Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქვეყნები, სადაც ChatGPT-ით სარგებლობა აკრძალულია

by დავით ბერაძე
აგვისტო 15, 2025
in ბიზნესი, მსოფლიო, პოლიტიკა, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ქვეყნები, სადაც ChatGPT-ით სარგებლობა აკრძალულია

FILE PHOTO: A smartphone with a displayed ChatGPT logo is placed on a computer motherboard in this illustration taken February 23, 2023. REUTERS/Dado Ruvic/Illustration

0
SHARES
0
VIEWS

ხელოვნური ინტელექტის მიმართ მთავრობებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ზოგი ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაში შესაძლებლობა დაინახოს და ის მაქსიმალურად აითვისოს, ზოგიც კი მას საფრთხედ აღიქვამს და პოლიტიკური, კულტურული თუ სხვა მიზნებით კრძალავს მის გამოყენებას. ყველაზე პოპულარული AI-პლატფორმა ChatGPT-ის გამოყენება ამჟამად 20-მდე ქვეყანაშია აკრძალული.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ChatGPT-ი ხელმიუწვდომელია, ის მთავრობებმა აკრძალეს, რამდენიმე მათგანში კი თავად პლატფორმა არ ფუნქციონირებს. აკრძალვების უმეტესობა ისეთ ქვეყნებზე მოდის, სადაც ინტერნეტის გამოყენება მკაცრად კონტროლირებადია. მათ შორისაა: ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა.

ამ სახელმწიფოების მთავრობებს თითქმის ყველა უცხოურ პლატფორმაზე წვდომა აკრძალული აქვთ. თავად აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ინფორმაციის კონტროლისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებით ხსნიან, თუმცა რეალურად ეს ცენზურის ნაწილია. შესაბამისად, ისინი, რომელთაც ამის ტექნოლოგიური შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ მოსახლეობას ადგილობრივ ალტერნატივას სთავაზობენ. ასეთია ჩინეთი, სადაც მოსახლეობა ხელოვნური ინტელექტის ისეთ პლატფორმებს იყენებს, როგორებიცაა: DeepSeek-ი, Baichuan-ი, Hunyuan-ი და სხვა.

ისეთ ქვეყნებში, სადაც ღია კონფლიქტები მიმდინარეობს, აკრძალვა ძირითადად უსაფრთხოების მიზნითა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობით აიხსნება. მსგავს სახელმწიფოებს სირია, ავღანეთი, იემენი, ლიბია და სუდანი მიეკუთვნება.

როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ქვეყნებიც, სადაც OpenAI საკუთარ სერვისებს თავისი გადაწყვეტილებით არ აწვდის. მაგალითად, ჰონგ-კონგსა და ბელარუსში ChatGPT-ის ხელმიუწვდომლობა დაკავშირებულია არა ცენზურასთან, არამედ ბიზნესის, მარეგულირებლის ან იურიდიულ სირთულეებთან.

წარმოგიდგენთ ქვეყნების სიას, სადაც ChatGPT-ის გამოყენება აკრძალულია:

ქვეყანა სტატუსი
ჩინეთი აკრძალულია მთავრობის მიერ
ჩრდილოეთი კორეა აკრძალულია მთავრობის მიერ
ირანი აკრძალულია მთავრობის მიერ
კუბა აკრძალულია მთავრობის მიერ
სირია აკრძალულია მთავრობის მიერ
რუსეთი აკრძალულია მთავრობის მიერ
ავღანეთი აკრძალულია მთავრობის მიერ
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა აკრძალულია მთავრობის მიერ
ერითრეა აკრძალულია მთავრობის მიერ
ლიბია აკრძალულია მთავრობის მიერ
სამხრეთი სუდანი აკრძალულია მთავრობის მიერ
სუდანი აკრძალულია მთავრობის მიერ
იემენი აკრძალულია მთავრობის მიერ
ბუტანი აკრძალულია მთავრობის მიერ
ესვატინი აკრძალულია მთავრობის მიერ
ჩადი აკრძალულია მთავრობის მიერ
ბურუნდი აკრძალულია მთავრობის მიერ
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა აკრძალულია მთავრობის მიერ
ჰონგ-კონგი ხელმიუწვდომელია OpenAI-ის გადაწყვეტილებით
ბელარუსი ხელმიუწვდომელია OpenAI-ის გადაწყვეტილებით

 

Previous Post

ტრამპის ადმინისტრაცია Intel-ში წილის შესყიდვას განიხილავს

Next Post

როგორი იყო ავტოწარმოება ქვეყნების მიხედვით 2024 წელს?

დავით ბერაძე

Next Post
როგორი იყო ავტოწარმოება ქვეყნების მიხედვით 2024 წელს?

როგორი იყო ავტოწარმოება ქვეყნების მიხედვით 2024 წელს?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026

SkyCrown Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots Play

აგვისტო 5, 2026

Recent News

Vegasino: Schnelle Gewinne und sofortige Befriedigung unterwegs

აგვისტო 6, 2026

NV Casino: Rychlé‑fire Slots a okamžitá výhra pro hráče s vysokou energií

აგვისტო 6, 2026

MegaRich Casino: Quick Wins and High‑Intensity Slot Action

აგვისტო 5, 2026

SkyCrown Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots Play

აგვისტო 5, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result