Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რას გვეუბნება სირია-ერაყის საზღვარზე საჰაერო იერიშის მიტანა ისრაელის საჰაერო ძალების შესაძლებლობებზე?

by დავით ბერაძე
დეკემბერი 20, 2022
in თავდაცვა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
რას გვეუბნება სირია-ერაყის საზღვარზე საჰაერო იერიშის მიტანა ისრაელის საჰაერო ძალების შესაძლებლობებზე?
0
SHARES
0
VIEWS

სპარსეთის ყურის ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიბანისა და სირიის საჰაერო სივრცეები დაარღვია და ერაყის დასავლეთ ტერიტორიაზე საბჭოთა წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემების, Scud-ების აღმოსაჩენად ტერიტორია დაზვერა. გაეროსადმი წარდგენილ ფორმალურ საჩივარში ერაყი აღნიშნავდა, რომ მისიაში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი ერთეული F-15 მონაწილეობდა. სამი ქვეყნის საჰაერო სივრცის გარღვევა და დაბალ სიმაღლეზე გამანადგურებლებით ფრენა ისრაელის საჰაერო-სამხედრო ძალების შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობების თვალნათელი დემონსტრაცია გახლდათ.

1991-დან 31 წლის შემდეგ კი ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები იმავე ტერიტორიაზე კვლავ ოპერირებენ – თუმცა განსხვავებული მტრის ძებნის მიზნით. 2022 წლის 8 ნოემბერს ისრაელმა საჰაერო თავდასხმა მიიტანა სატვირთო მანქანების კოლონაზე, რომლებიც ერაყიდან სირიაში გადადიოდნენ. მოგვიანებით ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ავივ კოჩავიმ დაადასტურა, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავები ერაყისა და სირიის საზღვარზე სამიზნეების განადგურებაში მონაწილეობდნენ.

ავივ კოჩავის განმარტებით, მსგავსი სიზუსტის საჰაერო თავდასხმის განხორციელება სამხედრო და სადაზვერვო კომპონენტების ხარისხის დამსახურებაა. „ამ შესაძლებლობების გარეშე ისრაელს რამდენიმე კვირით ადრე ვერ ეცოდინებოდა ერაყიდან სირიაში კოლონის გადაადგილების შესახებ. ჩვენ ვერ გვეცოდინებოდა, რა იყო ამ სატვირთოებში, და ვერ გვეცოდინებოდა, რომ 25 სატვირთოდან ერთ-ერთს, მე-8 სატვირთოს, იარაღი გადაჰქონდა“, – განაცხადა მან.

აღნიშნულ მე-8 სატვირთოს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სწორედ ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციით მიაგნეს. ირანული იარაღის გადამზიდ სატვირთოზე საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 14 მებრძოლი განეიტრალდა. ისრაელის სადაზვერვო ინფორმაციით, ირანული იარაღი სირიის აღმოსავლეთ პროვინციაში, დაირ-უზ-ზურში, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებისათვის იყო განკუთვნილი. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ხმელეთიდან გასროლილი მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები ართულებდა. ისრაელის გენშტაბის უფროსის ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე ოპერაციების ჩატარებისას მათი მიმართულებით 30-დან 70-მდე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას უშვებენ, რომელთაც მეტწილად საბჭოთა წარმოების, მოძველებული S-200-ებიდან ისვრიან.

ერაყის შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა. ერაყის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია და ის მეტწილად 48 ერთეული რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი Pantsir-S1-ებით შემოიფარგლება. ამასთანავე, მათი დაფარვის არეალი ხელს ვერ უშლის ისრაელის საჰაერო-სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობას ერაყი-სირიის საზღვარზე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ერაყიდან ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების მიმართულებით რაკეტებს იშვიათად ისვრიან. ეს შესაძლოა იმითაც აიხსნას, რომ ისრაელის გამანადგურებლებს ერაყის ჰსთ სისტემების ოპერატიულად განადგურების შესაძლებლობა აქვთ.

საინტერესოა, რომ 2019 წელს ისრაელმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე საჰაერო იერიში მიიტანა. ეს კი 1981 წლის ივნისში ბაღდადში ბირთვულ რეაქტორ „ოსირაკზე“  მიტანილი იერიშის შემდეგ, ისრაელის მიერ განხორციელებული ყველაზე შორეული იერიში გახლდათ. სამწუხაროდ, უცნობია, აღნიშნული თავდასხმები ისრაელმა რა საშუალებებით განახორციელა, თუმცა ერთი რამ ცხადია – ეს თავდასხმები კარგი დემონსტრაცია იყო იმისა, თუ როგორი სიზუსტით შეუძლია ისრაელს სირიის მიღმა, ერაყშიც კი საჰაერო იერიშების განხორციელება.

სხვა თავდასხმების მსგავსად, ეს იერიშებიც IAF-ის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც სირიაში ირანული დაჯგუფებების განადგურება და დასუსტება წარმოადგენს. ისრაელს სირიაში ირანის მარიონეტული ძალების გავლენების შესუსტება სურს – ამისთვის კი ხშირად საჰაერო იერიშის მიტანა ერაყის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზეც უწევს.

საინტერესოა ისიც, რომ მომავალში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა დიდ რესურსს ხარჯავს უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაში.

Previous Post

სპილბერგის უცხოპლანეტელი „E.T.”-ი აუქციონზე $2.6 მილიონად გაიყიდა

Next Post

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

დავით ბერაძე

Next Post
გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result