Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რას ფიქრობს ბილ გეიტსი ხელოვნურ ინტელექტზე?

by იზა გვარამაძე
March 27, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ბილ გეიტსის თქმით, ChatGPT მსოფლიოს შეცვლის
0
SHARES
0
VIEWS

“ხელოვნური ინტელექტის ერა დაიწყო”, – ასე დაასათაურა Microsoft-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბილ გეიტსმა ბოლო წერილი, რომელშიც ის ამ ტექნოლოგიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე საუბრობს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოლოდროინდელი აღორძინება და პოპულარულ კულტურაში მისი გამოჩენა, დიდწილად, სწორედ Microsoft-ს და მის შვილობილ OpenAI-ის უკავშირდება, ბილ გეიტსის მოსაზრება ამ თემაზე მეტად საინტერესო უნდა იყოს. თან, ChatGPT-ის შექმნაში, მის ადრეულ ეტაპებზე, თავად გეიტსიც იყო ჩართული.

ბილ გეიტსის ვრცელი წერილიდან ვიგებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ის, უმეტესწილად, დადებითად და იმედიანად უყურებს, მაგრამ აფასებს იმ რისკებსაც, რომლებიც ამ და ყველა ტექნოლოგიას ყოველთვის თან სდევს. მიუხედავად ამისა, მილიარდერი ამბობს იმასაც, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება სამყაროზე ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორიც, თავის დროზე, მიკროჩიპის, მობილურისა და ინტერნეტის გამოგონებამ გამოიწვია. თუმცა, მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი გაცილებით უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე ნებისმიერი ზემოხსენებული ტექნოლოგია.

“ხელოვნური ინტელექტის განვითარება ისეთივე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მიკროპროცესორის, პერსონალური კომპიუტერის, ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის შექმნა იყო. ის შეცვლის, თუ როგორ ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვმოგზაურობთ, თუ როგორ დავდივართ ექიმთან და როგორ ველაპარაკებით ერთმანეთს. ხელოვნური ინტელექტის გარშემო ინდუსტრიები მოეწყობა და კომპანიები ერთმანეთს მისი გამოყენებით შეეჯიბრებიან…

პერსონალური კომპიუტერის რევოლუცია მახსოვს, როცა პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრია იმდენად მცირე იყო, რომ თითქმის ყველა ჩვენგანის დატევა ერთ სცენაზე შეიძლებოდა. დღეს, ეს ინდუსტრია – გლობალურია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ინდუსტრიის დიდი ნაწილის ყურადღება ხელოვნური ინტელექტისკენაა მიმართული, ინოვაციები ამ სფეროში იმაზე გაცილებით სწრაფი იქნება, ვიდრე მიკროპროცესორის შექმნით გამოწვეული გარღვევის შემდეგ იყო. მალე, ხელოვნურ ინტელექტამდე პერიოდი ისეთივე შორეულად მოგვეჩვენება, როგორც ის დრო, ეკრანზე დაწკაპუნების ნაცვლად ბრძანების ხელით შეყვანა გვიწევდა”, – წერს ბილ გეიტსი.

თავის ვრცელ წერილში, ბილ გეიტსი საუბრობს იმ ინდუსტრიებსა და სექტორებზეც, რომელთა განვითარებას, მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტი მაქსიმალურად დააჩქარებს. ერთ-ერთი ასეთი სფერო ჯანდაცვაა, რომელშიც, ბილ გეიტსი წლებია, რაც ჩართულია. მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მედიკამენტების დამზადების პროცესი გამარტივდება, ხოლო ექიმები უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთებას შეძლებენ, რადგან იმ წარმოუდგენლად დიდი მოცულობის მონაცემებს, რომლებსაც ექიმები, როგორც წესი, თავად ამუშავებენ, მათ ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს, თანაც გაცილებით მალე და ფაქტობრივად უშეცდომოდ.

“ადამიანების მოვლასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი დრამატულად დააჩქარებს სამედიცინო აღმოჩენების ტემპს. ბიოლოგიაში ძალიან დიდი რაოდენობის მონაცემები გვხვდება, ხოლო ადამიანებისთვის ყველა ბიოლოგიური სისტემის მუშაობის აღრიცხვა ძალიან რთულია. ამ მონაცემების შესწავლისა და დამუშავებისთვის, პათოგენების აღმოჩენისა და მათ შესაბამისად მედიკამენტების შექმნისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა უკვე არსებობს. გარკვეული კომპანიები ამ გზით სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს უკვე ავითარებენ.

შემდეგი თაობის ხელსაწყოები გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება და მათი გამოყენებით მეცნიერები მედიკამენტების უკუჩვენებების დადგენას და სწორი დოზირების განსაზღვრას შეძლებენ. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გეიტსების ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ისაა, რომ ეს ხელსაწყოები გამოყენებულ იქნას ჯანდაცვის პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ღატაკ ადამიანებს აწუხებთ, ვგულისხმობ შიდსს, ტუბერკულოზსა და მალარიას”, – ვკითხულობთ ბილ გეიტსის მიერ გავრცელებულ წერილში.

ამ წერილით, ისევე, როგორც მისი წერილებისა თუ ბლოგების სრულ უმეტესობაში, ბილ გეიტსი, ცხადია, გადასწვდა განათლების საკითხებსაც. მისი შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტს განსაკუთრებული გავლენა ამ მიმართულებითაც ექნება, თანაც გლობალურ დონეზე. როგორც ბილ გეიტსი წერს, ახალ ტექნოლოგიას გავლენა ექნება არამხოლოდ განათლების პერსონალიზებაზე, რაც, თავისთავად, ძირძველი ინდუსტრიის ხარისხს აამაღლებს, არამედ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზეც, რადგან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, განათლების ხარჯი კოლოსალურად შემცირდება. აღნიშნული კი, ღარიბი ქვეყნების მოსახლეობებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას გაუზრდის და საბოლოო ჯამში, მათ ცხოვრების დონეს აამაღლებს.

“ვფიქრობ, მომავალი ათი წლის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა, საბოლოო ჯამში, შეასრულებს საკუთარ დაპირებას სწავლებისა და სწავლის რევოლუციონერების მიმართულებით. ხელოვნურ ინტელექტს ეცოდინება შენი ინტერესები და სწავლის სტილი, რასაც პერსონალიზებულ კონვენტს მოარგებს, რომელიც არ მოგაწყენთ. ხელოვნური ინტელექტი გაზომავს, თუ როგორ ითვისებთ მასალას, შეამჩნევს კარგავთ თუ არა ინტერესს და გაარკვევს, რა გამოტივირებთ. თან, ის მყისიერ უკუკავშირს მოგცემთ.

არსებობს ბევრი გზა, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებს და ადმინისტრატორებს დაეხმარება, მათ შორის სტუდენტის მიერ საგნის შესწავლის ხარისხის გაზომვისა და კარიერული დახმარების კუთხით. მოსწავლეების საშინაო დავალების შესასწორებლად ChatGPT-ის მსგავს ხელსაწყოებს უკვე იყენებენ”, – წერს ბილ გეიტსი.

დასავლური პოპ-კულტურის გავლენით, რომელშიც, რობოტები და ხელოვნური ინტელექტი, ხშირად არასწორად და თეორიასთან შეუთავსებლად, ბოროტ ქმნილებებად არიან წარმოჩენილები, ხელოვნურ ინტელექტზე ყოფითი საუბრისას, ადამიანებს, როგორც წესი, შიში სძლევთ. ეს შიში, თითქმის ყოველთვის, ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანებისა და მათი სამსახურების ჩანაცვლებას უკავშირდება. სიმართლის ნატამალი, ცხადია, ყველაფერში გვხვდება და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი. გარკვეული პროფესიები ისევე გაქრება, როგორც, მაგალითად, მაღვიძარას პროფესია გაქრა თავის დროზე. ჰო, არ მოგესმათ, ადრე არსებობდნენ ადამიანები, რომელთა მთავარი ცხოვრებისეული დანიშნულება სხვა ადამიანების გაღვიძება იყო. დღეს, ეს პროფესია აბსურდულადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, ისევე, როგორც მომავალში მოგვეჩვენება ბევრი ის საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებთ.

პროფესიების დიდ ტრანსფორმაციაზე ბილ გეიტსიც წერს და ამბობს, რომ გარდამავალ ეტაპზე, ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლა ადამიანებს სახელმწიფოებმა უნდა გაუმარტივონ. მისივე თქმით, არსებობს ისეთი საქმიანობებიც, რომლებსაც პროგრამული უზრუნველყოფა ვერასდროს გააკეთებს, მაგალითად, მასწავლებლობა და პაციენტებისა და მოხუცების მოვლა. ბილ გეიტსის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი, ადამიანების პროდუქტიულობას გაზრდის, რაც საშუალებას მოგვცემს, რუტინულ საქმეებზე უარი ვთქვათ და დრო მეტად სასარგებლო სოციალურ საქმიანობას დავუთმოთ, ანუ მეგობრებსა და ოჯახს. ამასთანავე, ბილ გეიტსი ციფრული პერსონალური ასისტენტის შექმნასაც პროგნოზირებს, რომელიც ყველა იმ საქმეს შეასრულებს, რასაც დღეს ფიზიკური ასისტენტი აკეთებს: შეხვედრებს დაგეგმავს, მეილებს გაგზავნის და მნიშვნელოვან ამბებს შეგახსენებს.

თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ბილ გეიტსი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ისევე ახასიათებს, როგორც ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიას. პირველი საფრთხე, ცხადია, ჰოლივუდური სცენარია, როცა ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტს, რომ ადამიანი საფრთხეა და მისი მოდგმის განადგურებას შეუდგება. მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი, ცხადია, შესაძლებელია, მაგრამ ეს პრობლემა დღევანდელი და მომავალი ათწლეულების საფიქრალი არ არის, რადგან ტექნოლოგია ჯერ ამ დონემდე არ მისულა.

თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კომპიუტერები, რომლებსაც დღეს ვიყენებთ, ძალიან ბევრი კრიტერიუმით ადამიანებზე გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან. აი, მაგალითად გეტყვით, რომ ელექტრული სიგნალი ადამიანის თავის ტვინში ასიათასჯერ უფრო ნელა გადაეცემა, ვიდრე სიგნალი სილიკონის მიკროჩიპში. ასე რომ, “მატრიცისა” თუ “კოსმოსური ოდისეის” სცენარამდე ჯერ დიდი დრო გვაშორებს.

ისე კი, ის პათოსი, რომელზეც ფაქტობრივად მთელი ჰოლივუდის სამეცნიერო ფანტასტიკა დგას, ახალი მიგნება საერთოდ არ არის, რადგან, რეალურად, ის ადამიანის ძალიან ღრმა შიშებს ეფუძნება და ახალი ტექნოლოგიების საწინააღმდეგოდ გალაშქრება, რეალურად, გენშიც კი გვაქვს. 1889 წელს გამოცემული ჟურნალის, Judge-ის გარეკანზე გამოსახულია კარიკატურა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟებას ეხება. როგორც ჩანს, ადამიანებს იმ დროს ელექტროენერგია აშინებდათ. ჩვენი ისტორიის განმავლობაში სხვა მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა. ავტომობილების სკეპტიკოსები, მაგალითად, ამბობდნენ რომ მანქანა ცხენს ვერასდროს ჩაანაცვლებდა. ყველას კარგად გვახსოვს ისიც, რომ ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, მათი გამოჩენის დროს, ეშმაკეულ ქმნილებებად შერაცხეს.

დასასრულს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ტექნოლოგიის გარეშე, ადამიანის მოდგმის განვითარება შეუძლებელია. ტექნოლოგიებზე უარს ვერ ვიტყვით, ცხადია, მაგრამ არც იმ რისკზე უნდა დავხუჭოთ თვალი, რომელიც მის განვითარებას თან ახლავს. უბრალოდ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ყოველთვის აზრიანად უნდა გავაკეთოთ და ვიფიქროთ.

Previous Post

სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო

Next Post

Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი

იზა გვარამაძე

Next Post
Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი

Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result