Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქვეყნების რეიტინგი, 2022 წელს ბატარეების წარმოების მიხედვით

by Salo Papalashvili
იანვარი 26, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ქვეყნების რეიტინგი, 2022 წელს ბატარეების წარმოების მიხედვით
0
SHARES
0
VIEWS

მაშინ როდესაც მსოფლიო ელექტრომობილების ეპოქისკენ მიისწრაფვის, ბატარეების წარმოება ბევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, პრიორიტეტული ხდება. თუმცა ბატარეების წარმოებაში ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომელიც პირველობისთვის ბრძოლაში სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე ჩაერთო.

ლითიუმ-იონური ბატარეების მიწოდების ჯაჭვის რეიტინგი, რომელიც BloombergNEF-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, ნათლად აჩვენებს და პროგნოზირებს ჩინეთის დომინირებას 2022-2027 წლების პერიოდში, ქვეყნებს შორის ბატარეების წარმოების საერთო სიმძლავრის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჩინეთის მასშტაბით წარმოებული ბატარეების სიმძლავრე, დანარჩენ სამყაროში წარმოებული ბატარეების კოლექტიურ სიმძლავრეს აღემატებოდა.

ჩინეთი დაახლოებით 900-გიგავატსაათიანი წარმოების სიმძლავრით, შესაბამისად ლითიუმ-იონური ბატარეების გლობალური წარმოების 77%-ით რეიტინგის პირველ ადგილზეა. მსოფლიოს ათი უმსხვილესი მწარმოებლიდან ექვსი, მათ შორის CATL-ი, BYD-ი და CALB-ი, ჩინეთში მდებარეობს, რომელთა წილი ბატარეების წარმოების გლობალურ ბაზარზე შესაბამისად 34%, 12% და 4%-ია. გარდა ამისა, ჩინეთი ელექტრომობილების ყველაზე დიდი ბაზარია, 2021 წელს გლობალური გაყიდვების 52%-იანი წილით.

ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოებით მეორე ადგილზე პოლონეთია, თუმცა ჩინეთის სიმძლავრის თითქმის მეათედზე ნაკლებით. პოლონეთში მდებარეობს ევროპაში უდიდესი, LG Energy Solution-ის საწარმოო გიგაქარხანა. მთლიანობაში, ევროპის ქვეყნები (მათ შორის ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები) 2022 წელს, ბატარეების გლობალური წარმოების მხოლოდ 14%-ს შეადგენდნენ. მესამე ადგილს, თუმცა ამბიციური გეგმებით, ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. შტატებს ბატარეის რვა უმსხვილესი ქარხანა აქვს, ძირითადად სამხრეთსა და ცენტრალურ დასავლეთში.

მომდევნო ხუთ წელიწადში წარმოებული ლითიუმ-იონური ბატარეების სიმძლავრე სავარაუდოდ რვაჯერ გაიზრდება. BloombergNEF-ის პროგნოზით, ჩინეთი ფესვგადგმული დომინანტობის შენარჩუნებას 2027 წლისთვისაც შეძლებს, ბატარეების გლობალური წარმოების 69%-ით. თუმცა პარალელურად, მომდევნო ხუთ წელიწადში, ამერიკის შეერთებული შტატების წარმოებაც სავარაუდოდ ათჯერ მეტად გაიზრდება. ბატარეების წარმოების ზრდას ხელს ბაიდენის მიერ გასულ წელს დამტკიცებული „ინფლაციის შემცირების აქტი“ შეუწყობს, რომელიც კომპანიებს, შტატებში წარმოების გადმოსატანად, შეღავათებს სთავაზობს.

ქვეყნების რეიტინგი 2022 წელს წარმოებული ბატარეების სიმძლავრის მიხედვით:
  1. ჩინეთი – 900 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 77%
  2. პოლონეთი – 73 გიგავატსაათი,, გლობალური წარმოების 6%
  3. ამერიკის შეერთებული შტატები – 70 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 6%
  4. უნგრეთი – 38 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 3%
  5. გერმანია – 31 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 3%
  6. შვედეთი – 16 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
  7. სამხრეთი კორეა – 15 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
  8. იაპონია – 12 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
  9. საფრანგეთი – 6 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
  10. ინდოეთი – 3 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 0.2%
ქვეყნების რეიტინგი, წარმოებული ბატარეების სიმძლავრის მიხედვით 2027 წლისთვის (BloombergNEF-ის პროგნოზი):
  1. ჩინეთი – 6,197 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 69%
  2. ამერიკის შეერთებული შტატები – 908 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 10%
  3. გერმანია – 503 გიგავატსაათი,  გლობალური წარმოების 6%
  4. უნგრეთი – 194 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 2%
  5. შვედეთი – 135 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 2%
  6. პოლონეთი – 112 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
  7. კანადა – 106 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
  8. ესპანეთი – 98 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
  9. საფრანგეთი – 89 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
  10. მექსიკა – 80 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
Previous Post

Tesla-ს შემოსავლები 2022 წლის IV კვარტალში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

Next Post

თაღლითობაში დადანაშაულების შემდეგ, Adani Group-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

Salo Papalashvili

Next Post
თაღლითობაში დადანაშაულების შემდეგ, Adani Group-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

თაღლითობაში დადანაშაულების შემდეგ, Adani Group-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result