Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

რამდენი დახარჯეს საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ II კვარტალში?

by იზა გვარამაძე
August 12, 2025
in ეკონომიკა, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
რამდენი დახარჯეს საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ II კვარტალში?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის II კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საერთო ჯამში ქვეყნის რეზიდენტი* მოგზაურების 715.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა. ეს 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.5%-ით მეტია.

მათ შორის, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების** მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 564.3 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 385.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა. ეს წლიურ ჭრილში 7.1%-იანი ზრდაა.

ვიზიტების უმრავლესობა, 48.3%, საქართველოს რეზიდენტ 31-50 წლის ვიზიტორებზე მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვარტალში საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა – შესაბამისად, 201.3 ათასი და 106.3 ათასი ვიზიტი.

რაც შეეხება ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს, გასულ კვარტალში ეს მაჩვენებელი 582.8 მილიონ ლარს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.9%-ით ჩამორჩა. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.3%-ით, 1 032.7
ლარამდე შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტებისას გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე, ასევე განთავსებაზე მოდის.

ხარჯების კატეგორია ხარჯი (მლნ ლარი) წილი (%) საშუალო ხარჯი ვიზიტზე (ლარი)
საყიდლები 229.9 39.5 407.5
საკვები და სასმელი 155.5 26.7 275.5
განთავსება 78.6 13.5 139.4
ადგილობრივი ტრანსპორტი 63.5 10.9 112.5
გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები 23.9 4.1 42.3
სხვა 31.3 5.4 55.5
სულ 582.8 100.0 1 032.7

წყარო: საქსტატი

*ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

**ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასულები, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

Previous Post

II კვარტალში საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა

Next Post

Reuters: ტრამპის ტარიფების გამო, ინდოეთმა ამერიკული იარაღის შესყიდვის გეგმები შეაჩერა

იზა გვარამაძე

Next Post
Reuters: ტრამპის ტარიფების გამო, ინდოეთმა ამერიკული იარაღის შესყიდვის გეგმები შეაჩერა

Reuters: ტრამპის ტარიფების გამო, ინდოეთმა ამერიკული იარაღის შესყიდვის გეგმები შეაჩერა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result