Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქვეყნები, რომლებიც კოვიდ-ვაქცინაციით ლიდერობენ

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ქვეყნები, რომლებიც კოვიდ-ვაქცინაციით ლიდერობენ
0
SHARES
0
VIEWS

მთელი მსოფლიოს მასშტაბით 101 მილიონზე მეტი დოზა კოვიდ-ვაქცინის ადმინისტრირება განხორციელდა 64 ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი და Bloomberg-ი ავრცელებენ. მათ შორის აშშ-ი ლიდერია რაოდენობის თვალსაზრისით, ამ ქვეყანაში 1 თებერვლის მონაცემებით, 32.2 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე გამოიყენეს. მას მოჰყვება ჩინეთი – 24 მილიონით, დიდი ბრიტანეთი – 9.79 მილიონით, ისრაელი – 4.99 მილიონით და ინდოეთი – 3.95 მილიონით.

ვაქცინაციის ყველაზე მაღალი დონით კი ისრაელი გამოირჩევა, სადაც ყოველ 100 ადამიანზე 57.65 დოზა ვაქცინა უკვე გაკეთებულია. ამ რეიტინგში ისრაელს მოჰყვება არაბთა გაერთიანებული საამიროები – 34.79 დოზით, დიდი ბრიტანეთი – 14.42, ბაჰრეინი – 10.16 და აშშ – 9.63 დოზა ვაქცინით.

რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ვაქცინაციის დონე აშშ-ის და დიდ ბრიტანეთსაც მკვეთრად ჩამორჩება. ევროპაში ყოველ 100 ადამიანზე ჯერ მხოლოდ 2.86 დოზა ვაქცინაა გამოყენებული. რეგიონი ვაქცინის წარმოების პრობლემებს და დეფიციტს განიცდის. ევროკავშირში ვაქცინაციის ყველაზე  მაღალი დონე მალტასა (6.29) და დანიაშია (4.66), მაშინ როდესაც ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და გერმანიაში მხოლოდ დაახლოებით სამი დოზა ვაქცინაა გამოყენებული ყოველ 100 მოსახლეზე. საფრანგეთსა და ბელგიაში კი კიდევ უფრო ნაკლები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ვაქცინების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ვაქცინაციის დონე მაინც დაბალია. ამ ქვეყანაში ყოველ 100 მოსახლეზე მხოლოდ 1.67 დოზაა გამოყენებული, სხვა მრავალმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნებსაც იგივე პრობლემა აქვთ, მაგალითად, ბრაზილიაში ყოველ 100 მოქალაქეზე მხოლოდ 1 დოზა ვაქცინაა გამოყენებული, რუსეთში – 0.69, ინდოეთში კი 0.29.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ვაქცინების უმრავლესობა – 80 მლნ დოზა მაღალშემოსავლიან ქვეყნებშია გამოყენებული, ხოლო  – 55 მლნ დოზა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.

რამდენიმე წამყვან ქვეყანას კი, ვაქცინების დისტრიბუცია ჯერ კიდევ არ დაუწყია, მათ შორის არის იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, ავსტრალია. ისინი მიმდინარე თვეში აპირებენ ვაქცინაციის დაწყებას. ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინას Covax-პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. მსგავს ქვეყნებში ვაქცინაცია ამ თვეშია მოსალოდნელი, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ვაქცინას 15 თებერვლის შემდეგ ელოდებიან.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ის, რომ იანვრის შუა რიცხვებისთვის მსოფლიოში შესყიდული ვაქცინების 60% მაღალშემოსავლიან ქვეყნებზე მოდიოდა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 16%-ი ცხოვრობს. კანადას კი ყველაზე მეტი ვაქცინა აქვს შესყიდული. როგორც დიუკის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი აცხადებს, მათ იმდენი ვაქცინა იყიდეს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ხუთზე მეტჯერ ვაქცინაციაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, დღეში მსოფლიოში საშუალოდ 4.25 მლნ დოზა ვაქცინის ადმინისტრირება ხდება.

Previous Post

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი 2020 წლის შედეგების მიხედვით

Next Post

Here Are The Countries That Are Leading In Vaccinating Their Citizens Against Covid-19

მაგდა დოლიძე

Next Post
ქვეყნები, რომლებიც კოვიდ-ვაქცინაციით ლიდერობენ

Here Are The Countries That Are Leading In Vaccinating Their Citizens Against Covid-19

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

AllySpin Casino: Una Emocionante Experiencia en Slots para Ganancias Rápidas

July 7, 2026

SpinMaster Casino: Tragamonedas de Ritmo Rápido para el Jugador Moderno

July 7, 2026

Recent News

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

AllySpin Casino: Una Emocionante Experiencia en Slots para Ganancias Rápidas

July 7, 2026

SpinMaster Casino: Tragamonedas de Ritmo Rápido para el Jugador Moderno

July 7, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result