Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რას კითხულობენ საქართველოში – კვლევის შედეგები

by იზა გვარამაძე
აპრილი 6, 2022
in საქართველო, ყველა სიახლე
0
რას კითხულობენ საქართველოში – კვლევის შედეგები
0
SHARES
0
VIEWS

ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანია „ეისითიმ“ გასულ წელს „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა“ და „მწერალთა სახლისთვის“ ქართული წიგნის ბაზრის კვლევა მოამზადა, რომელიც 2016-2020 წლის მონაცემებს აერთიანებს. კვლევაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილებულ იქნა ქართველ მკითხველთა გემოვნებაზე – იმაზე,  თუ რას კითხულობენ ჩვენს ქვეყანაში.

წიგნის მკითხველთა კვლევა საქართველოს დედაქალაქ თბილისსა და რამდენიმე დიდ რეგიონულ ქალაქში, კერძოდ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გორში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, 16 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის ნახევარი წიგნებს გარკვეული სიხშირით კითხულობდა, მეორე ნახევარს კი ბოლო 12 თვის განმავლობაში სრულად არც ერთი წიგნი არ ჰქონდა წაკითხული.

ქართველ მკითხველთა გემოვნების დასადგენად ჯამში 1,000 ისეთი რესპონდენტი გამოიკითხა, რომელთაც 2020 წლის განმავლობაში მინიმუმ ერთი წიგნი მაინც ჰქონდათ წაკითხული. როგორც ირკვევა, მათი უმეტესობა საკითხავი ლიტერატურის შერჩევისას ყურადღებას ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციებზე, ანოტაციასა და ავტორის შესახებ ადრე შექმნილ წარმოდგენაზე ამახვილებს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2020 წელს მკითხველთა 97%-ს მხატვრული ლიტერატურიდან მინიმუმ ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს. აღნიშნულ მიმართულებას უპირატესობას გამოკითხულთა 86,5% ანიჭებს. რაც შეეხება არამხატვრულ ლიტერატურას, მას 2020 წლის განმავლობაში მკითხველთა 34% გაეცნო.

მხატვრული ლიტერატურიდან ქართველი მკითხველები ერთნაირი სიხშირით კითხულობდნენ როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ ნაწარმოებებს. ისინი ძირითად საკითხავს მკითხველთა 57%-ისთვის წარმოადგენს. რაც შეეხება სხვა პოპულარულ კატეგორიებს, ძირითად საკითხავად დეტექტივს, ჰორორსა და მისტიკას გამოკითხულთა 11%, საბავშვო წიგნებს – 6%, პოეზიას – 3%, კომიქსსა და  გრაფიკულ რომანს – 3%, სამეცნიერო ფანტასტიკას, ფენტეზისა და უტოპიას – 2%, ლიტერატურას მოზარდებისთვის – 2%, დრამატურგიას კი 1% ასახელებს.

დარჩენილი 13% არამხატვრული ლიტერატურის კატეგორიებზე შემდეგნაირად ნაწილდება: ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის შესახებ ტექსტები ძირითად საკითხავს კვლევაში მოაწილეთა 4%-ისთვის წარმოადგენს, პროფესიული / სასწავლო წიგნები – 2%-ისთვის, სამეცნიერო-პოპულარული – 2%-ისთვის, ბიოგრაფიები, მემუარები და წერილები – 1%-ისთვის, წიგნები ხელოვნებაზე / ალბომები – 1%-ისთვის, რელიგიური წიგნები – 1%-ისთვის, კულინარიული წიგნები – 1%-ისთვის, წიგნები თვითგანვითარებისთვის – 0.3%-ისთვის, ენციკლოპედიები, ლექსიკონები და გზამკვლევები – 0,2%-ისთვის, ესეისტიკა და კრიტიკა – 0,1%-ისთვის, სხვა დანარჩენი 0,2%-ისთვის.

კვლევიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით რომანის ჟანრი სარგებლობს, რომელიც, 2020 წლის მონაცემებით, ყოველი 10 მკითხველიდან 8-ს წაუკითხავს.

საგულისხმოა, რომ 2020 წლის განმავლობაში საქართველოში მკითხველთა თანაბარ რაოდენობას წაუკითხავს ქართული და თარგმნილი წიგნები. რაც შეეხება უცხოენოვან ლიტერატურას, უცხო ენაზე მკითხველთა რიცხვი კვლევაში მონაწილეთა მეოთხედს, 25%-ს შეადგენს.

კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა ტოპ ხუთი წიგნი და ავტორი, რომლებიც მკითხველებს 2020 წლის განმავლობაში წაუკითხავთ. მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ ლიდერობს. მეორე ადგილს თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“, მესამე ადგილს კი ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“ იკავებს. მეოთხე პოზიციაზე ია კარგარეთელის „სხვა უდაბნო“, მეხუთე პოზიციაზე კი ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესია“.

რაც შეეხება ყველაზე წაკითხვად ტოპ ხუთ ავტორს, მათ შორის პირველ ადგილზე ფიოდორ დოსტოევსკია. მეორე პოზიციაზე ნოდარ დუმბაძე, მესამე პოზიციაზე კი ერიხ მარია რემარკია. მეოთხე ადგილს კონსტანტინე გამსახურდია იკავებს, მეხუთე ადგილზე კი ჭაბუა ამირეჯიბია.

Previous Post

შვედეთში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ფსიქოლოგიური თავდაცვის სააგენტო ამოქმედდა

Next Post

A Georgian Businessman with a European Accent – George Svanidze

იზა გვარამაძე

Next Post
A Georgian Businessman with a European Accent – George Svanidze

A Georgian Businessman with a European Accent - George Svanidze

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result