Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ყველაფერი, რაც ინდონეზიაში გამართული G20-ის სამიტის შესახებ უნდა იცოდეთ

by Salo Papalashvili
November 16, 2022
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ყველაფერი, რაც ინდონეზიაში გამართული G20-ის სამიტის შესახებ უნდა იცოდეთ
0
SHARES
0
VIEWS

G20-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, ინდონეზიაში, კერძოდ კუნძულ ბალიზე გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ, დეკლარაციის პროექტი წარადგინეს. ინფორმაციას და დეკლარაციის შინაარს Reuters-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, დეკლარაციაში წევრი ქვეყნების უმრავლესობა მკაცრად გმობს უკრაინაში მიმდინარე ომს და მას გლობალური ეკონომიკის შესუსტების ხელშემწყობ ფაქტორს უწოდებს.

დეკლარაციაში G20-ის ლიდერები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებათან დაკავშირებითაც, რომელიც სწორედ დაძაბულობის ესკალაციის შედეგადაა გამოწვეული. გარდა ამისა, სამიტის მონაწილეები, ინფლაციის შესაჩერებლად, ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

დეკლარაციის პროექტის თანახმად, G20-ის ლიდერები “მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და მოითხოვენ რუსეთის ჯარების სრულ და უპირობო გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან”. წევრთა უმეტესობამ მკაცრად დაგმო უკრაინის ომი, რომელიც მათივე აღნიშვნით, იწვევს უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას და ამძაფრებს უკვე არსებულ სისუსტეებს გლობალურ ეკონომიკაში. თუმცა, ამასთან ერთად, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამიტზე არსებული სიტუაციისა და სანქციების შესახებ, განსხვავებული შეხედულებები და შეფასებებიც გაჟღერდა.

ცნობისთვის, 16-გვერდიანი დოკუმენტი, G20-ის წევრებს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებიათ. აქვე კი წარმოგიდგენთ ძირითად განცხადებებსა და შეხვედრებს ინდონეზიაში მიმდინარე ორდღიანი სამიტიდან:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის ლიდერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის მიღებისა და „სამართლიანად და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით“, ომის დასრულების ხელშეწყობისკენ მოუწოდა. ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულა ომის დასასრულებლად, შემდეგ საკითხებს აერთიანებს: ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება, დაკავებულთა გათავისუფლება, გაეროს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, ეკოციდი (ბუნების დაცვა), ესკალაციის პრევენცია და ომის დასრულების დადგენა.

დელეგატების განცხადებით, ზელენსკის ვიდეომიმართვისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელიც სამიტზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია, ოთახში დარჩა.

ზელენსკის გამოსვლის შემდეგ სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გამოაქვეყნა. თუმცა დამატებითი დეტალები, თუ რაზე ისაუბრეს ლავროვმა და გუტერეშმა, სამინისტროს არ გაუსაჯაროებია. აღსანიშნავია, რომ შემდგომში, ლავროვმა G20-ის შეხვედრის “პოლიტიზება” დაგმო.

საფრანგეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და სი ძინპინი, უკრაინაში მიმდინარე ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ლიდერებმა ბირთვული იარაღის გამოყენების აკრძალვის შესახებ თავიანთი პოზიციაც დაადასტურეს.

ამერიკის შეერთებული შტატები კი იმედს გამოთქვამს, რომ G20 დაგმობს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სამიტამდეც ჯგუფის ქვეყნების უმეტესობა, „უკრაინაში რუსეთის შეჭრის ყველაზე მკაცრი ფორმებით დაგმობაზე“ შეთანხმდა. ამასთან ერთად, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ იელენმა, G20-ის წევრებს, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

2016 წლის შემდეგ სწორედ ინდონეზიაში, ბალიზე გამართულ სამიტზე, ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ჩინეთისა და ავსტრალიის ლიდერები. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წარსული უთანხმოების მოგვარებისა და მომავალი თანამშრომლობის პირობა დადეს. სი ძინპინის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ინტერესთა ფუნდამენტური კონფლიქტი არც არასდროს არსებობდა. ავსტრალიას და ჩინეთს კი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვს.

ცნობისთვის, ავსტრალიის და ჩინეთის ურთიერთობები  2017 წელს დაიძაბა, როდესაც ავსტრალიამ, ქვეყნის პოლიტიკაში ჩინეთის ჩარევასთან დაკავშირებით, კანონები შემოიღო. პეკინის გაღიზიანება 2018 წელს ავსტრალიის მიერ ჩინური Huawei-ის ქსელიდან გათიშვამ გამოიწვია, რაც ავსტრალიურმა მხარემ ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ახსნა.

G20-ის სამიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, რომლებიც სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად თურქეთის ლიდერმა გაავრცელა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შორის შედგა. სუნაკის სპიკერის განცხადებით, ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ ქვეყნები ერთიანი ძალებით ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციაზე იმუშავებენ. რიში სუნაკი ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდისაც შეხვდა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა.

ინდონეზიაში გამართულ სამიტზე მნიშვნელოვანი თემა იყო ჩინეთისა და ევროპის ურთიერთობებიც. თავის მხრივ, ევროპა მზადაა ჩინეთთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რეგიონმა თავიდან უნდა აიცილოს ჩინეთზე ზედმეტად დამოკიდებულება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიები.

G20-ის სამიტის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის შედგა. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 2017 წლის შემდეგ პირველად შეხვდა. ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომელთა შორისაც მოხვდა ტაივანი, უკრაინა, ჩრდილოეთ კორეა და აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები.

Previous Post

The Russian Who Votes with His Feet | Multimillionaire Chichvarkin on Russia, Ukraine and Bendukidze

Next Post

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

Salo Papalashvili

Next Post
დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result