Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა მოცულობის დახმარება სჭირდება უკრაინას ეკონომიკის შესანარჩუნებლად?

by Salo Papalashvili
February 2, 2024
in ეკონომიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რა მოცულობის დახმარება სჭირდება უკრაინას ეკონომიკის შესანარჩუნებლად?
0
SHARES
0
VIEWS

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს, რის გამოც კიევის მთავრობის მთავარ პრიორიტეტად კვლავ თავდაცვა რჩება. შედეგად, 2024 წლის ხარჯებიდან, ნახევარზე მეტი – €82 მილიარდი – სწორედ თავდაცვის სექტორისთვისაა განკუთვნილი, რაც, თავის მხრივ, სხვა მიმართულებებისთვის დაფინანსებების შემცირებაში გამოიხატება.

შექმნილმა მდგომარეობამ უკრაინა უცხოელი დონორების ფინანსურ დახმარებაზე გახადა დამოკიდებული, დაფინანსების ძირითად წყაროს კი ომში მყოფი ქვეყნისთვის ევროკავშირი, შეერთებული შტატები და G7-ის სხვა პარტნიორები წარმოადგენენ. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2024 წლის განმავლობაში ქვეყანას ეკონომიკის შესანარჩუნებლად €34.45 მილიარდი დასჭირდება – მცირედით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს მიიღო. €34.45 მილიარდმა არსებული €39-მილიარდიანი დეფიციტის დიდი ნაწილი უნდა დაფაროს.

თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ვეტოს მოხსნისთანავე, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის €50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცეს. სპეციალური ფონდი, რომელიც „უკრაინის მექანიზმის“ სახელითაა ცნობილი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიცემა. დამატებით, უკრაინას €10.9 მილიარდის ფინანსურ დახმარებას ვაშინგტონიც დაჰპირდა.

ამასთან ერთად კიევი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) €5 მილიარდის სესხის დამტკიცებასაც ელის. €34.45-მილიარდიანი საჭიროების დარჩენილ ნაწილს კი, სავარაუდოდ, სხვა პარტნიორები დაფარავენ, მათ შორის: გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, კანადა და იაპონია. უცხოელი პარტნიორებისგან ფინანსური დახმარება აუცილებელია ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების შესანარჩუნებლად, როგორიცაა: განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, პენსიები, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება.

უკრაინა შემოსავლების უმეტეს ნაწილს უშუალოდ ომის წარმოებისთვის იყენებს, ხოლო სხვა სექტორებისთვის დასავლელი პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული. თუმცა ბოლო პერიოდში დასავლელი პარტნიორებისგან დაფინანსების მიღების პრობლემები შეიქმნა. მიუხედავად ომში მყოფი ქვეყნის არაერთგზის თხოვნისა, ხუთშაბათ დილამდე, კიევისთვის ახალი დაფინანსების გადაცემას ცალმხრივად ბლოკავდა უნგრეთის პრემიერი ორბანი.

ამას კი აშშ-ში რესპუბლიკელების წინააღმდეგობაც დაერთო თან, რამაც ქვეყნისთვის დახმარების გადაცემა შეაფერხა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინადადება კონგრესში იდეოლოგიური დაპირისპირების საკითხად იქცა. რესპუბლიკელები, უკრაინისთვის დაფინანსების დამტკიცების სანაცვლოდ, ქვეყანაში საიმიგრაციო და სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას ითხოვენ.

დაფინანსების მიღების პროცესში წარმოქმნილმა შეფერხებებმა აიძულა კიევი, სერვისების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ზომები მიეღო. თუმცა ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილებით, ამ ყველაფერს მხოლოდ დროებითი სახე ექნება და იმედოვნებენ, რომ ქვეყანა 2023 წელს მიღწეული პროგრესის შენარჩუნებას წელსაც მოახერხებს.

Previous Post

მასშტაბური SOLO Visa კამპანია დაიწყო

Next Post

თიბისის მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

Salo Papalashvili

Next Post
თიბისის მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

თიბისის მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result