციო ფონდებისა თუ ძვირფასი მეტალების შეძენა თიბისი კაპიტალის მიერ შექმნილი საინვესტიციო პლატფორმის დახმარებით, პირდაპირ თიბისის ციფრულ ბანკში, 1$-იდანაა შესაძლებელი.

სანამ ინვესტირებას დაიწყებდე, უნდა:

  • განსაზღვრო მიზნები
  • შეარჩიო დაზოგვის სტრატეგია
  • აირჩიო საინვესტიციო პროდუქტები

ამ სტატიაში სწორედ ამ გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებით.

რა მიზნები გაქვს?

ინვესტირება სტრატეგიული მიდგომაა, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში შედარებით ამბიციური ფინანსური მიზნების მიღწევაში გვეხმარება. ცხადია, ყველა ადამიანი უნიკალური ვართ და ჩვენი მიზნებიც განსხვავებულია: ზოგიერთს სახლის ან ახალი ავტომობილის შეძენა გსურთ, ზოგიც უცხოეთში განათლების ან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დასაფინანსებლად აგროვებთ ფულს. არსებობთ ისეთებიც, რომელთაც შედარებით უფრო აბსტრაქტული მიზნები გაქვთ, მაგალითად: ქონების დაგროვება, სტაბილური მომავლის უზრუნველყოფა ან სულაც გამდიდრება.

რომელი სტრატეგია უნდა შეარჩიო?

მიზნების იდენტიფიცირების შემდეგ, საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევაზე უნდა გადახვიდე. დროში გამოცდილ სტრატეგიათა შორის ერთ-ერთია გრძელვადიანი ინვესტირების მეთოდი, რომელიც პერიოდულად თანხის დაზოგვას, მის გადადებას და საფონდო ბირჟაზე დაბანდებას გულისხმობს.

ისტორიულად, ამერიკული საფონდო ბირჟის წლიური საშუალო ამონაგები დაახლოებით 9-10%-ს შეადგენს. შესაძლოა, ერთი შეხედვით 10% სახარბიელო შედეგად არ მოგვეჩვენოს, თუმცა აქ გათვალისწინებულია დაგროვებითი ეფექტი, რომელიც გრძელვადიანი ინვესტირების მეთოდს თან ახლავს. ამ სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში, დროსთან ერთად, დრამატულად იზრდება რთული პროცენტი, რადგან პორტფელის მოცულობას დივიდენდები პერიოდულად ემატება, ეს კი სამომავლო საპროცენტო სარგებლის ზრდას იწვევს.

რაც შეეხება უშუალოდ პირველი ინვესტიციის განხორციელების საკითხს, არსებობს მოსაზრება, რომ საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად იდეალურ დროს უნდა დაელოდო და სასურველი კომპანიების აქციები აუცილებლად მინიმალურ ფასად უნდა შეიძინო. საქმე ისაა, რომ იდეალური დრო უბრალოდ არ არსებობს. მომავლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია და ზუსტად არავინ იცის, თუ როდის გაიზრდება ან შემცირდება კონკრეტული კომპანიების აქციები. აქვე უნდა გავითვალისწინო ისიც, რომ საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები პირდაპირ კავშირშია გლობალურ გეოპოლიტიკურ და მაკროეკონომიკურ ვითარებასთან, ამიტომაც ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. იდეალური შესაძლებლობის მოლოდინში კი წლები შეიძლება გავიდეს და ის ნანატრი დღე არც არასოდეს დადგეს.

საფონდო ბირჟაზე გატარებული დრო პირდაპირპროპორციულად აისახება საბოლოო შედეგზე, რადგან რაც უფრო მეტი დრო გაქვს ინვესტირებისათვის, პროცენტის დაგროვებითი ეფექტიც მით უფრო უკეთეს შედეგს გაძლევს.

რა სახის საინვესტიციო პროდუქტებია ხელმისაწვდომი?

საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა დონის რისკისა და პოტენციური ამონაგების მქონე აქტივებია წარმოდგენილი. ძირითადად, ექსპერტები სამ კატეგორიას გამოყოფენ:

დაბალრისკიანი აქტივები – ამ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი საინვესტიციო ინსტრუმენტები, რომელთა მკვეთრი გაუფასურების შანსები საკმაოდ დაბალია. უაღრესად დაბალრისკიან საინვესტიციო აქტივად მიიჩნევა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები, ანუ ქვეყნის მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები. ობლიგაციებში ინვესტირება თიბისის ციფრულ ბანკში iShares Treasury Bond ETF-ის არჩევით შეგიძლია. სახელმწიფო ობლიგაციების წლიური საშუალო ამონაგები 3-5%-ის ფარგლებშია.

საშუალორისკიანი აქტივები – ამ კატეგორიაში ვხვდებით ისეთ საინვესტიციო ფონდებს, როგორიც, მაგალითად, SPDR S&P 500-ია. ეს ფონდი 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, რომელთაც მაღალი შემოსავლები და საბაზრო კაპიტალიზაცია გამოარჩევთ. ფონდი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რადგან ის თითქმის ყველა ეკონომიკური სექტორის და ინდუსტრიის წარმომადგენელს მოიცავს. ამ შემთხვევაში, საკმაოდ დაბალ რისკს სწორედ დივერსიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი უზრუნველყოფს. ამ აქტივში ინვესტირებით ფსონს არა ერთი კონკრეტული კომპანიის წარმატებაზე, არამედ მთელ ეკონომიკაზე დებ. S&P 500-ის წლიური საშუალო ამონაგები დაახლოებით 8-10%-ია.

მაღალრისკიანი აქტივები – ამ კატეგორიას მიეკუთვნება კონკრეტული კომპანიების აქციები და ინდუსტრიებზე ფოკუსირებული ფონდები, ისეთი როგორიც iShares Tech-Software Sector ETF-ია. მართალია, კომპანიების აქციების შეძენაში ცუდი არაფერია და ინვესტორების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ერთი კონკრეტული კომპანიის წარუმატებლობის შანსი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მთელი ინდუსტრიის. მაღალრისკიან კატეგორიაში უხვადაა წარმოდგენილი ისეთი კომპანიები, რომელთაც განვითარების დიდი პოტენციალი, თუმცა წარუმატებლობის სერიოზული შანსიც აქვთ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ეს კომპანიები სწორედ ახლა ცდილობენ ბაზარზე თავის დამკვიდრებას და შემოსავლების დასტაბილურებას. მაღალრისკიანი აქტივების წლიური ამონაგები ხშირად აჭარბებს 15%-ს, თუმცა წლიდან წლამდე ვარდნის შანსიც გაცილებით მაღალია.

როგორ უნდა მოიქცე?

უნივერსალური საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც ყველას სურვილებს და მოთხოვნებს მოერგება, არ არსებობს. თითოეული ადამიანის მიზანი უნიკალურია, ამიტომაც საინვესტიციო მიდგომაც ინდივიდუალურად, მიზნების განსაზღვრის შემდეგ, შენზე მორგებული სტრატეგია უნდა შეარჩიო და საინვესტიციო თანხის პერიოდულად გადადების გრაფიკი შეადგინო. ამ პროცესში ავტოპილოტის ფუნქცია განსაკუთრებით დაგეხმარება. შემდეგი ეტაპი საინვესტიციო პორტფელის შედგენაა, რომელიც განსხვავებული რისკიანობის აქტივებით შეიძლება იყოს დაკომპლექტებული. მას შემდეგ, რაც პორტფელის შექმნის პროცესს დაასრულებ, ისღა დაგრჩენია დასახულ სტრატეგიას მიჰყვე.

დაიწყე ინვესტირება თიბისის ციფრულ ბანკში და აღმოაჩინე საინვესტიციო პროდუქტების ფართო არჩევანი.

არ გადადო, დააბანდე.

S

Previous Post

Carlsberg-ის CEO: „რუსეთმა ბიზნესი მოგვპარა“

Next Post

აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს 22-წლიან მაქსიმუმზე ტოვებს

იზა გვარამაძე

Next Post
აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს 22-წლიან მაქსიმუმზე ტოვებს

აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს 22-წლიან მაქსიმუმზე ტოვებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026

Recent News

Boomerang Bet: Quick‑Hit Gaming für den schnelllebigen Spieler

ივლისი 26, 2026

True Luck Casino: Quick‑Hit Slots voor de Snel‑Paced Speler

ივლისი 26, 2026

Legit99 Casino – Mobile‑First Gaming for Quick Wins

ივლისი 25, 2026

Neon54: Το Καζίνο Γρήγορης Απόδοσης για Ταχύτατους Παίκτες

ივლისი 25, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result