Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა ახალი შესაძლებლობები იქმნება ქართული ორგანული წარმოებისთვის?

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
რა ახალი შესაძლებლობები იქმნება ქართული ორგანული წარმოებისთვის?
0
SHARES
0
VIEWS

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის განახლებულ ორგანულ რეგულაციებთან.

 

საქართველო ორგანული წარმოებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი გარემოა. თუმცა, მხოლოდ გარემო როგორც იტყვიან აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. იმისთვის, რომ საქართველოში ორგანული წარმოების სექტორმა გამართულად იმუშაოს და ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, მთელი რიგი საკანონმდებლო და სააღმსრულებლო ქმედებებია განსახორციელებელი.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, დღეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა უფრო დაუახლოვდება ევროკავშირის განახლებულ ორგანულ რეგულაციებს.

და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?…

ქართული კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის განახლებულ ორგანულ რეგულაციებთან, იგივე ჰარმონიზაციის პროცესი, ნიშნავს, რომ საქართველოში გაიზრდება ორგანულ წარმოებაზე სახელმწიფო ხელშეწყობა და ამასთანავე კონტროლი. ასევე, საქართველოში წარმოებული ბიო სერტიფიცირებული პროდუქტები მიუახლოვდებიან ევროკავშირისთვის მისაღებ სტანდარტებს და ქართველ მწარმოებლებს ბიო სერტიფიცირების პროცესი გაუმარტივდებათ. შედეგად, საქართველოში წარმოებულ ბიო სერტიფიცირებულ პროდუქტს უფრო გაუმარტივდება ევროკავშირის ბაზარზე რეალიზება.

ევროკავშირის ახალი რეგულაციები წევრ ქვეყნებში 2022 წლის იანვრიდან ოფიციალურად ამოქმედდა. ჯერ კიდევ მანამდე დადგა საჭიროება, რომ ქართული კანონმდებლობა ფეხდაფეხ აჰყოლოდა ამ ცვლილებებს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ფორმალურად დასრულდა ადაპტირებული კანონმდებლობის განხილვა, რომლის უკან 2,5 წლიანი ინტენსიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით და ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით.

ცვლილებებისთვის მზადყოფნისთვის, 2020 წელს მოსალოდნელი ახალი რეგულაციები ითარგმნა ქართულ ენაზე და შეიქმნა მეწარმეებისთვის გამარტივებული გზამკვლევი. აღნიშნული სამუშაო ასევე მყარი საფუძველი გახდა შედარებითი ანალიზის ჩატარებისთვის და ეროვნული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების გამოსავლენად, რომელიც, ევროპელ ექსპერტებთან ერთად წარმატებით დასრულდა.

“პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც ფერმერები და სურსათის მწარმოებელი კომპანიები თამამად შეძლებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას, საკუთარი მომხმარებლების, განსაკუთრებით ორგანულ პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. – ამბობს პროექტ GRETA-ს ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი რიკარდო მონტანარი.

პროექტ გრეტას ფასილიტაციით გაფართოებულ ფორმატში გაიმართა დასკვნითი სამუშაო შეხვედრა, სადაც ესწრებოდა ყველა მთავარი მხარე ორგანული კანონმდებლობის საბოლოო ვარიანტზე შეჯერებისთვის. შედეგად, შექმნილი დოკუმენტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

„შეხვედრა, რომელიც გაიმართა, ეძღვნებოდა ორგანული პროდუქტის წარმოებისა და ეტიკეტირების წესებს, განხილული იყო არამარტო მოთხოვნები თითოეული პროდუქტის წარმოების, არამედ სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული წესები. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის სერტიფიკაციის პროცედურები, რომლებიც ახალი ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა. ეს გარკვეულწილად მოსამზადებელი ეტაპი იქნება იმ დაინტერესებული მხარეებისთვის და იმ ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი პროდუქტი განათავსონ საქართველოს ბაზარზე, როგორც ორგანული ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“  – გვიყვება სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ქალბატონი ქეთევან ლაფერაშვილი.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, „კავკასერტი“-ს დირექტორი, ბნ. დავით ბედოშვილი, გვიზიარებს თავის მოსაზრებას:

„ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შედეგად ჩვენთანაც გაიზრდება სახელმწიფო კონტროლი და ამის შედეგად გაიზრდება მომხმარებლების ნდობა, ასევე, გაიზრდება შიდა ბაზარი, რომელიც ახლა ამჟამად გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე ექსპორტი ევროკავშირში.“

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, დღემდე განხორციელდა 1,5 მილიონამდე ლარის  ოდენობის საგრანტო დახმარება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მოღვაწე მეწარმეებისთვის. მიმდინარე ეტაპზე პროექტის 6 პარტნიორი ორგანიზაცია უკვე არის ორგანული სერტიფიკატის მფლობელი, ხოლო დამატებით 10 ორგანიზაცია ჩართულია სერტიფიცირების პროცესში.  S

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

 

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს. 

Previous Post

GM თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს

Next Post

What Are the New Opportunities Emerging for Georgia’s Organic Market?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ნიგერიაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ნიგერიაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result