Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

რა არის მიკრობანკი და რატომ უნდა გაიზარდოს სესხის ლიმიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის? – ინტერვიუ ლიდერ კრედიტის გენერალურ დირექტორთან, მურმან მირცხულავასთან

by იზა გვარამაძე
November 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
რა არის მიკრობანკი და რატომ უნდა გაიზარდოს სესხის ლიმიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის? – ინტერვიუ ლიდერ კრედიტის გენერალურ დირექტორთან, მურმან მირცხულავასთან
0
SHARES
0
VIEWS

ორიოდე კვირის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სექტორის საქმიანობა შეაჯამეს, მიმოიხილეს არსებული მიღწევები და გამოწვევები. ამასთან ერთად, შეხვედრაზე წამოაყენეს ინიციატივები, რომელთა მიზანიც მიკროსაფინანსო სექტორის განვითარება და მომხმარებლებისთვის ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაა. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მიკრობანკიც, როგორც ახალი ფინანსური ინსტიტუტი.

როგორია გზა, რომელიც მიკროსაფინანსო სექტორმა განვლო? რა ცვლილებების მიღებას ითხოვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და რას გულისხმობს მიკრობანკი? – ამ და სხვა კითხვებით „ლიდერ კრედიტის“ გენერალურ დირექტორს, მურმან მირცხულავას მივმართეთ.

ბატონო მურმან, რა გზა გაიარა მიკროსაფინანსო სექტორმა ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე?

5-10 წლის წინ მიკროსაფინანსო სექტორი გაცილებით თავისუფალი იყო რეგულაციებისგან, ვიდრე ის დღეს არის. სუსტი რეგულაციების გამო, ეს მიმართულება ბევრისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. იმ დროს საქართველოს ბაზარზე 200-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. მათი ძირითადი ნაწილი ორიენტირებული იყო უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხების გაცემაზე. კრედიტებს კი გასცემდა ისე, რომ არ აფასებდა მომხმარებლის გადახდისუნარიანობას. ცხადია, ეს, საბოლოოდ, რთულ პირობებში აყენებდა მსესხებლების გარკვეულ ნაწილს. სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სხვადასხვა სახის რეგულაცია დაუწესა, მათ შორის, დაავალდებულა სესხის გაცემამდე შეეფასებინა მომხმარებლის ფინანსური შესაძლებლობები. მას შემდეგ განხორციელდა ბევრი ცვლილება მსესხებლის უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე, დაწესდა ე.წ. ეთიკის კოდექსი, რომელიც არეგულირებს მომხმარებელთან კომუნიკაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის შემდეგ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ, ბაზარი დატოვეს. სწორედ ამიტომ, მათი რაოდენობა დაახლოებით 5-ჯერ შემცირდა და დღეს საქართველოს ბაზარზე მხოლოდ 40-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

ვფიქრობ, სწორედ ამგვარი რეგულაციების წყალობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს ისინი სანდოობით არც ბანკებს ჩამოუვარდებიან.

რა ცვლილებებზე იყო საუბარი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სებ-ის წარმომადგენლებს შორის?

შეხვედრაზე წარმოიჭრა საკითხები, რომელთა გადაჭრაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებასა და მომხმარებლებისთვის ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას. ერთ-ერთი იყო ჰეჯირების ინსტრუმენტების შემოღება იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა რესურსებიც უცხოურ ვალუტაშია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი დაკრედიტების ლიმიტის გაზრდა იყო. მოგეხსენებათ, დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობის კრედიტის გაცემის უფლება აქვთ ერთ მომხმარებელზე ან დაკავშირებულ პირთა ჯგუფზე. სექტორის წარმომადგენლებმა კი წამოვაყენეთ ინიციატივა, რომ ეს თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდოს, რაც ერთნაირად მომგებიანი იქნება როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.

მაინც რა პოზიტიურ ცვლილებას მოიტანს დაკრედიტების ლიმიტის ზრდა?

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძირითადი მომხმარებლები მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობაში ჩართული პირები არიან. ისინი, როგორც წესი ჩვენთან ერთად იზრდებიან, იღებენ მცირე ოდენობის სესხს და ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მეტი ფინანსური რესურსის ძიებას იწყებენ. 100 000 ლარიანი ლიმიტი კი, ასეთ შემთხვევებში, არ გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თავად გავუწიოთ მომსახურება. ამიტომ მათ ბანკების სერვისით სარგებლობა უწევთ. ლიმიტის გაზრდით მომხმარებლებს მეტი ალტერნატივა მიეცემათ და შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკეთესი პირობები აირჩიონ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კი ახალი რეგულაცია ბანკებთან კონკურენციაში მეტად გააძლიერებს.

შეხვედრაზე საუბარი იყო მიკრობანკზეც. რას გულისხმობს ეს ფინანსური ინსტიტუცია?

მიკრობანკი ერთგვარი შუალედური რგოლია ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც შეეძლება სესხები მილიონ ლარამდე გასცეს და მიკროსაფინანსოების მსგავსად, ორიენტირებული იქნება მცირე მეწარმეებსა და აგრომეურნეობაში ჩართულ პირებზე. აღსანიშნავია, რომ მათ მიმართ, როგორც წესი, ბანკებს ნაკლები ინტერესი აქვთ.

ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს კანონმდებლობით არ აქვს უფლება დეპოზიტები ჰქონდეთ, მიკრობანკის სტატუსის შემთხვევაში კი მათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ. გაუჩნდებათ ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყაროები, ეს კი საბოლოოდ მომხმარებელსაც გაუიაფებს სესხს. შესაბამისად, მიკრობანკის სახით ჩნდება კონკურენტუნარიანი და უფრო ძლიერი ინსტიტუცია, მეტი შესაძლებლობებით.

გეგმავს თუ არა „ლიდერ კრედიტი“ მიკრობანკის სტატუსის მიღებას?

მიუხედავად იმისა, რომ „ლიდერ კრედიტი“ აკმაყოფილებს მიკრობანკად რეგისტრირების 10 მილიონიანი საწესდებო კაპიტალის ქონის მოთხოვნას, სტატუსის მიღება ჯერ გეგმაში არ გვაქვს. ვფიქრობთ, თუ ეროვნული ბანკი დააკმაყოფილებს სექტორის მოთხოვნას დაკრედიტების ლიმიტის 200 000 ლარამდე გაზრდაზე, „ლიდერ კრედიტი“ ისედაც ისარგებლებს იმ სიკეთეებით, რაც მიკრობანკის სტატუსს ახლავს. ეს კი პირდაპირ აისახება ჩვენს მომხმარებლებზე, რადგან ეს შესაძლებლობას მოგვცემს მათ მეტი პროდუქტი და უკეთესი მომსახურება შევთავაზოთ. S

Previous Post

500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მიიღეს მონაწილეობა

Next Post

სემ ოლტმენი OpenAI-ის CEO-ს თანამდებობიდან გაათავისუფლეს

იზა გვარამაძე

Next Post
სემ ოლტმენი OpenAI-ის CEO-ს თანამდებობიდან გაათავისუფლეს

სემ ოლტმენი OpenAI-ის CEO-ს თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result