Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რატომ არის რუსეთ-უკრაინის ომი კომპლექსური ენერგოკონფლიქტიც?

by დავით ბერაძე
June 10, 2025
in ეკონომიკა, თავდაცვა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
რატომ არის რუსეთ-უკრაინის ომი კომპლექსური ენერგოკონფლიქტიც?
0
SHARES
0
VIEWS

რუსეთ-უკრაინის ომს, სხვა სექტორებთან ერთად, რეგიონის ენერგეტიკის ინდუსტრიაზეც ძალიან დიდი გავლენა აქვს, რაც სამომავლო კონფლიქტებისთვის გასათვალისწინებელი გარემოებაა. მკვლევრების ნაწილი ომს ხშირად ენერგოკონფლიქტსაც კი უწოდებს. იმის გათვალისწინებით, თუ ენერგეტიკის რამდენი მიმართულება დააზარალა ომის მიმდინარეობამ, აღნიშნული ტერმინი გაზვიადება სულაც არაა. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ენერგოკონფლიქტი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ომს წიაღისეული რესურსის ან კრიტიკული მინერალების მოსაპოვებლად. აქ საუბარია ენერგეტიკის ინდუსტრიის ისეთ შემადგენლების ტარგეტირებაზე, როგორებიცაა: ელექტროსადგურები, გადამცემი ხაზები, ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, კაშხლები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

რატომ ხდება თავდასხმა ენერგოობიექტებზე?

რუსეთისთვის ეს ამოცანა მას შემდეგ დადგა, რაც კიევზე თავდასხმა და უკრაინის მთავრობის ცვლილების სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა. შესაბამისად, კრემლის განახლებული სტრატეგია სამ ძირითად სამიზნეზე: სამოქალაქო, სამხედრო და ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ითვალისწინებს. უკრაინის სამხედრო ოპერაციებში რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანის შემთხვევები 2024 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც დასავლური შეიარაღების საზღვართან გამოყენების უფლება მიიღო. უკრაინის სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე ძირითადად ნავთობშემნახველი და ნავთობგადამმუშავებელი საწარმოები წარმოადგენს.

უკრაინამ ამ დრომდე იერიში 15-ზე მეტ ასეთ ქარხანაზე მიიტანა. 2025 წლიდან, როდესაც უკრაინელებმა საკუთარი წარმოების კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყეს, ასეთი ოპერაციების დასაგეგმად უცხოელი პარტნიორების ნებართვაც აღარ გახდა საჭირო. მსგავსი სახის ოპერაცია იყო „ობობას ქსელიც“, რომლის სამიზნეც რუსული ავიაბაზები გახლდათ. ამ ტიპის თავდასხმა რუსულ ენერგოინფრასტურქტურაზე კიდევ უფრო დამანგრეველ შედეგს გამოიწვევდა.

ერთმანეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმის მიზნები ორივე ქვეყნისთვის განსხვავდება. უკრაინისათვის მთავარი სამიზნე რუსეთის გადამმუშავებელი ობიექტები და საწყობებია. აღნიშნული ტიპის ობიექტები მაღალი ღირებულების პროდუქციას ქმნიან და ინახავენ (საავიაციო საწვავი, დიზელი და ბენზინი), რაც რუსეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. შესაბამისად, რუსული ომის ეკონომიკის დასასუსტებლად, მსგავსი პროდუქციის განადგურება ეფექტიანი საშუალებაა.

რუსეთის თავდასხმები ატომურ ენერგოსადგურებზე

რუსეთის ერთ-ერთი მიზანი უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანისას, უკრაინაში ენერგოკრიზისის შექმნაა, რაც უკრაინის მთავრობას ფინანსურ და მიწოდების პრობლემებს უქმნის. გარდა ამისა, რუსეთის თავდასხმა უკრაინულ ენერგოობიექტებზე ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც ქმნის, რის გამოც მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგია დღის განმავლობაში რამდენიმე საათით არ მიეწოდება. ამ მიზეზის გამო, განსაკუთრებით ხშირად რუსეთი თავდასხმებს შემოდგომასა და ზამთარში ზრდის.

უკრაინის თავდასხმებთან შედარებით, რუსული იერიშები უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურაზე უფრო მასშტაბურია. მაგალითად, 2023 წლის ივნისში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურისა და კაშხლის დაზიანების გამო უამრავი სოფელი და ქალაქი დაიტბორა, რამაც უკრაინას დაგეგმილი კონტრშეტევის წინ დიდი ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა. ამასთან, რუსი სამხედროები უკრაინაში კიდევ 6 ჰიდროელექტროსადგურის დაზიანებაში არიან მხილებულები.

გარდა ამისა, ომის პირველივე თვეებში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური, ზაპოროჟია დაბომბა, მოგვიანებით კი დაიკავა. მთლიანობაში ზაპოროჟიას ენერგოსადგური 6 ატომური რეაქტორისგან შედგება, რომლებიც 5.7 მილიარდ ვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმამ რეგიონი დიდი ბირთვული კატასტროფის რისკის წინაშე დააყენა. ატომურ ელექტროსადგურს მუდმივ მონიტორინგს უწერვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც. აღნიშნული ორგანო უკრაინაში არსებულ სხვა ატომურ ელექტროსადგურებსაც მეთვალყურეობს, რომლებიც რუსეთისთვის სამიზნეები გახლავთ.


საბოლოო ჯამში, ომის დაწყების დღიდან უკრაინის ენერგოსისტემის სიმძლავრე 50%-ით შემცირდა. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან კი უკრაინამ რუსულ ბუნებრივ აირზე უარი თქვა და 60-წლიანი პარტნიორობა დაასრულა. საინტერესოა, რომ რუსული თავდასხმებისთვის აღნიშნული გაზსადენი გამონაკლისს წარმოადგენს. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ უკრაინაზე გამავალი გაზსადენით, ომის დასრულების შემდეგ ევროპასთან ენერგოპარტნიორობას აღადგენს, რის გამოც ინფრასტრუქტურის დაზიანება არახელსაყრელია. აშკარაა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ენერგოსისტემის პირვანდელი სახით აღსადგენად მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

Previous Post

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები

Next Post

რომელი ევროპული ქვეყნები გასცემენ მოქალაქეობის ყველაზე მეტ ნებართვას?

დავით ბერაძე

Next Post
რომელი ევროპული ქვეყნები გასცემენ მოქალაქეობის ყველაზე მეტ ნებართვას?

რომელი ევროპული ქვეყნები გასცემენ მოქალაქეობის ყველაზე მეტ ნებართვას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result