Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ყველაფერი, რაც იაპონიის არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ

by Salo Papalashvili
ივლისი 12, 2022
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ყველაფერი, რაც იაპონიის არჩევნებზე უნდა ვიცოდეთ
0
SHARES
0
VIEWS

იაპონიაში კვირას გამართული არჩევნების მიხედვით, ყოფილი პრემიერის სინძო აბეს მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქვეყნის კონსერვატიული კოალიციური მთავრობის უმრავლესობა პარლამენტის ზედა პალატაში გაიზარდა. NHK-ის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP), Komeito-სთან ერთად, პალატაში 125-დან 76 მანდატი მოიპოვა. შედეგად, პარლამენტის ზედა პალატაში 63 ადგილი ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ, ხოლო 13 ადგილი Komeito-მ უნდა დაიკავოს. ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

რას საქმიანობს იაპონიის პარლამენტის ზედა პალატა?

პარლამენტის ნაკლებად ძლიერი ზედა პალატა კანონმდებლობებს ამტკიცებს, თუმცა ქვედა პალატას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გაუქმება შეუძლია, როგორიცაა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის არჩევა. ზედა პალატის არჩევნები, როგორც წესი, მთავრობის მუშაობის შესახებ შუალედურ ანგარიშად აღიქმება. ქვედა პალატის შემდეგი არჩევნები კი 2025 წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს. 245-ადგილიანი ზედა პალატის წევრები ექვსი წლის ვადით აირჩევიან. მანდატების ნახევარი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გადაირჩევა.

იქიდან გამომდინარე, რომ მმართველ ბლოკს ჯამში 70 მანდატი აქვს (მიმდინარე არჩევნებში არ მონაწილეობენ), პალატაზე კონტროლისთვის 44%-ის, შესაბამისად 55 ადგილის მოპოვება სჭირდება. NHK-ის მიერ ჩატარებული კვლევით, კიშიდას მიზანი შესრულებადია, რადგან მის მთავარ მოწინააღმდეგე კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიას მოსახლეობის მხოლოდ 5.8% უჭერს მხარს.

იაპონიის არჩევნების ძირითადი საკითხები:

იაპონიაში პარლამენტის ზედა პალატას ნაკლები ძალაუფლება აქვს, შესაბამისად, არჩევნების შედეგად ხელისუფლებას ცვლილება არ ემუქრებოდა. თუმცა LDP-ის სოლიდური სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში თავად კიშიდა კიდევ სამი წლის განმავლობაში პარტიაზე კონტროლის კონსოლიდაციას შეძლებს. გარდა ამისა, არჩევნების შედეგები მომავალში გავლენას იქონიებს ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა: ინფლაცია, ბირთვული ენერგია და თავდაცვა.

წლების განმავლობაში დეფლაციისა და უცვლელი ხელფასების გამო, იაპონიის მოსახლეობა ყველაზე მგრძნობიარე სწორედ ფასების ზრდის მიმართაა. ამას ერთვის ჩინეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები. ენერგოფასების ზრდისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო კი, 2011 წლის ფუკუშიმას ატომური კატასტროფის შემდგომ გამორთული ათობით ბირთვული რეაქტორის ხელახლა ამუშავება უფრო მეტად რეალური ხდება.

ქვეყნის კონსტიტუციაში, რომელიც მისი 75-წლიანი ისტორიის მანძილზე არ გადასინჯულა, ცვლილებების შესატანად პარლამენტის თითოეული პალატისგან 2/3-ისა და რეფერენდუმში უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ოთხმა პარტიამ, რომლებიც ქარტიის გადახედვას ითხოვენ ან ღია არიან გადასინჯვისთვის, ხმების ორი-მესამედისთვის, ჯამში 82 მანდატი უნდა მოიპოვოს.

კონსტიტუციური ცვლილებების მომხრეები LDP, Komeito, „იაპონიის ინოვაციების პარტია“ და „დემოკრატიული პარტია ხალხისთვის“ არიან. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მოსახლეობის მხარდაჭერა კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით უკრაინის ომის შემდგომ გაიზარდა. მოსახლეობა მთავრობისგან თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს.

არჩევნებში მონაწილე მთავარი პარტიები:

ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (LDP)

დაარსების წელი – 1955

ხელახალი არჩევნებისთვის ზედა პალატის მანდატები ამ ეტაპზე: 55

კონსერვატიული პარტია დაარსების დღიდან, დამოუკიდებლად თუ კოალიციაში, თითქმის მუდმივად ხელისუფლებაშია. მჭიდრო კავშირები აქვს ბიზნესთან და ბიუროკრატიასთან. ჩინეთის საზღვაო ექსპანსიისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განვითარების ფონზე, LDP თავდაცვის ხარჯების ზრდას გეგმავს, რაც, NATO-ს მსგავსად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვისთვის გამოყოფას ითვალისწინებს.

ათწლეულების განმავლობაში, იაპონიის მშპ-ის მხოლოდ 1% მოდიოდა თავდაცვაზე. თუმცა უკრაინის ომმა თავდაცვის გაძლიერებისთვის მოსახლეობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. რაც შეეხება გადასახადებს, ოპოზიციური პარტიების კრიტიკის მიუხედავად, კიშიდა 10%-იანი გადასახადის შენარჩუნებას აპირებს, რაც, პრემიერის აზრით, ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სისტემის მხარდასაჭერად აუცილებელია.

Komeito

დაარსების წელი – 1964

ხელახალი არჩევნებისთვის ზედა პალატის მანდატები ამ ეტაპზე: 14

ბუდისტური საერო ორგანიზაცია Soka Gakkai-ის მხარდაჭერით, LDP-ის მიერ მართულ ხელისუფლებაში Komeito ადგილს ყოველთვის ინარჩუნებდა. ის 2009 წელს დამარცხების შემდგომ, LDP-სთან ერთად 2012 წელს ქვედა პალატის არჩევნებში გამარჯვებით ხელისუფლებაში დაბრუნდა. Komeito უსაფრთხოების საკითხებში მეტად ზომიერია, ექსკლუზიურად თავდაცვითი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში კი პარტია ნაკლებად შეძლებული ადამიანების ინტერესების დამცველია.

იაპონიის კონსტიტუციურ დემოკრატიული პარტია (CDPJ)

დაარსების წელი – 2020

ხელახალი არჩევნებისთვის ზედა პალატის მანდატები ამ ეტაპზე: 23

მემარცხენე ცენტრისტული CDPJ, იაპონიის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. CDPJ „იაპონიის დემოკრატიულ პარტიას“ ეფუძნება, რომელმაც 2009 წელს, LDP-Komeito ალიანსი არჩევნებში დაამარცხა და ძალაუფლება სამი წლით მოიპოვა.

„იაპონიის კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია“ გადასახადების 5%-მდე განახევრებასა და სუბსიდიის სახით, სახლის გამქირავებელთათვის თვიურად 10,000 იენის ($73) გამოყოფას ითხოვს. გარდა ამისა, CDPJ-ის 200 ტრილიონი იენის ინვესტიცია განახლებად ენერგიაშიც სურს და მთავრობაზე უფრო ამბიციური კლიმატური მიზნები აქვს.

საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს გამოკითხვით, მოსახლეობის 28,3% LDP-ის, ხოლო 8,2% CDPJ-ის მხარდამჭერია, რომელსაც Komeito მოჰყვება 7,2%-ით.

Previous Post

ბოლო 20 წელში პირველად, დოლარისა და ევროს კურსი გათანაბრდა

Next Post

რას ფიქრობენ უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები ბიტკოინის სამომავლო ფასის შესახებ

Salo Papalashvili

Next Post
რას ფიქრობენ უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები ბიტკოინის სამომავლო ფასის შესახებ

რას ფიქრობენ უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები ბიტკოინის სამომავლო ფასის შესახებ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result