Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“ყველაზე დიდი შეცდომაა გჯეროდეს დოგმების“ – Microsoft-ის ხელმძღვანელი ტექნოლოგიებსა და ცვლილებებზე

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
“ყველაზე დიდი შეცდომაა გჯეროდეს დოგმების“ – Microsoft-ის ხელმძღვანელი ტექნოლოგიებსა და ცვლილებებზე
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ასობით მილიონ მომხმარებელს და 150 000-ზე მეტ თანამშრომელს ემსახურება, COVID-19-თან ბრძოლაში ტექნოლოგიების როლის შესახებ საინტერესო მოსაზრება აქვს. საუბარია Microsoft-ის ხელმძღვანელ სატია ნადელაზე. ნადელამ ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე Forbes-თან ისაუბრა.

მისი თქმით, ის აკვირდება და ხედავს ახალი ე.წ ქლაუდ ტექნოლოგიების მიგრაციას ადგილობრივ მთავრობებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში, ეს კი ცალკეულ შემთხვევაში ტექნოლოგიების რამდენიმე თაობის უბრალოდ გამოტოვებას ნიშნავს.

“ეს არის ნახტომი. ჩვენ ამ ყველაფერზე ათწლეულების განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ. ისმის კითხვა. რას ვსწავლობთ? რას გვიჩვენებს ეს, რა არის მდგრადი? რა უნდა გადავახალისოთ როდესაც ნორმალურ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით?“, – სვამს კითხვებს ნადელა.

ის ასევე მიუთითებს ჯანდაცვის სექტორში ე.წ ბოტების განვითარებაზე, რომელსაც მისი თქმით, უკვე კორონავირუსის პირობებში ასობით კლინიკა იყენებს. ბოტი ეკითხება პოტენციურ პაციენტებს პირველად კითხვებს, შემდეგ ვირტუალური ექიმი ტელემედიცინის მეშვეობით ამოწმებს მას. “ახლა ეს უკვე შექმნილია. დარწმუნებული ვარ ეს ნორმალურ სიტუაციაშიც ფართოდ იქნება გამოყენებული. ვფიქრობ, ეს არის სამუშაო, რომელიც COVID-19-ის შემდეგაც რელევანტური იქნება”, – ამბობს Microsoft-ის ხელმძღვანელი.

$1.4 ტრილიონიანი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის CEO ასევე საუბრობს Teams-ის მნიშვნელობაზე და მის კონკურენტ Zoom-ზეც. Microsoft Teams-ის ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ აპრილის ბოლოსთვის 75 მილიონს გადააჭარბა.

პროგრამული უზრუნველყოფის კიდევ უფრო განვითარებისთვის Microsoft-მა ცალკეული ახალი პროდუქტების შესახებაც გააკეთა განცხადება. მათ შორის ჯანდაცვის სექტორისთვის Microsoft Cloud-ზე. ვაშინგტონში დაფუძნებულმა კომპანია Redmond-მა შექმნა ე.წ ქლაუდი, რომელიც სწორედ ამ ინდუსტრიის სპეციფიკისაა. ასევე შეიქმნა ანალიტიკური ხელსაწყო ქლაუდ Azure-სთვის, რომელსაც ჰქვია Azure Synapse Link. ამას გარდა, Microsoft-მა განაცხადა Windows 10-ის და ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერის განვითარების პროგრამის შესახებ.

Microsoft-ის ახალი შესაძლებლობები ტექნიკურად ძალიან მნიშვნელოვანია დეველოპერებისთვის, რომლებიც COVID-19-ის პირობებში სხვადასხვა ხელსაწყოს შექმნაზე მუშაობენ.

სატია ნადელა ასევე საუბრობს Dynamics 365-ზე, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას იპოვონ ახალი გამოსავლები, მაგალითად უკონტაქტო შოპინგი.

ნადელა ახალი კორონავირუსის რეალობის სამ ფაზას პროგნოზირებს: პასუხის, აღდგენის და გადახალისების. “არა მგონია ჩვენ იგივე ტიპის სამუშაო ძალით გავაგრძელოთ წინსვლა, ან რომ ბიზნეს პროცესები იგივე გზით წავა“, – აღნიშნავს სატია ნადელა. Microsoft-ში მას სურს, რომ შეაგროვონ ყველა საჭირო მონაცემები, თუ როგორ განვითარდა კომპანია და როგორ მუშაობს ახლა.

“ჩვენ ვმართავთ უამრავ შეხვედრას. ყველა მათგანი ვიდეო შეხვედრაა. ეს ფანტასტიკურია, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ. ჩვენ ამ კრიზისი გამო კიდევ უფრო მეტი შეხვედრა გვაქვს“, – ამბობს სატია ნადელა და ხაზს უსვამს იმასაც, რომ საჭირო იქნება ახალი სამუშაო კულტურის შექმნა კრიზისის შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია Microsoft-ი მიჰყვება Twitter-ის და Square-ის ხელმძღვანელის ჯეკ დორსის მაგალითს და თანამშრომლებს კრიზისის შემდეგაც მისცემს დისტანციურად მუშაობის გაგრძელების საშუალებას თუ არა. ამ კითხვაზე ნადელა ამბობს, რომ პასუხი იქნება “ჰიბრიდული“. “არ არსებობს Microsoft-ის მუშაობის მონოლითური გზა. ვფიქრობ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უფრო და უფრო მეტი მოქნილობა“, – დასძენს ის.

Microsoft-ის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ მაშინ როდესაც მისი კომპანიის თანამშრომლები სახლიდანაც პროდუქტიულად მუშაობენ, მაგალითად Walmart-ის თანამშრომლებს მოუწიათ მაინც სამსახურებში წასვლა, რათა პროდუქტიულები ყოფილიყვნენ. “ვფიქრობ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოდესმე ვინმემ შეიძლება დაუშვას არის დოგმების რწმენა და იმის თქმა რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ კონკრეტული გზით“,– განაცხადა სატია ნადელამ.

 

Previous Post

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა

Next Post

დაავადებებთან მებრძოლები

მაგდა დოლიძე

Next Post
დაავადებებთან მებრძოლები

დაავადებებთან მებრძოლები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

Recent News

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result