Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რამდენი მილიონი ლარის სამშენებლო მასალები იწარმოება საქართველოში?

by Davit Tsiramua
April 18, 2022
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
რამდენი მილიონი ლარის სამშენებლო მასალები იწარმოება საქართველოში?
0
SHARES
0
VIEWS

სამშენებლო სექტორი და მასთან დაკავშირებული სფეროები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 9%-ს ქმნის და 100 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. პანდემიის დროს სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც დარგის ბრუნვა 8%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელს უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებასთან ერთად, სექტორის ზრდის ტემპიც აღდგა. 2022 წელს კი აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ომი დაიწყო, რუსული აგრესიის შედეგად, ნედლეულის გლობალური ფასები მკვეთრად გაიზარდა, მიწოდების ჯაჭვები კი ახალ კრიზისში აღმოჩნდა.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამშენებლო მასალების ღირებულება. არმატურის ფასი მხოლოდ წელს 44%-ით გაიზარდა. ასევე მაღალი ტემპით იზრდება ცემენტის ფასი, ეს კი ინფრასტრუქტურის მშენებლობას დამატებით აძვირებს.

სამშენებლო სექტორი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ერთია სპეციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მოიცავს გზებს, ხიდებს, გვირაბებს, ჰესებსა და სხვა ობიექტებს, მეორე კი საცხოვრებელი სახლებისა და ნაგებობების მშენებლობაა. ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფოს კონტრაქტორები ითხოვენ მთავრობასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ფასების კორექტირებას და ნედლეულის ფასის ინდექსაციას, რადგანაც მასალების გაძვირების გამო კომპანიებს მთავრობასთან ხელმოწერილ ფასებში პროექტების დასრულება უჭირთ. საქართველოში სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. განსაკუთრებით კი ცემენტის სეგმენტში, სადაც მოხმარების ⅔-ზე მეტი ადგილობრივი წარმოებისაა. საქსტატის მიხედვით, გასულ წელს იმპორტი $44 მილიონი იყო, შესყიდული ცემენტის მოცულობა კი 850 ათასი ტონაა. შესაბამისად, ტონა ცემენტს ქვეყანა 51 დოლარად ყიდულობდა. ცემენტის ადგილობრივი წარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მსხვილი ქართული კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშებიდან. საქართველოში ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელი „ჰაიდელბერგცემენტია”, რომლის შემოსავალიც 2020 წელს 360 მილიონ ლარს შეადგენდა.

ქართული ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები – მლნ ₾

კომპანია

შემოსავალი 2019 წელს

შემოსავალი 20202 წელს

ჰაიდელბერგცემენტი

330.9

363.2

კავკაზ ცემენტი

47.6

54.4

პრაიმ ბეტონი

–

42.8

ორბი ბეტონი

–

16

ევროცემენტი

–

11.6

რაც შეეხება არმატურას და მეტალის სხვა კონსტრუქციებს, აქ ადგილობრივი წარმოების წილი ბაზრის დაახლოებით ნახევარია. იმპორტის მხრივ 2021 წელს საქართველომ 74 მილიონი დოლარის 106 ათასი ტონა არმატურა შეიძინა. იმპორტირებული არმატურის საფასური ტონაზე საშუალოდ 700 დოლარი იყო. საქართველოში არმატურისა და ფოლადის სხვა სამშენებლო მასალების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია „რუსთავის ფოლადია”, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 200,000 ტონა ფოლადს აწარმოებს.

ფოლადისა და არმატურის მწარმოებელი ქართული კომპანიების შემოსავლები – მლნ ₾

კომპანია

შემოსავალი 2019 წელს

შემოსავალი 2020 წელს

რუსთავის ფოლადი

221.6

222.8

ჯეოსთილი

212.4

182.3

რაც შეეხება სხვა სამშენებლო მასალებს, ამ მხრივ ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული მასალები ჭარბობს. რამდენიმე საერთაშორისო კორპორაციას საქართველოშიც აქვს წარმოება, მათ შორისაა გერმანული Knauf-ი, რომლის ქართული შვილობილის გაყიდვებიც 2020 წელს 62 მილიონ ლარს შეადგენდა.

ელექტროკაბელების მიმართულებითაც ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის. აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საწარმო „საქკაბელია”, რომლის შემოსავალიც 2020 წელს 40.8 მილიონი ლარი იყო.

Previous Post

Gazprom-ის ექსპორტის მაჩვენებელი 26.4%-ით შემცირდა

Next Post

მობილობა, როგორც სერვისი – ურბანული ტრანსპორტით მომსახურების გამოწვევები

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მობილობა, როგორც სერვისი – ურბანული ტრანსპორტით მომსახურების გამოწვევები

მობილობა, როგორც სერვისი - ურბანული ტრანსპორტით მომსახურების გამოწვევები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result