Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა დაჯდა რეალურად ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი?

by Salo Papalashvili
June 30, 2025
in მილიარდერები, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
რა დაჯდა რეალურად ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი?
0
SHARES
0
VIEWS

იტალიაში, ვენეციაში, ადგილობრივების პროტესტის ფონზე, Amazon-ის მილიარდერი დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსისა და ყოფილი ჟურნალისტის, ლორენ სანჩესის რამდენიმედღიანი საქორწილო ღონისძიება იმართება. წვეულებას 200-მდე სტუმარი ესწრება, მათ შორის არიან ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.

ქორწილის მასშტაბებითა და ტურისტების სიმრავლით შეშფოთებული ადგილობრივების ჯგუფებმა საპროტესტო აქციების გამართვა ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. დემონსტრანტები ქორწილის ჩაშლითაც იმუქრებოდნენ, რის გამოც წვეულებების ლოკაციები ბოლო დრომდე გასაიდუმლოებული რჩებოდა. ვენეციის მერი კი დემონსტრანტთა დარწმუნებას ცდილობდა, რომ ბეზოსის საქორწილო ღონისძიება მათ ქალაქს მილიონობით ევროს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა.

საქორწილო ღონისძიებამდე დაახლოებით ნახევარი წლით ადრე გავრცელდა ჭორები, რომ ბეზოს-სანჩესის ქორწილი ასპენში გაიმართებოდა და სულ მცირე $600 მილიონი დაჯდებოდა. ამ ფაქტს ჰეჯ-ფონდების მილიარდერი მმართველი, ბილ აკმანი X-ის საშუალებით გამოეხმაურა და იხუმრა, რომ მსგავსი მოცულობის თანხის დახარჯვას ბეზოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებდა, თუ ყველა სტუმარს ცალკე სახლს უყიდდა. მოგვიანებით განცხადება ბეზოსმაც გაავრცელა და თქვა, რომ ეს რიცხვები რეალობას არ შეესაბამებოდა.

ამერიკულმა Forbes-მა ბეზოსის წვეულების ღირებულების დადგენა ვენეციური ქორწილების ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ღონისძიებაში ჩართული პირების გამოკითხვით სცადა. გამოცემის ვარაუდით, Amazon-ის დამფუძნებლის საქორწილო ღონისძიების სავარაუდო ხარჯი სულ მცირე $20 მილიონს შეადგენს, თუმცა შესაძლოა $25 მილიონამდეც გაიზარდოს, იმისდა გათვალისწინებით, თუ რა სიურპრიზებს უმზადებენ მასპინძლები სტუმრებს.

ბეზოსისა და სანჩესის რამდენიმედღიანი დღესასწაული ხუთშაბათს საღამოს მადონა დელ’ორტოს ეკლესიის მახლობლად გამართული მისასალმებელი წვეულებით დაიწყო; პარასკევ საღამოს ცერემონია ვენეციის ერთ-ერთ კუნძულზე, მე-16 საუკუნის სან ჯორჯო მაჯორეს ბაზილიკაში გაიმართა, თუმცა, როგორც ჩანს, წყვილი კანონიერად არ დაქორწინებულა.

ღონისძიების სტუმრები, მილიარდერი ბილ გეიტსითა და ოპრა უინფრით დაწყებული, ლეონარდო დიკაპრიოთი და ტომ ბრედით დამთავრებული, ბოლო დღეებში ვენეციის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, მათ შორის Gritti Palace-ში, St. Regis-სა და Aman-ში დაბინავდნენ, სადაც ბეზოსი და სანჩესიც რჩებიან. არსებული ინფორმაციით,  წყვილმა სამი ღამის განმავლობაში მთელი სასტუმრო დაჯავშნა. სასტუმროებში ნომრის საშუალო ღირებულება ღამეში დაახლოებით $2,000-ია და იმ შემთხვევაში, თუ სამი დღის განმავლობაში წყვილმა 150 ნომერი დაჯავშნა, საერთო ღირებულება $90,000-ს აღწევს.

გარდა ამისა, შიდა წყაროების ცნობით, წყვილმა სტუმრების ტრანსპორტირებისთვის უამრავი წყლის ტაქსიც დაიქირავა თითოეული ტაქსის ღირებულება საათში $210-დან $290-მდე მერყეობს. საბოლოო ჯამში, 12-საათიანი სამუშაო დღის გათვალისწინებით, მხოლოდ წყლის ტრანსპორტზე დახარჯული თანხა მინიმუმ $270,000 იქნებოდა.

იტალიური გამოცემა Corriere della Serra-ს ცნობით, ქორწილს მომსახურებას შეფ-მზარეული ფაბრიციო მელინო უწევდა, Quattro Passi-ის რესტორნიდან. Forbes-ის ინფორმაციით, ამ დონის ქორწილების მომსახურება ერთ ადამიანზე დაახლოებით $1,800 ჯდება – პერსონალისა და საკვების ტრანსპორტირების ჩათვლით. თუმცა, სავარაუდოდ, რესტორანთან ბეზოსს სამდღიანი შეთანხმება აქვს, რაც ხარჯს $1.1 მილიონამდე ზრდის.

ამ ყველაფერს ემატება ბეზოსის მიერ ვენეციისთვის დაანონსებული ქველმოქმედება. გავეცელებული ცნობებით, Amazon-ის დამფუძნებელმა ქალაქში არსებულ სამ ორგანიზაციას თითქმის $3.6 მილიონი შესწირა. $1.2 მილიონი Corila-ს, სააგენტოს, რომელიც ვენეციის ლაგუნის მოვლის კვლევებს უწევს კოორდინაციას, $1.2 მილიონი იუნესკოს ვენეციის ოფისს და დაახლოებით იმდენივე ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტს.

საბოლოო ჯამში, ამერიკული Forbes-ის წინასწარი შეფასებით, ბეზოსის წვეულება საშუალო ამერიკულ საქორწილო ღონისძიებაზე 600-ჯერ ძვირი ჯდება. The Knot-ის მონაცემებით, ერთი ამერიკული ქორწილის ხარჯი საშუალოდ $33 000-ს შეადგენს. იტალიის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, ვენეციისთვის ბეზოსის ქორწილს ეკონომიკურმა ზეგავლენამ შესაძლოა $1 მილიარდს მიაღწიოს, რაც ქალაქის ტურიზმის წლიური შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედის ეკვივალენტურია.

თუმცა თუ ბეზოსის ქონებას გავითვალისწინებთ, რომელიც ბოლო შეფასებით $237 მილიარდს აღწევს, მაშინ გამოდის, რომ ბიზნესმენის ქორწილის ხარჯმა მისი სიმდიდრის მხოლოდ 0.01% შეადგინა.

Previous Post

აჭარაში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

Next Post

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

Salo Papalashvili

Next Post
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025

Recent News

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result