Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რამდენს ხარჯავენ ნატოს წევრი სახელმწიფოები თავდაცვაზე

by Davit Tsiramua
April 13, 2022
in მსოფლიო, პოლიტიკა, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რამდენს ხარჯავენ ნატოს წევრი სახელმწიფოები თავდაცვაზე
0
SHARES
0
VIEWS

საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს, წევრი სახელმწიფოების თავდაცვითი უნარები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნატოს ბრძოლისუნარიანობას მისი ტექნოლოგიები, სამხედრო პოლიტიკა და ის პრინციპები განაპირობებენ, რომლებიც ალიანსის ქვაკუთხედს წარმოადგენენ. თუმცა ბუნებრივია, რომ ძლიერი ჯარის, თანამედროვე შეიარაღებისა და ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობის უკან მილიარდობით დოლარის კონტრიბუცია იმალება. სწორედ ამიტომ საინტერესოა, თუ რა უჯდებათ ნატოს წევრ სახელმწიფოებს ერთობ შესაშური თავდაცვის ინდუსტრიის აშენება, შენარჩუნება და შემდგომი განვითარება. კიდევ უფრო საინტერესოა ის, თუ სად არის ამ ყველაფერში ჩვენი, როგორც ნატოს წევრობის მსურველი სახელმწიფოს როლი და რა პერსპექტივები და შესაძლებლობები აქვს ჩვენს თავდაცვით ინდუსტრიას.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის არსებობისა და ფუნქციონირების უპირველესი მიზანი წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური და სამხედრო ალიანსის ხელშეწყობაა. ორგანიზაციის დებულება ომის პირობებში ყველა წევრ სახელმწიფოს ერთმანეთის დახმარებას ავალდებულებს. თუმცა საინტერესოა, რომ ზოგიერთ ქვეყანას ბევრად უფრო ძლიერი სამხედრო და თავდაცვითი სისტემები აქვს, ვიდრე სხვებს.

ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ თანხას თავდაცვაზე ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს – სახელმწიფო, რომელიც საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობებით მსოფლიოს აკვირვებს. 2021 წლის ფედერალური ბიუჯეტის მონაცემების თანახმად, შეერთებული შტატები წელს თავდაცვის ინდუსტრიაზე 811 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხა კოლოსალურია. ამის თქმის საშუალებას კი ის მონაცემები გვაძლევს, რასაც სხვა სახელმწიფოთა თავდაცვის ბიუჯეტებში ვაწყდებით. შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი თითქმის ორჯერ აღემატება ტოპ-10 ბიუჯეტის რეიტინგში შესულ დანარჩენი ცხრა სახელმწიფოს დანახარჯებს.

საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 75% პენტაგონზე, ანუ თავდაცვის სამინისტროზე მიდის. სწორედ პენტაგონია პასუხისმგებელი სახელმწიფოს სამხედრო პოტენციალის ტექნოლოგიურ განვითარებასა და სამხედრო პერსონალის ყოველგვარი საჭიროებებით უზრუნველყოფაზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი მაინც ხელფასებზე იხარჯება. მსგავსი სურათი თითქმის ყველა სახელმწიფოს თავდაცვის ბიუჯეტში მეორდება.

Visual Capitalist

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ სახელმწიფო საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტის 10%-ს ვეტერანთა საქმეებზე ხარჯავს. ამ თანხის 5% მიაქვს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს, 3% კი ნარკოტიკების კონტროლისათვის იუსტიციის დეპარტამენტისთვისაა გამოყოფილი. 811 მილიარდიდან 3% ატომური ენერგიის უსაფრთხოების ზომებზე იხარჯება, ხოლო საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე მისიებში კი მხოლოდ 1%.

ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან თავდაცვის ბიუჯეტის სიდიდით მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი იმყოფება. გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა ბიუჯეტმა 2021 წელს თავდაცვის ინდუსტრიისათვის 72 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. საინტერესოა, რომ გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო განაწილება ცოტათი განსხვავდება შეერთებული შტატებისაგან. მისი ბიუჯეტის დაახლოებით 25% ყოველწლიურად მომსახურე პერსონალის ხელფასებზე იხარჯება. სანაცვლოდ დაახლოებით 20%-ია გამოყოფილი ყოველწლიურად აღჭურვილობითი მხარდაჭერისათვის. დაახლოებით 10%-ს უტოლდება ინფრასტრუქტურული ხარჯები, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

შემდეგი ნატოს წევრი ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო გერმანიაა. ის 2021 წელს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად 65 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. თითქმის 60  მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს საფრანგეთიც. მის შემდეგ კი რეიტინგში სამხედრო ბიუჯეტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, იტალია და კანადა 30-მილიარდდოლარიან ჭერში ერთიანდებიან. დაახლოებით 15 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტი აქვთ ესპანეთს, ნიდერლანდებს, პოლონეთსა და თურქეთს. ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოების ათეულს სწორედ ზემოთ აღნიშნული ნატოს წევრი ქვეყნები წარმოადგენენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველი ნატოს წევრი სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ყოველწლიურად ალიანსის გაძლიერებას მოახმაროს. თუმცა ეს უკანასკნელი საკითხი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ყველასათვის ცნობილია, რომ სახელმწიფოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად არ ასრულებენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნატოს თავდაცვისუნარიანობას. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუნქციონირება ყოველწლიურად 3 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვს. აქ არ არის ნაგულისხმები თავდაცვის ხარჯები, არამედ წმინდა ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები.

ყველაზე დიდ კონტრიბუციას ნატოს განვითარებაში კვლავაც შეერთებული შტატები დებს. არსებობს მოსაზრება, რომ ნატოს არსებობა შეერთებული შტატების პრაგმატული მიზანია, შესაბამისად მისი ხარჯებიც სწორედ მან უნდა დაფაროს. თუმცა ბევრ მკვლევარს ავიწყდება ის მიზნები, რასაც ალიანსი ემსახურება. ეს გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, გაერთიანება, რომელიც კოოპერაციასა და კოლექტიურ თავდაცვაზეა ორიენტირებული.

ნატოს ფუნქციონირებისათვის გამოყოფილ თანხებს საკუთარი მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები აქვს. მისი წევრი სახელმწიფოები ათეულობით მილიონ დოლარს იხდიან სამოქალაქო პირების ხელფასებსა და შტაბბინის ფუნქციონირებაში. გარდა ამისა, მათი კონტრიბუცია აფინანსებს სტრატეგიული ბრძანებების მართვის მექანიზმებს, ერთობლივ ოპერაციებს, ადრეული გაფრთხილებისა და რადარის სისტემებსა თუ წვრთნებს. რაც შეეხება ბიუჯეტის განკარგვის მესამე ტიპს, ის თავდაცვის საკომუნიკაციო სისტემების, ნავსადგურების, აეროდრომებისა და საწვავის მარაგის საკითხების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს შიგნით მიმდინარე ფინანსური პრობლემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, ნატოს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების საშიშროება ჯერ კიდევ არ გამქრალა. მეტიც, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ალიანსი ახალი ტიპის საფრთხეების წინაშეც სულ უფრო მეტად დგება.

ქვეყნებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის კონტრიბუცია უნდა შეიტანოს თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ, თუმცა მზარდი ხარჯები კვლავაც იმის ინდიკატორია, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი მომავალშიც პრიორიტეტად რჩება. ჩვენ კი, როგორც პატარა სახელმწიფოს, მწირი რესურსებით, ისღა დაგვრჩენია, რომ ნატოს ჩვენი შესაძლებლობების გამოყენების პერსპექტივები მაქსიმალურად ეფექტურად დავანახოთ. ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების ყველაზე ეფექტიანი გზა სწორე ესაა.

Previous Post

Reuters: რუსეთი სოცმედიის გიგანტებისგან ქვეყანაში ოფისების გახსნას მოითხოვს

Next Post

ლიონელ მესიმ მე-7 „ოქროს ბურთი“ მოიგო

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ლიონელ მესიმ მე-7 „ოქროს ბურთი“ მოიგო

ლიონელ მესიმ მე-7 „ოქროს ბურთი“ მოიგო

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result