Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა ქონებას ფლობენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები?

by Salo Papalashvili
November 10, 2023
in მსოფლიო, პოლიტიკა, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
რა ქონებას ფლობენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები?
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტის არჩევამდე წელიწადზე ოდნავ მეტი დროა დარჩენილი. 2024 წლის ნოემბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა რიგებიდან კანდიდატურა უკვე წამოაყენა თეთრი სახლის მოქმედმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა, ხოლო რესპუბლიკელთა რიგებიდან ერთ-ერთი – ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

არჩევნებამდე ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა ქონების წმინდა ღირებულება შეაფასა. როგორც აღმოჩნდა, სიაში, რომელიც სულ 16 პირს აერთიანებს (მათ შორის გამორიცხულ კანდიდატებსაც), ერთადერთი მილიარდერი სწორედ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტია. გამოცემის შეფასებით, ტრამპის ქონების წმინდა ღირებულება $2.6 მილიარდია.

საერთო ჯამში, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის თექვსმეტივე კანდიდატი კოლექტიურად $4 მილიარდის ქონებას ფლობს – ბევრად ნაკლებს, ვიდრე 2020 წელს, როდესაც არჩევნებში მულტიმილიარდერები მაიკლ ბლუმბერგი და ტომ სტეიერი მონაწილეობდნენ. მიმდინარე სიაში კი, როგორც აღინიშნა, სულ ერთი მილიარდერია, წყვილიც სენტიმილიონერი, დანარჩენი კანდიდატები კი მილიონერები არიან.

დოლანდ ტრამპი, 77 წლის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი | რესპუბლიკელი | $2.6 მილიარდი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მამისგან, ფრედ ტრამპისგან მემკვიდრეობით, $500 მილიონზე მეტის (დღევანდელი კურსით) ღირებულების ქონება მიიღო. უმცროსმა ტრამპმა თანხა კაზინოებში, სასტუმროებში, საოფისე შენობებში, სასახლეებსა თუ სხვა აქტივებში დააბანდა. ამჟამად ტრამპის ქონება $2.6 მილიარდადაა შეფასებული, რაც მას კანდიდატთა შორის ერთადერთ მილიარდერად აქცევს. ცნობისთვის, ტრამპის წინააღმდეგ შტატებში არაერთი სასამართლო დავაა აღძრული. მათ შორის კაპიტოლიუმზე თავდასხმისა და ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის ბრალდებით.

ვივეკ რამასვამი, 38 წლის

მეწარმე | რესპუბლიკელი | $880 მილიონი

38 წლის ბიზნესმენს პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს. რამასვამიმ კარიერა უოლ-სტრიტზე, ბიოტექნოლოგიურ აქციებში ინვესტიციებით დაიწყო, 2014 წელს კი Roivant Sciences-ი დააარსა. დღეს კომპანიის ღირებულება $7 მილიარდზე ნაკლებია, რამასვამიმ კი აქციების გაყიდვით დაახლოებით $150 მილიონი მიიღო. 2021 წელს, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მილიონერმა ბიზნესმენმა საინვესტიციო ფონდი Strive Asset Management-ი დააარსა, რომელიც მომხმარებელთა $1 მილიარდის ღირებულების აქტივებს მართავს და $300 მილიონადაა შეფასებული.

დაგ ბურგუმი, 67 წლის

ჩრდილოეთ დაკოტის გუბერნატორი | რესპუბლიკელი | მინიმუმ $100 მილიონი

ბურგუმის ქონების საწყისი Microsoft-ის მიერ 2001 წელს Great Plains Software-ის შესყიდვას უკავშირდება – ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომლის აღმასრულებელი დირექტორი თავად იყო. Burgum-ის პორტფოლიო ახლა მოიცავს სახლებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩრდილოეთ დაკოტის უძრავი ქონების განვითარების ფირმასა და კერძო ინვესტიციების ჰოლდინგებს.

რობერტ კენედი უმცროსი, 69 წლის

ადვოკატი | დამოუკიდებელი | $15 მილიონი

ჯონ კენედის 29 შვილიშვილიდან ერთ-ერთი აქციებს ოჯახის 1926 წლით დათარიღებულ ტრასტებში ფლობს. თუმცა კენედის ქონების უდიდესი ნაწილი მის, როგორც გარემოსდაცვითი იურისტისა და ავტორის საქმიანობას უკავშირდება.

კრის კრისტი, 61 წლის

ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი | რესპუბლიკელი | $15 მილიონი

ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორის ქონება, 2018 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა – ძირითადად მისი იურიდიული ფირმისა და საკონსულტაციო დაწესებულების წყალობით.

ჯო ბაიდენი, 80 წლის

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი | დემოკრატი | $10 მილიონი

პრეზიდენტის ქონების დიდი ნაწილი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მათ შორის დელავერის შტატში მდებარე სახლს უკავშირდება, რომელიც ამჟამად $4.5 მილიონადაა შეფასებული. პრეზიდენტი წლების განმავლობაში ქონების რეფინანსირებასაც ახდენდა. 2017 წელს, ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბაიდენმა წიგნებითა და გამოსვლებით $11.1 მილიონი გამოიმუშავა.

ნიკი ჰეილი, 51 წლის

სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი | რესპუბლიკელი | $8 მილიონი

ნიკი ჰეილიმ 2018 წელს, ტრამპის ადმინისტრაციისას, გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობა დატოვა. როგორც მაშინ მისი სპიკერი იუწყებოდა, მისი ოჯახის ფინანსურ პრობლემებს (მისი მშობლები $1 მილიონზე მეტის ვალს ფლობდნენ) „არანაირი გავლენა არ ჰქონდა ელჩის გადაწყვეტილებაზე თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით“.  ტრამპისადმი მიწერილ წერილშივე, ჰეილიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, როგორც ბიზნესმენი, მის კერძო სექტორში დაბრუნებას უკან გადადგმულ ნაბიჯად არ შეაფასებდა. ამის შემდეგ ჰეილის ქონების წმინდა ღირებულება $1 მილიონზე ნაკლებიდან, $8 მილიონამდე გაიზარდა.

ფრენსის სუარესი, 46 წლის (გამორიცხული)

მაიამის მერი | რესპუბლიკელი | $6 მილიონი

$6-მილიონიანი ქონების დაგროვება სუარესმა 12 წლის განმავლობაში, თანამდებობაზე ყოფნისას კერძო სექტორის სამუშაოებზე მუშაობით მოახერხა. 2017 წლიდან სუარესმა მაიამის მერის რანგში კომპენსაციის სახით $130,600 მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, ბევრად მეტი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფირმა Quinn Emanuel Urquhart & Sullivan-ში ადვოკატად მუშაობისას გამოიმუშავა.

მაიკ პენსი, 64 წლის (გამორიცხული)

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი | რესპუბლიკელი | $4 მილიონი

მაიკ პენსი 2013-2017 წლებში ინდიანის გუბერნატორად, 2017-2021 წლებში კი  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად მსახურობდა. პენსი მილიონერად 2019 წელს სახელმწიფო და ფედერალური პენსიების წყალობით იქცა, თუმცა მისი ქონება მკვეთრად 2021 წლის იანვარში, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ გაიზარდა. სიტყვით გამოსვლებით, 2022 წლის დასაწყისიდან, პენსმა $3.4 მილიონი გამოიმუშავა, $1.4 მილიონის კომპენსაცია კი მისი მემუარებისთვის მიიღო.

ლარი ელდერი, 71 წლის (გამორიცხული)

რადიოწამყვანი | რესპუბლიკელი | $4 მილიონი

ელდერმა, რომელიც საპრეზიდენტო რბოლას ოქტომბერში გამოეთიშა, ქონების უდიდესი ნაწილი უძრავ ქონებაზე ფსონების გაკეთებით დააგროვა. ელდერმა წლების განმავლობაში მილიონობით დოლარი ჩადო ლოს-ანჯელესის უძრავ ქონებაში, ერთი სახლი ყადაღით დაკარგა, მეორე შეინარჩუნა, მესამე მემკვიდრეობით მიიღო. 2000 წელს მისი პირველი წიგნიც გამოსცა – „ათი რამ, რისი თქმაც ამერიკაში არ შეგიძლია“. წიგნი ორი კვირის განმავლობაში New York Times-ის ბესტსელერთა სიაში იყო.

მარიან უილიამსონი, 71 წლის

ავტორი | დემოკრატი | $2.5 მილიონი

უილიამსონი ცნობილი 1992 წელს, სულიერი განვითარების პროგრამაზე მისი პირველი წიგნის გამოქვეყნებით გახდა. ოპრა უინფრის მხარდაჭერით, უილიამსონმა ეს წარმატება გამოსვლებითა და უფრო მეტი წიგნის გამოცემით, შემოსავლის წყაროდ აქცია. თუმცა ავტორის სიმდიდრე ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რაც ექსტრავაგანტური ხარჯებისკენ მისი მიდრეკილების შედეგია.

რონ დესანტისი, 45 წლის

ფლორიდის გუბერნატორი | რესპუბლიკელი | $1.5 მილიონი

დესანტისმა მისი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი ლიბერალურ ელიტებთან ბრძოლაში გაატარა. ამის შესახებ წიგნიც დაწერა, რამაც დესანტისის ქონების წმინდა ღირებულება სულ რაღაც ორ წელში გააორმაგა. მუშათა კლასში გაზრდილი დესანტისი მცირე წილს ფლობს ნავთობის ფონდში, ორ მოკრძალებულ პენსიას, ნაღდი ფულის მარაგს და ფედერალურ შემნახველ ანგარიშსაც.

ასა ჰატჩინსონი, 72 წლის

არკანზასის ყოფილი გუბერნატორი | რესპუბლიკელი | $1.5 მილიონი

ჰატჩინსონის კარიერა ადვოკატობით დაიწყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკაში ყოფნით, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშავა. კონგრესში ოთხი წელი დაყო, რვა წელი კი არკანზასის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, რამაც საკმაოდ კარგი პენსიაც უსახსოვრა. ყოფილი გუბერნატორის სიმდიდრე მის $1.2-მილიონიან სახლს, ფედერალურ და სახელმწიფო პენსიასა და საინვესტიციო პორტფელს უკავშირდება.

ტიმ სკოტი, 58 წლის

სამხრეთ კაროლინას სენატორი | რესპუბლიკელი | $1 მილიონი

სკოტმა, რომელიც ღარიბ ოჯახში დაიბადა, საკუთარი სადაზღვევო კომპანია შექმნა, ჩადო ინვესტიცია უძრავ ქონებაში და აშშ-ის სენატამდეც მიაღწია, სადაც ის ერთადერთი შავკანიანი რესპუბლიკელია. მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი უძრავ ქონებას უკავშირდება, ასევე კონგრესში გატარებული წლების მიერ უზრუნველყოფილ პენსიასა და ოთხ წიგნს.

კორნელ უესტი, 70 წლის

პროფესორი, ავტორი | დამოუკიდებელი | განსასაზღვრია

თავად უესტის ინფორმაციით, ის წელიწადში, ნიუ-იორკის სასულიერო სემინარის პროფესორის რანგში $150,000-ს გამოიმუშავებს. გამოსვლები და წინასწარ ჩაწერილი ლექციები მასტერკლასებისთვის კი, 2022 წელს ნახევარი მილიონი დოლარის გამომუშავებაშიც დაეხმარა. თუმცა, ძვირად ღირებული ცხოვრების სტილი და გადაუხდელი გადასახადები, მისი ქონების წმინდა ღირებულებას ნულთან მიახლოებულად აფასებს.

დინ ფილიპსი, 54 წლის

კონგრესმენი მინესოტადან | დემოკრატი | განსასაზღვრია

ბიზნესმენმა სიმდიდრის ნაწილი ლიქიორის საოჯახო კომპანიის მეშვეობით დააგროვა, ასევე გახლავთ აშშ-ში ნაყინის ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის Talenti Gelato-ს აღმასრულებელი დირექტორი. პრეზიდენტობისთვის კანდიდატურა 2023 წლის ოქტომბერში, ბაიდენისთვის კონკურენციის გასაწევად წამოაყენა მოტივით, რომ ქვეყანას ამერიკელი ლიდერების ახალი თაობა სჭირდება.

Previous Post

Forbes Georgia | 2023 წლის ნოემბრის ნომერი

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მეშვიდე DataFest-ი დაიწყო

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მეშვიდე DataFest-ი დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მეშვიდე DataFest-ი დაიწყო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025

Recent News

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result