Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა დგას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახლანდელი დაპირისპირების უკან?

by იზა გვარამაძე
September 19, 2022
in მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
რა დგას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახლანდელი დაპირისპირების უკან?
0
SHARES
0
VIEWS

13 სექტემბერს აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა. სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის ათწლეულების წინ დაწყებული კონფლიქტის კიდევ ერთხელ განახლებამ გააჩინა შიში, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის პარალელურად, რეგიონში კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის საზღვრისპირა ქალაქების: ვარდენისის, სოტქის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა განახორციელა. ამის საპირისპიროდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სწორედ სომხეთი დაადანაშაულა შეტევების პროვოცირებაში და განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მეზობლისგან წამოსულ ფართომასშტაბიან შეტევას ჰპასუხობდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ საბოლოო ჯამში მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ექვსკვირიანი ომის შემდეგ უდიდესი დანაკარგები გამოიწვია. მაშინ როდესაც აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 50-ს აღწევს, სომხეთის მთავრობის მიხედვით, შეტაკებებმა 105 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2020 წლის ომიდან მოყოლებული ერევანმა და ბაქომ მდგრადი მშვიდობისა და შერიგების ერთობლივი ძალისხმევით მიღწევის პირობა რამდენჯერმე დადეს. ამისთვის ყველაზე ეფექტიან გზად რეგიონში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის კავშირების განვითარება იქნა მიჩნეული. თუმცა დაგეგმილი ინიციატივები წარმატებით ჯერ არ განხორციელებულა, რადგან ორივე ქვეყანას მათი განხორციელების გზებზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ. ამასთანავე, აზერბაიჯანი სომხეთთან შედარებით გაცილებით უფრო დაინტერესებულია ამ პროექტების განხორციელებით, მიუხედავად იმისა, რომ ერევანმაც ცნო ამ ინიციატივების მოგებიანობა. სომხეთის მთავრობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო სიფრთხილით ეკიდება მოცემულ წამოწყებებს. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის ომში გამარჯვებულის პოზიცია ბაქოს უკავია, მან ჯერ კიდევ ვერ შეძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხილული პროექტების განხორციელება. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანმა სომხეთთან დროდადრო სამხედრო დაძაბულობის შექმნის გზით დიპლომატიური მიზნების განხორციელებას მიჰყო ხელი.

სატრანსპორტო კავშირების აღდგენა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის ნოემბრის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. თუმცა მიზნად დასახული პროექტების ბედი გაურკვეველი რჩება. 2021 წლის იანვარს შეიქმნა სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენაზე მომუშავე ჯგუფი, რომლის საქმიანობასაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების მოადგილეები უძღვებიან. თუმცა სამუშაო ჯგუფს რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის დღემდე არ მიუღწევია. მიუხედავად იმისა, რომ ერევანს, ბაქოსა და მოსკოვს შორის სამმხრივ მოლაპარაკებებში აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის სომხეთის სიუნიქის პროვინციის გავლით დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორი – ე.წ. ზანგეზურის კორიდორი – კონკრეტულად ნახსენები არაა, აზერბაიჯანი დაჟინებით ითხოვს ამ ხაზის გაყვანას. ერევანი სატრანსპორტო კავშირის შექმნას დათანხმდა, რადგან ის სომხეთის ეკონომიკისთვის შესაძლოა, საკმაოდ მოგებიანი იყოს. თუმცა სომხეთის მთავრობა ხშირად უსვამდა ხაზს „კორიდორის“ უკან მდგარ, მისთვის მიუღებელ, აზერბაიჯანის ლოგიკას.

სომხეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის ინტერპრეტაცია. აზერბაიჯანულ მხარეს მიაჩნია, რომ დოკუმენტი მას აზერბაიჯანი-სომხეთი-ნახიჩევანის სატრანსპორტო კავშირის გაყვანის უფლებას აძლევს, რაც მას მის საკუთარ ექსკლავს დააკავშირებს. სომხეთის მთავრობას კი მიაჩნია, რომ მუხლში ტერმინი „კორიდორი“ მხოლოდ ლაჩინის ვიწრო დერეფანს შეეხება, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. ერევანს ბაქოს მიერ შემოთავაზებული კორიდორის პროექტის თაობაზე ეჭვები თავდაპირველად სიუნიქის პროვინციის ახლომახლო, „ზანგეზურის“ კორიდორის გაყვანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის ასობით ჯარისკაცის განლაგების შემდეგ გაუჩნდა. შედეგად, საზღვარზე დაწყებული შეხლა-შემოხლის ფონზე, 2021 წელს სამმხრივმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.

სიტუაცია აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული რამდენიმე განცხადების შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-ნახიჩევანის კორიდორი ოფიციალურად ორივე მხარის მიერ გამოყენებული ისტორიული სახელით – „ზანგეზურის“ კორიდორად მოიხსენია და სომხეთს დაემუქრა, რომ საჭიროების შემთხვევაში კორიდორს ძალისმიერი მეთოდებით გახსნიდა. ამასთანავე, ალიევმა სომხეთის სამხრეთი რეგიონი აზერბაიჯანელების „წინაპრების კუთვნილ ტერიტორიებად“ მოიხსენია. ასეთმა განცხადებებმა შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებზე უდიდესი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა. ამასთანავე, 2021 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანმა ცალმხრივად გამოიყენა სომხეთის საჰაერო სივრცე და მისი გავლით ნახიჩევანთან დამაკავშირებელი ფრენების განხორციელება დაიწყო. ამის შემდეგ სომხეთში აზერბაიჯანის მიერ სამხრეთი რეგიონების სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება საკმაოდ დიდ ეროვნულ საფრთხედ იქნა აღქმული. აზერბაიჯანის მთავრობა კი დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისადმი სომხეთის მხრიდან თავშეკავებულობას დიდი იმედგაცრუებით შეხვდა. საპასუხოდ ბაქომ სომხეთის მთავრობას ბრალი დასდო აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბული გარემოს შექმნაში.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარი პატარ-პატარა ექსკლავებითაა სავსე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ადგილობრივი დავების მოგვარების მიზნით შეიქმნა. აზერბაიჯანში დღეისათვის ერთი სომხური ექსკლავია, მაშინ როდესაც სომხეთის ტერიტორიაზე სამი აზერბაიჯანული მცირე ტერიტორიაა „გამოკეტილი“. ეს მცირე ფართობის მიწები ყარაბაღის პირველი ომიდან მოყოლებული დაუსახლებელია. თუმცა სომხეთში განლაგებულ ამ მიწის პაწაწინა ნაგლეჯებს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მათი მთავარ მაგისტრალებთან სიახლოვის გამო, როგორიცაა ქალაქ ნოემბერიანზე გამავალი საქართველოსკენ მიმავალი მაგისტრალი და ერევნისა და სამხრეთ სომხეთის დამაკავშირებელი გზა.

გარდა ამისა, პოლიტიკური პირობები კვლავ სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის. ორივე ქვეყნის ლიდერი სიტყვიერად თანახმაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე, თუმცა მათ არ გადაუდგამთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები საზღვრის დემარკაციისა და დელიმინაციისთვის. ალიევმა და ფაშინიანმა ასევე ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა სასაზღვრო საკითხების თაობაზე. მაგალითისთვის, 2021 წლის დეკემბერს ნატოს მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა მის ექსკლავ ნახიჩევანთან. ამის საპასუხოდ, ფაშინიანმა ფეისბუკზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მცდელობები, ერთმანეთს დაუკავშიროს რეგიონული კომუნიკაცია და ლაჩინის კორიდორი, არ შეესაბამება ამ საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებსა და ხელმოწერილ განცხადებებს.  მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა ჩიხში მოაქცია რეგიონული კავშირები.

აღსანიშნავია ასევე, რომ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ ახლახან განხორციელებული სამხედრო მოქმედებების პირობებში ერევანი დაუცველ მდგომარეობაშია, რადგან მისი მოკავშირე რუსეთი საკმაოდ დიდ სამხედრო დანაკარგს განიცდის უკრაინაში და მისი პრიორიტეტები დროებით სამხრეთ კავკასიისკენ არაა მიმართული. სანამ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიითაა დაკავებული, ბაქო ერევანს დიპლომატიურ დათმობებზე წასვლას აიძულებს. აქედან გამომდინარე, კითხვა ჩნდება, თუ რა რეაგირებას მოახდენს სომხეთი. მოახერხებს ის მანევრირებას და ბაქოს „შემოთავაზებებზე“ უარის თქმას თუ მას სხვა გზა არ დარჩება, რათა ყველაფერს დათანხმდეს?!

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში „შიდა ქართლის მევენახეობისა და მეღვინეობის მუზეუმი“ და ტურისტებისთვის საინტერესო სივრცე გაიხსნება

Next Post

What is Behind Recent Tensions Between Azerbaijan and Armenia?

იზა გვარამაძე

Next Post
კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა

კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result