Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რას მიიჩნევენ კარგ ხელფასად ევროპის დედაქალაქებში?

by Kakhi Chakvetadze
September 11, 2024
in ეკონომიკა, მსოფლიო, სიახლეები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რას მიიჩნევენ კარგ ხელფასად ევროპის დედაქალაქებში?
0
SHARES
0
VIEWS

კარგი ხელფასი მრავალი ფაქტორის, მათ შორის, პროფესიის, განათლების, გამოცდილების, ცხოვრების წესისა და პიროვნული მოლოდინის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

Economic Research Institute-ის კვლევით დირექტორს, კრის ჩეისტინს მიაჩნია, რომ საშუალოს ზემოთ ნებისმიერი ხელფასი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც „კარგი“.

საშუალოზე მაღალი ხელფასი საშუალებას გაძლევს, დაფარო ძირითადი ხარჯები და საკმარისად დაგრჩეს პირადი საჭიროებებისთვის, მაგალითად, მოგზაურობისა და გართობისთვის, რომ არაფერი ვთქვათ დანაზოგებზე.

გთავაზობთ Euronews Business-ის გამოთვლებს, თუ რა მიიჩნევა კარგ ხელფასად ევროპის დედაქალაქებში. მაჩვენებლები დასაქმების სააგენტოების მონაცემებსა და ექსპერტების შეფასებებს ეფუძნება.

ბერლინი საშუალო გამოცდილების მქონე პროფესიონალებს წელიწადში 40,000-დან 60,000-მდე ევროს სთავაზობს

Talentup-ის თანახმად, გერმანიაში წლიური ხელფასი 64,000-დან 70,000-მდე ევროა. გადასახადების გამოკლებით, წელიწადში ეს დაახლოებით 40,000-43,000 ევროს ნიშნავს, თვეში კი 3,300-3,600 ევროს.

სხვადასხვა პროფესიის შედარებისას თვალსაჩინოა, რომ ხელფასები ოდნავ მეტია ბერლინში, ვიდრე გერმანიის სხვა ქალაქებში. უშუალოდ ბერლინში საშუალო გამოცდილების პროფესიონალების ხელფასი 40,000-დან 60,000-მდე ევროა წელიწადში.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბერლინში ცხოვრების ხარჯები გაიზარდა, ის მაინც უფრო დაბალია სხვა მთავარ ევროპულ დედაქალაქებთან, მაგალითად, ლონდონთან და პარიზთან შედარებით“, – ამბობს ManpowerGroup UK-ის მმართველი ხელმძღვანელი, მაიკლ სტული.

ლონდონში საშუალო გამოცდილების პროფესიონალები 50,000-დან (€59,455) 70,000-მდე გირვანქა სტერლინგს (€83,235) გამოიმუშავებენ

HousingAnywhere-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 2,297 გირვანქა სტერლინგია (€2,725).

ONS-ის თანახმად, ლონდონში ყოველკვირეული მედიანური შემოსავალი დიდი ბრიტანეთის საშუალო მაჩვენებელს 23%-ით აღემატება, შესაბამისად, დედაქალაქში კარგ შემოსავლად თვეში 3,643-დან 4,815-მდე ევრო უნდა მიიჩნეოდეს. წლიური შემოსავალი კი 50,000-დან (€59,455) 70,000-მდე გირვანქა სტერლინგს (€83,235) უნდა აღწევდეს.

საფრანგეთში კომფორტული ცხოვრებისთვის ერთ ადამიანს 3,200 ევრო სჭირდება

HousingAnywhere-ის მიხედვით, 2024 წელს საფრანგეთში ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 2,587 ევროა, ხოლო მედიანური ხელფასი – 1,940 ევრო.

როგორც წესი, ქვეყანაში კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო კარგი ხელფასი ერთ ადამიანზე 3,200 ევრო, ხოლო სამწევრიან ოჯახზე 5,600 ევროა.

პარიზში ცხოვრება რადგან უფრო ძვირია, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში საშუალოდ 3,400 ევროს ოდენობის ხელფასი დასჭირდებათ.

ესპანეთში კარგ ხელფასად 2,700 ევრო მიიჩნევა

HousingAnywhere-ის მონაცემებით, 2024 წელს ესპანეთში საშუალო ხელფასი 2250 ევროა, გადასახადების გარეშე კი 1785 ევრო.

გადასახადების გამოკლებით, ქვეყანაში კომფორტული ცხოვრებისთვის ერთი ადამიანის თვიური ხელფასი დაახლოებით 2700 ევროა, ხოლო ვისაც ოჯახის შენახვაც უწევს, მისთვის ხელფასი 4,000 ევროს აღწევს.

იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქ მადრიდში საშუალო ხელფასი 18%-ით მეტია ეროვნულ საშუალოზე, მარტოხელა ადამიანისთვის კარგი ხელფასი, მინიმუმ, 3,185 ევრო უნდა იყოს.

მადრიდში საშუალო გამოცდილების პროფესიონალი უნდა მოელოდეს, რომ, გადასახადების ჩათვლით, წელიწადში 35,000-დან 55,000-მდე ევროს გამოიმუშავებს.

ირლანდიაში კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 4,100-დან 6,000-მდე ევროა საჭირო

Instarem-ის თანახმად, ირლანდიაში კომფორტული ცხოვრებისთვის კარგ ხელფასად თვეში 4,100-დან 6,000-მდე ევრო მიიჩნევა.

ქვეყანაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 3,220 ევროა.

რომში ხელფასები ჩრდილოეთ ევროპის დედაქალაქებს ჩამორჩება

ManpowerGroup-ის მიხედვით, საშუალო გამოცდილების მქონე მუშაკებისთვის კარგი წლიური ხელფასი, როგორც წესი, 35,000 ევროდან 50,000 ევრომდე მერყეობს.

მართალია, რომში ხელფასები ჩრდილოეთ ევროპის ქალაქებთან შედარებით დაბალია, მაგრამ ეს ნაწილობრივ ცხოვრების დაბალი ხარჯებითაა დაბალანსებული.

Explorer-ის თანახმად, რომში კარგი ხელფასი 3,750 ევროდან 5,690 ევრომდე მერყეობს.

Explorer-ის მონაცემებით, სხვა დედაქალაქებში ხელფასები ასეთია:
  • ათენი: 2,250-3,410 ევრო;
  • ჰელსინკი: 4510-6830 ევრო;
  • კოპენჰაგენი: 5400-8180 ევრო;
  • სტოკჰოლმი: 3900-5900 ევრო.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის 2023 წლის კვლევა წარმოაჩენს, რომ ოჯახების ფინანსური კმაყოფილების თვალსაზრისით, ევროპის ქალაქებში ცხოვრების ხარისხს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.

ოჯახის ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი ადამიანების პროცენტული მაჩვენებლები 39%-დან (ათენი) 87%-მდეა (ლუქსემბურგში). ზოგადად, კმაყოფილება უფრო მაღალია ევროკავშირის ჩრდილო-დასავლურ ქვეყნებში მდებარე ქალაქებში.

ოჯახის ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილების ხარისხი ყველაზე მაღალი ამ ქვეყნებშია:
  1. ლუქსემბურგი – 87%;
  2. ოსლო – 85%;
  3. კოპენჰაგენი – 83%;
  4. სტოკჰოლმი – 82%;
  5. ბერლინი – 79%;
  6. ვენა – 79%;
  7. პრაღა – 76%;
  8. ამსტერდამი – 75%;
  9. ჰელსინკი – 75%;
  10. პარიზი – 74%.
Previous Post

How Kat Saenz Productions Handles High-Profile Events for Major Brands

Next Post

Forbes Georgia | 2024 წლის სექტემბრის ნომერი

Kakhi Chakvetadze

Next Post
Forbes Georgia | 2024 წლის სექტემბრის ნომერი

Forbes Georgia | 2024 წლის სექტემბრის ნომერი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

AllySpin Casino: Una Emocionante Experiencia en Slots para Ganancias Rápidas

July 7, 2026

Recent News

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

AllySpin Casino: Una Emocionante Experiencia en Slots para Ganancias Rápidas

July 7, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result