Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

რა ხდებოდა Forbes Georgia Banking Conference 2025-ზე

by Forbes.ge
July 11, 2025
in ეკონომიკა, საქართველო, ღონისძიებები, ყველა სიახლე
0
რა ხდებოდა Forbes Georgia Banking Conference 2025-ზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

21 მაისს Forbes Georgia-მ, Concept Digital-თან და Identomat-თან ერთად Forbes Georgia Banking Conference 2025 გამართა.

ღონისძიებამ, რომელიც Stamba-ის სივრცეებში Warehouse Bar & Terrace ჩატარდა,  საბანკო თუ ფინტექ-ინდუსტრიებიდან არაერთ წამყვან ორგანიზაციასა და 100-ზე მეტ ლიდერს მოუყარა თავი. 

კონფერენციის მიზანი იყო, მარეგულირებელი ჩარჩოების მუდმივი ცვლილებებისა და ტექნოლოგიური გარდატეხის პერიოდში, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინა სიცხადე, ცოდნა და პლატფორმა პროგნოზებისა და შეხედულებების გასაზიარებლად. 

Forbes Georgia Banking Conference 2025 სტუმრების მიღებითა და ნეთვორქინგით დაიწყო. ღონისძიების პროგრამა ფოკუსირებული იყო იმ კრიტიკულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელთა წინაშეც სექტორი ამჟამად დგას – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწყებული, ღია ბანკინგითა და ფინტექით დასრულებული.

ღონისძიების გამხსნელი Keynote პრეზენტაცია ეხებოდა ფულის ანატომიას, მის წარსულსა, მომავალს და ქართული ლარის შექმნის ისტორიას. ამ თემაზე ეკონომისტმა გიორგი ბაქრაძემ ისაუბრა. 

სპიკერი გიორგი ბაქრაძე

მეორე Keynote-ის თემა იყო ღია ბანკინგი და ღია ფინანსები, რომელიც აუდიტორიას საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორმა, მიხეილ კაპანაძემ წარუდგინა.

რაც შეეხება მესამე Keynote-ს — საბანკო საქმიანობის მომავალს ხელოვნური ინტელექტით მართულ სამყაროში — ამ თემაზე Concept Digital-ის თანადამფუძნებელმა, იოანე ჩიქოვანმა ისაუბრა.

კონფერენციის დასკვნით ეტაპზე გაიმართა პანელური დისკუსია — ბანკინგი გარდამავალ პერიოდში: ინოვაცია და ფინტექის როლი. ამ სეგმენტში მონაწილეობდნენ: ზურაბ კოტარია (Identomat), დავით კიკვიძე (Fintech Association) მიხეილ ნონიკაშვილი (Eurocredit), დავით ზღუდაძე (Mastercard). მოდერატორი ილია რევია (Crystal) იყო.

ამავე თემაზე:

  • ფინტექი, როგორც აწმყო
  • Top 20: ყველაზე მოგებიანი მიკროსაფინანსოები
  • გარდაქმნის სტრატეგიული კოდი

ღონისძიებას უძღვებოდა გიორგი მირზიკაშვილი, ტექნოლოგიური სტარტაპის, Optio-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც დღის ბოლოს საკუთარი შთაბეჭდილებები და  მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საკუთარი აზრიც გაგვიზიარა:

სანამ Optio-ს დავაფუძნებდი, 10 წელიწადი ვიმუშავე საქართველოს საბანკო სექტორში, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ბანკებმა სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადეს და ბაზარზე არაერთი ახალი პროდუქტი თუ ტექნოლოგიური ინოვაცია დანერგეს. ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ არაერთი რთული გამოწვევაც, რომელსაც ქართულმა საბანკო სისტემამ წარმატებით გაართვა თავი. 

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საბანკო და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ხშირად გაცვალონ აზრები, იდეები და შეხედულებები.  ამგვარი კონფერენციები აჩენს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებსაც, რაც საქართველოს მთლიანი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

პანელური დისკუსიის დასრულებისა და კითხვა-პასუხის სესიის შემდეგ საღამო Warehouse Bar-ში, არაფორმალურ გარემოში ნეთვორქინგითა და აზრების გაცვლის შესაძლებლობით გაგრძელდა.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები იყვნენ: Mastercard და Eurocredit

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: Crystal, Optio.AI, და ProCredit Bank. 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს ფინტექ ასოციაცია, საქართველოს საბანკო ასოციაცია და Adjara Group.

Forbes Georgia გეგმავს, მომავალშიც უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და ხელი შეუწყოს ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოთამაშეებს, რომ ერთმანეთს ხედვა და გეგმები გაუზიარონ. 

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ღონისძიებები პლატფორმაა ტექნოლოგიური პროგრესისთვის:

Forbes Georgia Banking Conference 2025 არ იყო მხოლოდ ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეების თავშეყრა — ეს იყო პლატფორმა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის. არ იქნება გადამეტებული იმის თქმა, რომ რეგიონის ფინტექ მომავალი საქართველოში განისაზღვრება და კონფერენციაც სწორედ ამას ასახავდა. ვამაყობთ, რომ კიდევ ერთხელ მოვუყარეთ თავი ინოვატორებს და ვრჩებით მდგრადი ტექნოლოგიური პროგრესისა და ქვეყნის ყველაზე კრიტიკული სექტორების სანდო მხარდამჭერებად.

ორგანიზატორების შესახებ

Forbes Georgia ქვეყნის წამყვანი ბიზნეს მედია პლატფორმაა, რომელიც მკითხველს  ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს ბიზნესის, ინვესტიციების, ტექნოლოგიების, ლიდერობისა და სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ.

Concept Digital წარმოადგენს ციფრული გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების სააგენტოს, რომელიც კომპანიებს მასშტაბირებასა და ზრდაში ეხმარება.

Identomat გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტით უზრუნველყოფილ იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის გადაწყვეტილებებს. კომპანიის მისიაა, დაცული, მარტივი და სანდო ციფრული გარემო შექმნას ბიზნესებისა და მომხმარებლებისათვის.

Tags: Adjara Group.Concept DigitalCrystalEurocreditFintech AssociationForbes Georgia Banking Conference 2025IdentomatMastercardOptioOptio.AIProCredit Bank.Warehouse Bar & Terraceგიორგი ბაქრაძეგიორგი მირზიკაშვილიდავით ზღუდაძედავით კიკვიძეზურაბ კოტარიაილია რევიამიშა ნონიკაშვილიმიხეილ ნონიკაშვილისაქართველოს საბანკო ასოციაციასაქართველოს ფინტექ ასოციაციაღია ბანკინგიშოთა დიღმელაშვილი
Previous Post

ირანის პარლამენტმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პაქტი დაამტკიცა

Next Post

Forbes: მილიარდერები, რომელთაც ქონება სხვებისთვის მუშაობით დააგროვეს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Forbes: მილიარდერები, რომელთაც ქონება სხვებისთვის მუშაობით დააგროვეს

Forbes: მილიარდერები, რომელთაც ქონება სხვებისთვის მუშაობით დააგროვეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result