Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რას საქმიანობენ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრილი სტარტაპები?

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
რას საქმიანობენ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრილი სტარტაპები?
0
SHARES
0
VIEWS

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომელი სტარტაპები მოხვდნენ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში. 30 ქვეყნიდან შემოსულ 239 განაცხადს შორის 15 სტარტაპი შეირჩა, რომლებიც სამთვიან ინტენსიურ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

საინტერესოა, რას საქმიანობენ ეს სტარტაპები, ვინ არიან მათი დამფუძნებლები და რამდენ ქვეყანაში ოპერირებენ ისინი? ეს სტარტაპებია:

Bonpara

ეს არის ორჰან აჰმადოვისა და ნიჯათ ასადოვის მიერ თურქეთში დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო B2B2C პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ფულის დაზოგვის გზებს სთავაზობს; გარდა ამისა, ის თავის პარტნიორებს ეხმარება, გაყიდონ მეტი პროდუქტი, მოიპოვონ მომხმარებლის კეთილგანწყობა და შეიძინონ ახალი კლიენტები. აღსანიშნავია, რომ Bonpara თურქეთს გარდა, ასევე ოპერირებს აზერბაიჯანშიც.

Calen Ai

Calen Ai ირაკლი ბესელიძის მიერ დაფუძნებული ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის ჯილდოს ფლობს. პლატფორმა ბიზნესებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი ასისტენტის შექმნას სთავაზობს. შედეგად, ბიზნესები შეძლებენ, მოახდინონ მომხმარებლებთან საქმიანი დიალოგების ავტომატიზაცია. აქვე გეტყვით, რომ Calen Ai საქართველოს გარდა ოპერირებს დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Crosscreators

Crosscreators-იც ქართული სტარტაპია, რომელიც სოფიკო ვარაზაშვილმა და ანი მანჯავიძემ დააფუძნეს. ეს პლატფორმა ბიზნესებს ეხმარება, აუგმენტური რეალობის მეშვეობით აწარმოონ კომპანიის მარკეტინგი. სტარტაპი საქართველოს გარდა, ასევე ოპერირებს უკრაინაში და მას უკვე ჰყავს მომხმარებლები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

Epoint

Epoint არის შპს Global Innovations-ის პროდუქტი, რომელიც აზერბაიჯანში ჰასან ჰასანოვმა და ზეინალ კარიმზადამ დააფუძნეს. ეს არის ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოში.

GOTCHA

GOTCHA არის კომპიუტერულ ხედვაზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელიც ამოიცნობს მიკროემოციებს ადამიანის სახის ქცევის ანალიზის საშუალებით. ის აღმოაჩენს ფარულ ემოციებს და ხსნის შესაძლო მოტყუების შემთხვევებს სახის კუნთოვანი მოქმედებების ანალიზით, ქცევითი მეცნიერების კვლევის საფუძველზე.

ეს B2B პლატფორმა სომხეთში ანნა გევორგიანმა დააფუძნა. ამ ეტაპზე კი მისი საპილოტე ტესტირება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც.

iDialogue

iDialogue არის EdTech პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს 160 ქვეყნიდან აერთიანებს. სტუდენტები კი მისი მეშვეობით სწავლობენ ენებსა თუ სხვადასხვა საგანს და აქვთ აქტიური კომუნიკაცია დარგის წამყვან ექსპერტებთან.

ეს პლატფორმა ნატალია ბოუთმა და ოლესია ალექსანდროვამ უზბეკეთში დააფუძნეს. დღესდღეობით კი სტარტაპის უმეტესი გაყიდვები CIS  ქვეყნებზე მოდის.

Kings

კინგსი საქართველოში დაფუძნებული აკადემიური ოლიმპიადაა, რომელიც რომა მარკარიანმა, ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ დააფუძნეს. კონკურსი ყოველწლიურად სხვადასხვა საგანში ტარდება. 2020 წლიდან ეს ოლიმპიადა ლიეტუვაშიც ამოქმედდა, ხოლო 2022 წლიდან კი – ბულგარეთში.

Kovzy

Kovzy ალექსანდრე ცინცაძისა და სანდრო დარსაველიძის მიერ დაფუძნებული ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება, შექმნან თავიანთი ონლაინ რესტორანი და მიიღონ შეკვეთები პლატფორმაზევე. ასევე, მათ შეუძლიათ, თვალი ადევნონ რესტორნის მუშაობას და აირჩიონ მათთვის მოქნილი მიწოდების სერვისი.

Liveboard

LiveBoard არის ტიგრან ბარსეღიანისა და ჰასმიკ ტერ-გრიგორიანის მიერ სომხეთში შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებს ეხმარება, ონლაინ შექმნან, ჩაწერონ და გააზიარონ გაკვეთილები ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს.

Praktika

Praktika არის ადამ ტურაევისა და ილია ჩერნიაკოვის მიერ გერმანიაში ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული ენის შემსწავლელი აპლიკაცია, რომელსაც ინგლისურად საუბრის პრაქტიკაში ჩართული ჰყავს რობოტი.

Pyme

Pyme არის საიმონ მიჩელისა და მუჰამად ბილალის მიერ საქართველოში დაფუძნებული მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მონაცემებისა და ონლაინ მოქმედებების მონეტიზაცია მოახდინონ.

QuickShipper

ეს არის ლევან კილაძის, მარიამ ახვლედიანისა და ილია გიჯაშვილის მიერ დაფუძნებული ქართული პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ხელმისაწვდომ და დროულ მიწოდებაში ეხმარება ოპტიმალური მარშრუტებისა და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის შეთავაზებით.

Tass Vision

TASS VISION არის უზბეკეთში დაფუძნებული პლატფორმა, იგივე ვიდეო კონტენტის ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ოპტიმიზაციას და შემოსავლის 15%-ით გაზრდას. Tass Vision-ის ალგორითმები საშუალებას აძლევს საცალო ბიზნესის წარმომადგენლებს, გააუმჯობესონ ბიზნესის ეფექტურობა ვიზიტორთა აქტივობის ანალიზითა და ავტომატური რეკომენდაციების მიღების გზით.

Text’n Pay Me

Text’n Pay Me არის სომხეთში დაფუძნებული საბანკო კლავიატურა, რომელიც საშუალებას აძლევს ბანკის მომხმარებლებს, გაგზავნონ ფული ნებისმიერ საკომუნიკაციო აპლიკაციაში. Text’n Pay Me-ს ბანკების არსებულ ციფრულ ეკოსისტემებთან ინტეგრაციით, ეს პლატფორმა ეხმარება ბანკებს, გაზარდონ მოგების მარჟა, რაც გამორიცხავს არსებული კლიენტების ბაზის დაკარგვის რისკს და ამავე დროს აძლიერებს ახალი მომხმარებლების მოზიდვის პროცესს.

Voiceloft

ეს არის აზერბაიჯანში დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ხმოვან მონაცემთა შეგროვებასა და დადასტურებაზე. ის გამოიყენება მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიების განვითარებისთვის. Voiceloft აგვარებს ხმის/მეტყველების ამოცნობის პრობლემას აქცენტებისა და არამშობლიური მოსაუბრეებისთვის.

ეს არის იმ სტარტაპთა სია, რომლებიც 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადში მოხვდნენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ თითოეულ მათგანს ამ დიდ და საინტერესო გამოცდილებაში.

Previous Post

შეიქმნა სისტემა, რომელიც მზის ენერგიას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ინახავს

Next Post

რა ღირს ბინის დაზღვევა?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რა ღირს ბინის დაზღვევა?

რა ღირს ბინის დაზღვევა?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Recent News

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result