Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ზრდას?

by იზა გვარამაძე
June 23, 2025
in ეკონომიკა, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
რა განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ზრდას?
0
SHARES
0
VIEWS

2022-2023 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი, პანდემიის დასრულებასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ამ ომისგან ეკონომიკის მხრივ დანაკარგზე მეტი სარგებელი მიიღო.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში კი, წინასწარი მონაცემებით, ზრდა 9.3% იყო. 

2024 წელი

უკვე სრულად არის ცნობილი 2024 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც 2024 წლის ეკონომიკური ზრდის ფაქტორების მიმოხილვის საშუალებას იძლევა. 

ეკონომიკის ზრდაში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იგულისხმება. რეალური მშპ-ის ზრდა უჩვენებს ერთი წლის განმავლობაში რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. რეალური მშპ-ის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრდილ ბრუნვას.

მშპ-ის სექტორებად ჩაშლილი მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წელს ყველაზე მეტად შემდეგი სექტორები გაიზარდა: განათლება – 29%, ინფორმაცია (IT) და კომუნიკაცია – 24%, სახელმწიფო მმართველობა – 18%, ადმინისტრაციული საქმიანობები – 18%, გართობა და დასვენება – 16%, საფინანსო საქმიანობა – 15%. კლება მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების სექტორში დაფიქსირდა -8%.

ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია სექტორი, რადგან რაც უფრო დიდ სექტორშია მაღალი ზრდა, მით უფრო სწრაფად იზრდება ქვეყნის ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის 9.4%-იან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა შეიტანა – 1.6% პუნქტი. ეს სექტორი 2022 წელს – 59%-ით, 2023 წელს – 27%-ით, ხოლო 2024 წელს 24%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ზრდა საქართველოში ჩამოსულმა რუსმა, ბელარუსმა და უკრაინელმა ემიგრანტებმა განაპირობეს. საქსტატის ბიზნესრეგისტრის მონაცემებით, საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სფეროში (ინდმეწარმეების ჩათვლით). აქედან,  6,000-მდე 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის რეგისტრირებული საქართველოში და მათი 90% რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. საბოლოოდ გამოდის, რომ საქართველოში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების 80%-მდე რუსეთის მოქალაქეებისაა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სხვა ქვეყნის რეზიდენტებისთვის  კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების გაწევის ჯამურმა ღირებულებამ 2021 წელს – 153 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2024 წელს 527 მლნ დოლარი შეადგინა.

ზრდაში წილით მეორე ადგილზე განათლების სექტორია, რომელიც 29%-ით გაიზარდა და ჯამურ ზრდაში 1.5% პუნქტი წილი შეიტანა. განათლებაში ყველაზე სწრაფად მზარდი უცხოელი სტუდენტების მიღებაა. 2024 წელს უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 6.4 ათასით გაიზარდა, ხოლო ბოლო 3 წელიწადში 20 ათასით არის გაზრდილი და ბოლო მონაცემებით, საქართველოში 37 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

სახელმწიფო მმართველობის ზრდის წილი ჯამურ ზრდაში 1.2% პუნქტია. მასში სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურება იგულისხმება და, გარკვეულწილად, ბიუროკრატიის ზრდასაც მიანიშნებს.

ვაჭრობა და ავტომობილების რემონტი 6.7%-ით გაიზარდა, მაგრამ რადგან ეს სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილია, ჯამურ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი – 1% პუნქტი შეიტანა. ვაჭრობის ზრდაზე გავლენა ჰქონდა როგორც უცხოელი მიგრანტების რიცხვის ზრდას, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტის ზრდას, რამაც ავტომობილების რემონტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა.

9.4%-იან ზრდაში 5% პუნქტამდე ისეთ სექტორებზე მოდის, რომელთა ზრდას რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. რომ არა ომის გავლენა, ეს სექტორები მაინც გაიზრდებოდა, მაგრამ დაფიქსირებული მაღალი ზრდები აშკარად ომიდან გამომდინარე გარემოებებმა განაპირობა.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2024 წელი

ეკონომიკის სექტორები მლნ ლარი ზრდის ტემპი წილი ეკონომიკურ ზრდაში,
% პუნქტი
ინფორმაცია და კომუნიკაცია 5,147 24.3% 1.6
განათლება 4,591 29.1% 1.5
სახელმწიფო მმართველობა 5,617 17.9% 1.2
ვაჭრობა და ავტომობილების რემონტი 12,185 6.7% 1.0
მშენებლობა 6,735 14.2% 0.9
ტრანსპორტი და დასაწყობება 4,693 8.3% 0.8
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 4,208 14.9% 0.8
ხელოვნება, გართობა და დასვენება 3,308 16.4% 0.6
სოფლის მეურნეობა 4,977 4.4% 0.3
პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები 1,902 14.1% 0.3
სასტუმროები და რესტორნები 3,329 8.1% 0.3
ჯანდაცვა 3,012 7.5% 0.3
დამმუშავებელი მრეწველობა 7,463 2.1% 0.2
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 7,912 1.7% 0.2
ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება 2,017 -8.3% -0.3
სხვა 3,112 4.1% -0.2

მონაცემთა წყარო: საქსტატი

მთლიან შიდა პროდუქტს თუ დანახარჯების მიხედვით ჩაშლილს ვნახავთ, ჩანს, რომ ეკონომიკის ზრდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტის და შიდა მოხმარების ზრდამ განაპირობა. საქონლის ექსპორტი (რეალურ ფასებში) 3%-ით გაიზარდა, მომსახურების კი 9%-ით. მომსახურების ექსპორტის ზრდა ძირითადად მოდის ტურიზმზე და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. შიდა მოხმარება, რომელიც მშპ-ის ყველაზე მსხვილი კომპონენტია, 13%-ით გაიზარდა. კაპიტალის ფორმირება 2%-ით გაიზარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ დანაზოგები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

საინტერესოა, რა იყო ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მშპ-ის სტრუქტურაში არ ჩანს, მაგრამ რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ეკონომიკაზე. ამ მხრივ 2 მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა 2024 წელს, ერთი ეკონომიკის ზრდის და მეორე კლების მიმართულებით:

  1. საბანკო სექტორის მიერ საქართველოში გაცემული სესხების მოცულობა 18%-ით გაიზარდა. ცალკე აღებული სამომხმარებლო სესხები 28%-ით გაიზარდა, რამაც მოხმარების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სესხების ზრდას ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9.50%-დან 8%-მდე შემცირებამ. ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა ქვეყანაში მოთხოვნასა და მიწოდებას ზრდის, რაც ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორებია. 
  2. საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ზრდა ძირითადად ისრაელიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ვიზიტორების მატებამ განაპირობა. 

ეკონომიკის ზრდის ტემპზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა შემდეგ გარემოებებს:

  1. საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა (ფულადი გზავნილები) 2023 წელთან შედარებით 19%-ით (785 მლნ დოლარით) შემცირდა.  ფულადი გზავნილები ქვეყნის შიგნით საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ერთ-ერთი ფაქტორია. შესაბამისად, ფულადი გზავნილები რომ არ შემცირებულიყო, 2024 წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფულად გზავნილებში 2022-2023 წლების რუსული ფულის ბუმი აღარ არის, გზავნილები 2021 წლის მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.
  2. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30%-ით შემცირდა. ინვესტიციები ეკონომიკაზე მიწოდების მხრიდან მოქმედებს, ანუ წარმოების ზრდას უწყობს ხელს. თუმცა ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა აქვს არა მხოლოდ საანგარიშო წელს შემოსულ ინვესტიციებს, არამედ ინვესტიციების ბოლო წლების ჯამურ მაჩვენებელს. შესაბამისად, რადგან 2022-2023 წლებში ინვესტიციები მაღალ დონეზე იყო (წლიურად 1 მლრდ დოლარი), 2024 წლის კლება გარკვეულწილად წინა წლებით დაბალანსდა. თუმცა 2024 წელს ინვესტიციებში რომ ზრდა ყოფილიყო, ეკონომიკური ზრდის ტემპიც მეტი იქნებოდა.

2025 წლის პირველი კვარტალი

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 9.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე ჯერ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის. არ არის ცნობილი, რომელმა დარგებმა განაპირობეს მაღალი ზრდა. თუმცა ცნობილია ეკონომიკის ზრდაზე გავლენის მქონე ზოგიერთი მაჩვენებელი. საქონლის ექსპორტი 5.4%-ით გაიზარდა. უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა, ტურისტების დანახარჯები კი 2.3%-ით. ფულადი გზავნილების 3.2%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტი (ძვირადღირებული სურათების გამოკლებით) 10%-ით გაიზარდა, რაც მიანიშნებს, რომ პირველი კვარტალის ზრდაში მაღალი წილი ისევ შიდა მოხმარების ზრდას ჰქონდა. მოხმარების ზრდას, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა, რომელიც 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 18%-ით (9.6 მლრდ ლარით) გაიზარდა. 

საქართველოს მთავრობის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ია. სავალუტო ფონდის პროგნოზითაც, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით უნდა გაიზარდოს, რაც პირველი კვარტალიდან გამომდინარე, მიღწევადი მაჩვენებელი ჩანს.

Previous Post

პაკისტანი, მშვიდობის დარგში, ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენას გეგმავს

Next Post

ახალი ლიდერი უნივერსალიზაციის გზაზე

იზა გვარამაძე

Next Post
ახალი ლიდერი უნივერსალიზაციის გზაზე

ახალი ლიდერი უნივერსალიზაციის გზაზე

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Recent News

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result