Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: მილიარდერები, რომელთაც ქონება სხვებისთვის მუშაობით დააგროვეს

by Salo Papalashvili
May 23, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes: მილიარდერები, რომელთაც ქონება სხვებისთვის მუშაობით დააგროვეს
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიურ რეიტინგში, ძირითად შემთხვევაში, ორი ტიპის მილიარდერებს ვხვდებით. მათ, ვინც ქონება მსხვილი კომპანიების დაარსების წყალობით დააგროვეს, ან უფრო მარტივად, მემკვიდრეობით მიიღეს. ამის მიუხედავად, რეიტინგში იშვიათად, მაგრამ მაინც მოიძებნებიან პირები, რომელთაც მილიარდერის სტატუსი სხვებისთვის მუშაობით მოიპოვეს.

საერთო ჯამში, Forbes-ის 2025 წლის რეიტინგში ე.წ. „დაქირავებული“ მილიარდერების რაოდენობა 49 პირს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს მათი რიცხვი 29 მილიარდერს უტოლდებოდა. Forbes-ის შეფასებით, მათი რაოდენობა, აქციების ღირებულების ზრდისა და აღმასრულებლების მაღალი ანაზღაურების პაკეტების წყალობით, სამომავლოდ ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

საინფორმაციო ფირმა Equilar-ის მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორის საშუალო წლიური ხელფასი შვიდჯერაა გაზრდილი. 2010 წელს მათი საშუალო წლიური ანაზღაურება $46 მილიონს უტოლდებოდა, ხოლო პიკს – $330 მილიონს – 2021 წელს მიაღწია.

მაშინ როდესაც ამერიკელების უმრავლესობა ქონებას ძირითადად ხელფასის ან საათობრივი გასამრჯელოს საშუალებით აგროვებს, აღმასრულებლები ხშირად ანაზღაურების დიდ ნაწილს აქციების ოფციონების სახით იღებენ. საკონსულტაციო ფირმა Semler Brossy-ის მონაცემებით, აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების პაკეტში, საშუალო სააქციო კომპონენტი 2012 წლის 54%-დან 2023 წლისთვის 66%-მდეა გაზრდილი. აღმასრულებლების სიმდიდრის მატებაზე დადებითი გავლენა ბოლო წლებში აქციების ღირებულების ზრდამაც იქონია. მაგალითისთვის, S&P 500-ის ინდექსი 2010 წლის შემდეგ თითქმის 370%-ით და 2021 წლიდან კი 25%-ით გაიზარდა.

შედეგად, თუ 2010 წელს ჯამში აშშ-ის 403 მილიარდერიდან მხოლოდ შვიდი იყო ე.წ. „დაქირავებული“ მილიარდერი, წელს მათი რიცხვი 49 პირს აღწევს. შედეგად, დღეს ამერიკის თითქმის 900 მილიარდერიდან 5% დაქირავებული მუშაკია. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის რეიტინგიდან ექვსი მილიარდერი წლევანდელ სიაშიც გვხვდება, მათ შორის: Microsoft-ის სტივ ბალმერი და Google-ის ერიკ შმიდტი, ასევე eBay-ის ჯეფ სკოლი და მეგ უიტმენი, სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი Stryker-ის ჯონ ბრაუნი და Blackstone-ის ჰამილტონ ჯეიმსი.

წლევანდელ რეიტინგს 18 ახალწვეულიც ჰყავს. Forbes-ის „დაქირავებულ“ მილიარდერთა რეიტინგის ახალ წევრებს შორის არიან Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, FICO-ს აღმასრულებელი დირექტორი უილიამ ლენსინგი, SpaceX-ის პრეზიდენტი და ოპერაციული დირექტორი გვინ შოტველი, Tesla-ს ტექნოლოგიების მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი ჯეფრი სტრაუბელი, Nvidia-ს საბჭოს წევრი ჰარვი ჯონსი და ა.შ.

დაქირავებულ მილიარდერთა ათეული 2025 რეიტინგის მიხედვით:

  1. სტივ ბალმერი: Microsoft-ის ყოფილი CEO – $130 მილიარდი
  2. ერიკ შმიდტი: Google-ის ყოფილი CEO – $22.5 მილიარდი
  3. რამზი მუსალამი: Veritas Capital-ის CEO – $9.2 მილიარდი
  4. ჯონათან გრეი: Blackstone-ის პრეზიდენტი და COO – $9 მილიარდი
  5. ჯონ ბრაუნი: Stryker-ის ყოფილი თავმჯდომარე და CEO – $8.4 მილიარდი
  6. ჩარლზ სიმონი: Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი უფროსი არქიტექტორი – $7.8 მილიარდი
  7. ჯეფ როზჩაილდი: Facebook-ის ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი – $6.2 მილიარდი
  8. ჯეფ სკოლი: ebay-ის ყოფილი პრეზიდენტი – $5.2 მილიარდი
  9. ჯაიშრი ულალი: Arista Networks-ს CEO და თავმჯდომარე – $4.7 მილიარდი
  10. ჰამილტონ ჯეიმსი: Blackstone-ის ყოფილი აღმასრულებელი თავმჯდომარე – $4.6 მილიარდი
Previous Post

რა ხდებოდა Forbes Georgia Banking Conference 2025-ზე

Next Post

The Trump Organization-ი ვიეტნამში გოლფის კურორტის $1.5-მილიარდიან პროექტს განახორციელებს

Salo Papalashvili

Next Post
The Trump Organization-ი ვიეტნამში გოლფის კურორტის $1.5-მილიარდიან პროექტს განახორციელებს

The Trump Organization-ი ვიეტნამში გოლფის კურორტის $1.5-მილიარდიან პროექტს განახორციელებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result