Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქვანახშირის საქმე

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in სტრატეგიები
0
ქვანახშირის საქმე
0
SHARES
0
VIEWS

აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, დრაკონული კანონები და ბუნებრივ აირზე ფასების ვარდნა აშშ-ის მაღაროელებს ზიანს აყენებს. სამთო წარმოებაში, როგორც ჩანს, ინვესტიციების გასაკეთებლად შესაფერისი მომენტია.

მთვარეზე ალბათ უფრო მეტ ხალხს დაუდგამს ფეხი, ვიდრე იქ, საითაც ჩვენ ახლა მივემართებით“, – ამბობს დეივ დილონი, Deep Mine 41-ის უსაფრთხოების წარმომადგენელი. ეს მაღარო ვირჯინიის სამხრეთ-დასავლეთ მხარეში მდებარეობს და მას ოპერირებას Alpha Natural Resources-ი უწევს. მართალია, დილონი მაღაროელების მესამე თაობის წარმომადგენელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ჯერ კიდევ აღფრთოვანებას ვერ მალავს ქვანახშირის სანგრევის ჩვენებისას, სადაც ყურთასმენის წამღები „სანგრევი კომბაინი“, რომელიც ასობით ვოლფრამის კბილით აღჭურვილ საჭრელ მექანიზმს წარმოადგენს, ქვანახშირს 6 ფუტის სისქის შრიდან იღებს. ჩვენ ვაბიჯებთ იქ, სადაც ფეხი არც ერთ ადამიანს არ დაუდგამს – დაპრესილი და ქვად ქცეული მცენარეული სიცოცხლის ცენტრში, რომელსაც მზის სხივი უკანასკნელად 300 მილიონი წლის წინ მოხვედრია. სანამ კონვეიერულ სარტყელს ქვანახშირის ნატეხები დედამიწის ზედაპირზე ააქვს, მაღაროელთა მეორე ჯგუფი „ანკერულ კრეპს“ ემსახურება, რომელიც 6 ფუტი სიღრმის ხვრელებს თხრის და ეპოქსიდში ამოვლებულ ძელებს ჭერში აწყობს. ეს ძელები კლდეს დანგრევის საშუალებას არ აძლევს და მაღაროს ჭერის ჩამოწოლისგან იცავს. ერთი მუშა აქ, საშუალოდ, $80 000-ს გამოიმუშავებს წელიწადში, ანკერული კრეპის მუშები კი – $100 000-ს. ეს სამუშაო სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება ამ რეგიონში, სადაც წარსულში ათასობით მუშას დაუკარგავს სამსახური და სადაც ათობით მაღარო დახურულა. „თუ სამუშაო ძალიან ძვირი ჯდება და სარგებელი არ მოაქვს, მაშინ იმ ადგილას მუშაობას უკეთეს დროებამდე გადავდებთ ხოლმე“,– ამბობს კევინ კრაჩფილდი, Alpha-ს გენერალური დირექტორი.

ინვესტორები, Alpha-ს აქციებსა და მასში მომუშავე მაღაროელებზე, ბოლო ხანებში, ერთსა და იმავეს ამბობდნენ. ვირჯინიის შტატის ქალაქ ბრისტოლში დაფუძნებულმა კომპანიამ რამდენიმე კოშმარული წელიწადი გამოიარა. 2010 წელს კრაჩფილდი თვალს ადევნებდა მიწის ქვეშ მომხდარი აფეთქების შედეგად აპალაჩების მეტოქე კომპანიის, Massey Energy-ის 29 მაღაროელის დაღუპვას Upper Big Branch-ის მაღაროსთან, მონტკოულში, დასავლეთ ვირჯინიაში. ის ოცნებობდა Massey-ის კოქსვადი ქვანახშირის მაღალხარისხიანი წიაღისეულის დასაკუთრებაზე, რომელსაც ფოლადის წარმოებაში იყენებენ. 2011 წელს (მაშინ, როდესაც კოქსვად ქვანახშირზე ფასებმა რეკორდულ სიდიდეს მიაღწია) მას ამის შესაძლებლობა მიეცა. Alpha-ს ფასი გაორმაგდა, როდესაც კომპანიამ, მისი ხელმძღვანელობით, Massey 8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თავი შეეკავებინა.

2011 წლიდან ქვანახშირის კომპანიები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ: ერთი მხრივ, გლობალური დათბობის შიშით ნასაზრდოები, ვაშინგტონის მიერ შემოღებული ახალი, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული დრაკონული კანონები ახდენდნენ მათზე ზეწოლას, ხოლო მეორე მხრივ, სრულად წვადი ბუნებრივი აირის უხვი მოწოდება, რომელიც ქვანახშირის უმსხვილესი მომხმარებლის, ელექტრული თაობის ბაზრის წილს იტაცებდა. ელექტრობისთვის წვადი აპალაჩების ქვანახშირის ფასი 25%-ით დაეცა, კოქსვადი ქვანახშირისა კი 44%-ით, რაც ჩინეთის მხრიდან მასზე მოთხოვნის შემცირებით იყო გამოწვეული. აშშ-ის მიერ მისი გამოყენება, უკანასკნელ წლებში, 1.1 მილიარდი ტონიდან წელიწადში, 900 მილიონ ტონამდე დაეცა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქვანახშირის კომპანიების აქციები ძალიან სწრაფად ეცემა. გასული წლიდან მოყოლებული, Patriot Coal-ი და James River Coal-ი გაკოტრდნენ. ზენიტში მყოფი კომპანია Peabody Energy-ის აქციები 2011 წელს 75%-ით დაეცა, ხოლო Arch Coal-ისა კი – 89%-ით. Alpha-ს აქციების ფასი 94%-ით შემცირდა – ახლა მთელი კომპანიის ღირებულება მის მიერ შეძენილი Massey-ის ერთი მცირე განყოფილების ღირებულებას უტოლდება.

ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ლოგიკური იყო გვეფიქრა, რომ Alpha და მისი ქვანახშირი უკანასკნელ დღეებს ითვლის, მაგრამ გლობალური დათბობით გამოწვეული შიშის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში ჩინეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკისა და ბირთვული კატასტროფებისადმი შიშის წყალობით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და იაპონია ქვანახშირი ყველაზე მეტად მოთხოვნად საწვავ წიაღისეულად რჩება. ამ ქვეყნებმა თავიანთი ბირთვული ქარხნები ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ დააკონსერვეს. ამის შედეგად, ქვანახშირის წილი აშშ-ის ენერგეტიკულ მრეწველობაში 42%-ს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც 2012 წელს ის მხოლოდ 36%-ს შეადგენდა და ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა, ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის მიმდინარეობის ფონზე. შესაძლოა, მზისა და ქარის ენერგია პრესის ყურადღებასა და მომხმარებელთა სუბსიდიებს იზიდავს, მაგრამ ქვანახშირის წილი აშშ-ის ელექტროენერგიის წარმოებაში ცხრაჯერ მეტია, ვიდრე ორივესი ერთად აღებულის. „ქვანახშირის უკანასკნელი დღეების შესახებ განცხადების გაკეთება, ცოტა არ იყოს, ნაჩქარევია“, – ამბობს ბობ იუ, Platts -ის განყოფილების, Bentek Energy-ის ანალიტიკოსი.

ბოლო ზამთრის პოლარულმა ციკლონმა ყველას ნათლად დაანახა, რომ ქვანახშირი კვლავაც მნიშვნელოვანია აშშ-ში. მკაცრმა სიცივემ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონების პარალიზება მოახდინა, ამის გამო, ბუნებრივი აირის დეფიციტმა, ზოგ ადგილებში, ფასები 4.50 დოლარიდან 1000 კუბურ ფუტზე, 70 დოლარზე მეტად გაზარდა. აღნიშნულ რეგიონში, ქვანახშირზე მომუშავე ის ელექტროსადგურები, რომლებიც გეგმით დახურვას ექვემდებარებოდნენ, მანამდე რომ დახურულიყო, მინუს ტემპერატურების პირობებში, სავალალო შედეგებს მივიღებდით. იმ დროისთვის, როდესაც ზამთარი დასრულდა, ქვანახშირის მარაგები მთლიანად გამოილია. 2012 წელს ერთი მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება ქვანახშირის საშუალებით, გაზთან შედარებით, 10 დოლარით მეტი ღირდა. ახლა, Bentek-ის თანახმად, საპირისპირო სურათი გვაქვს და ქვანახშირის საშუალებით გამომუშავებული ერთ მეგავატ/სთ-ში ელექტროენერგია 12 დოლარით უფრო იაფია.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მრეწველობის ეს დარგი მკვდრეთით აღდგება. რამდენადაც ქვანახშირის ფასებმა, სავარაუდოდ, ქვედა ზღვარს მიაღწია, ამ ინდუსტრიის აღდგენის პროცესი ნელი ტემპით წარიმართება. გრძელვადიანი წარმატების უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ ქვანახშირის წარმოებამ შემოთავაზებული EPA-ს ის რეგულაციები დააკმაყოფილოს, რომელთა თანახმად, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებმა, გოგირდის დიოქსიდისა და აზოტის ოქსიდის გამონაბოლქვის თავიდან ასაცილებლად, მრავალმილიონიანი ფილტრები უნდა დააყენონ. ახალი ქვანახშირის ელექტროსადგურების მშენებლობა აიკრძალება, თუ ისინი ბუნებრივი აირის წვით გამოყოფილი გამონაბოლქვის დაბალ ზღვარს არ დააკმაყოფილებენ.

შემობრუნების წერტილი 2016 წელს უნდა დადგეს. ეს სწორედ ის დროა, როდესაც აშშ გეგმავს ბუნებრივი აირის ექსპორტის განხორციელებას, რაც გაზრდის მის ახლანდელ ფასს და ქვანახშირს კონკურენციის შანსს მისცემს. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვანახშირის პოპულარობა დაბრუნდება“, – ამბობს KeyBanc Capital Markets-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ რედინგერი, რომელმაც ერთნაირი საბანკო ინვესტიციები განახორციელა როგორც ქვანახშირის ელექტროენერგეტიკაში, ასევე მზის დეველოპერულ კომპანიებში. „საუკეთესო მომენტი ქვანახშირისთვის მაშინ დადგება, როდესაც ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყება“.

როგორია Alpha-ს პერსპექტივა? საქმეები ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის. მიუხედავად საშინელი ბაზრისა, რომელიც არასწორად იქნა გაგებული, კრაჩფილდს ურყევად სჯერა, რომ რთული საქმე უკვე გაკეთებულია. Massey-ის „რეპუტაცია სასწორზე იდო, – ამბობს ის, – მაგრამ ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩვენეული მართვის სტრუქტურა და მორალი იძლეოდა იმის იმედს, რომ კომპანიის წესრიგში მოყვანას და მის გარდაქმნას შევძლებდით“.

ყოველივე ეს სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ კომპანიას ეს იაფი არ დასჯდომია. Alpha-მ 500 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა Massey-ის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად – როგორც ფედერალური ჯარიმების გადასახდელად, ასევე აქციონერების მიერ შეტანილი სარჩელების დასაკმაყოფილებლად. კრაჩფილდმა სამუდამოდ დახურა Massey-ს ყველაზე დიდი საწარმო, Upper Big Branch-ი და ახალი უსაფრთხოების ზომები მიიღო Massey-ს სხვა მაღაროებთან დაკავშირებით, მაგალითად, ჰაერის მოძრაობისა და მეთანის გაზის დაგროვების გასაკონტროლებლად სენსორები დააყენა. მისი შეძენის შემდეგ Alpha-ს 14 000 თანამშრომელი ჰყავდა. 150 მაღაროდან 64-ის დახურვის შედეგად, მისი თანამშრომლების რიცხვი 10 400 კაცამდე შემცირდა. Alpha-მ 2.4 მილიარდი დოლარის წმინდა დანაკარგი განიცადა 2012 წელს და 1.1 მილიარდი დოლარი 2013 წელს, მაგრამ გასულ კვარტალში საწარმოო შემოსავალმა (მისი ღირებულების ვარდნისა და წიაღისეულის გამოლევით მიღებული გადასახადების გამოკლებით), როგორც იქნა, კვლავ პოზიტიურ ნიშნულს მიაღწია. გრძელი გვირაბის ბოლოში უკვე გამოჩნდა, მართალია, მკრთალი, მაგრამ მაინც სინათლე.

Previous Post

უმამი – ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში

Next Post

დაუბეგრავი მინიმუმი. შემცირებული საშემოსავლო გადასახადის ალტერნატივა

მაგდა დოლიძე

Next Post
დაუბეგრავი მინიმუმი. შემცირებული საშემოსავლო გადასახადის ალტერნატივა

დაუბეგრავი მინიმუმი. შემცირებული საშემოსავლო გადასახადის ალტერნატივა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result