Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა სჭირდებათ დამსაქმებლებს – უნარები, რომლებიც შრომის ბაზარზე დაგვაწინაურებს

by Davit Tsiramua
April 6, 2021
in რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
0
რა სჭირდებათ დამსაქმებლებს – უნარები, რომლებიც შრომის ბაზარზე დაგვაწინაურებს
0
SHARES
0
VIEWS

უნარებზე მოთხოვნები შრომის ბაზარზე გამუდმებით იცვლება და დღეს წარმატებული ადამიანისთვის აუცილებელია, ამ ცვლად მოთხოვნებს სწრაფად ერგებოდეს. საქართველოში ე.წ. Skill Mismatch-ის ანუ უნარების შეუსაბამობის პრობლემა განსაკუთრებულად მწვავეა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 31%-ს უმაღლესი განათლება აქვს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ საქართველოს მსგავსი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, არამედ მაღალშემოსავლიანი ევროპული სახელმწიფოებისთვისაც კი. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე პირების დიდ ნაწილს დასაქმებისთვის საჭირო უნარები არ გააჩნია და ისინი ხშირად ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, რომლებიც გაცილებით დაბალ კვალიფიკაციებს მოითხოვს. 2010 წელს ჩატარებული ბიზნესგამოკითხვაში მონაწილე დამსაქმებლების 34%-მა განაცხადა, რომ უჭირთ ქვეყანაში საჭირო პერსონალის პოვნა, 13% კი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების დაქირავება ურთულდება. შედეგად, სახელმწიფოში ასეთი მაღალი უმუშევრობის დონის პირობებში (18.5%), დამსაქმებლები მათთვის საჭირო უნარების, კვალიფიკაციებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ვერ პოულობენ.

ეს საკმაოდ ღრმა პრობლემაა, რომლის საწყისები დევს როგორც ეკონომიკის სტრუქტურასა და განათლების სისტემაში, ისე საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ რწმენებსა და კულტურულ სტიგმებში: უმაღლესი განათლება პრესტიჟულად მიიჩნევა, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი იღებს განათლებას იმ სფეროში, რომელზე მოთხოვნა მიწოდებასთან შედარებით ძალიან დაბალია. საბედნიეროდ, დღეს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, პროფესიული განვითარებით დაინტერესებულ ადამიანს აქვს საშუალება სხვადასხვა მონაცემისა და კვლევის საშუალებით გაიგოს, თუ ზუსტად რა უნარებზე არსებობს მოთხოვნა ბაზარზე და შესაბამისი მიმართულებით განვითარდეს. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა LinkedIn-ის (მსოფლიოში უდიდესი ბიზნესსა და დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიონალური ქსელი) მომხმარებელთა მონაცემები. მსოფლიო ბანკმა ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად შეიმუშავა Industry Skills Needs (ინდუსტრიის უნარების საჭიროებები) საზომი, რომელიც გვიჩვენებს, ყველაზე ხშირად რომელ უნარებსა და კვალიფიკაციებს აღმოაჩენთ ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაში მომუშავე Linkedin-ის წევრის პროფილზე. შედეგად, ეს საზომი გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ, კონკრეტულად რის გამო საქმდებიან ამ სფეროში და რაზე არსებობს მოთხოვნა ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა 100-ზე მეტი ქვეყნის 70 ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და არ აჩვენებს მხოლოდ საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ სურათს. გარდა ამისა, ეს კვლევა 2019 წელს, COVID 19-ის პანდემიის დაწყებამდე ჩატარდა და, შესაბამისად, არ ასახავს ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ციფრულ უნარებზე გაზრდილ მოთხოვნას.

მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ პანდემიამდეც კი თითქმის ყველა სფეროში უნარების ტოპ-10-ეულში მოხვდა ციფრული წიგნიერება. თუ 2015 წელს ეს უნარი ინდუსტრიების მხოლოდ 70%-ში იყო ყველაზე გავრცელებული, 2019 წელს ეს რაოდენობა თითქმის 90%-მდე გაიზარდა. ციფრული წიგნიერება გულისხმობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების უნარს. კვლევის ავტორები კი ამ უნარს უფრო კონკრეტულად შლიან ისეთი პროგრამების ცოდნად, როგორიცაა: Microsoft Office/Excel/Word/ PowerPoint/Outlook/ Access, Office 365, Mac, Spreadsheets.  ციფრული სფეროდან აღსანიშნავია სოციალურ მედიასთან ურთიერთობის უნარი, რომელიც პროფესიათა თითქმის 35%-ში ერთ-ერთი მოთხოვნადი უნარია. კვალიფიკაციები გრაფიკულ დიზაინსა (Adobe Photoshop /Illustrator /InDesign/Creative Suite, Web Design, Art Direction, Logo Design, Illustration) და მონაცემთა მეცნიერებებში (SQL, Analytics, Statistics, R, IBM SPSS, PL/SQL, Tableau, Statistical Data Analysis,Big Data) კი პროფესიათა 14%-ში აღმოჩნდა აქტუალური.

ამასთანავე, კვლევის ავტორებმა უნარები 5 დიდ კატეგორიად დააჯგუფეს: ინდუსტრიის სპეციფიკური უნარები, ტექ.უნარები, ბიზნესუნარები, რბილი უნარები და ე.წ. დამანგრეველი (disruptive) ტექ.უნარები. ამ კატეგორიებიდანაც ინდუსტრიის სპეციფიკური უნარების შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი ტექ.უნარები აღმოჩნდა.

გარდა ამისა, განსაკუთრებით მოთხოვნადია ლიდერობის, ჯგუფური მუშაობისა და კვლევის უნარები. ამათ მოსდევს კომუნიკაციის უნარი, უცხო ენების ცოდნა, პროექტების მენეჯმენტისა და მოლარაკებების უნარები.

სერიის მომდევნო სტატიებში უფრო ღრმად განვიხილავთ, თუ რა იგულისხმება ამ უნარებში და დეტალურად გავშლით კონკრეტულ სპეციალობებში არსებულ მოთხოვნებს.

Previous Post

რომელმა სადაზღვევო კომპანიებმა მოიზიდეს ყველაზე მეტი პრემია – რეიტინგი

Next Post

PwC: უკვე მესამედ, ყაზახეთის საუკეთესო CEO მიხეილ ლომთაძეა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
PwC: უკვე მესამედ, ყაზახეთის საუკეთესო CEO მიხეილ ლომთაძეა

PwC: უკვე მესამედ, ყაზახეთის საუკეთესო CEO მიხეილ ლომთაძეა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result